ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 20 აგვისტოს №17 დადგენილებაში „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №17 |
|
2015 წლის 3 აპრილი ქ. თელავი |
1. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. ვებგვერდის ადმინისტრირება
1. ვებგვერდის ადმინისტრირებას ახორციელებს ქალაქ თელავის მუციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახური და საკრებულოს აპარატი.
2. ვებგვერდის ადმინისტრირება მოიცავს:
ა) ვებგვერდის დიზაინის მომზადებას და მასში ცვლილებების შეტანას;
ბ) ვებგვერდის ფუნქციონირების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფას;
გ) ინფორმაციის განთავსებას;
დ) ვებგვერდზე შემოსული წინადადებისა და წერილების სისტემატიზაციას და გადაცემას ქალაქ თელავის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის და საკრებულოს აპარატის უფროსისათვის;
ე) ვებგვერდის ფუნქციონირების პროგრამულ უზრუნველყოფას, მათ შორის, ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის დაცვას არასანქცირებული ჩარევისაგან, ინფორმაციის შეცვლის, გაყალბების, დამახინჯების, წაშლის და დაბლოკვისაგან.
2. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის და საკრებულოს აპარატის მოთხოვნა ინფორმაციის მიწოდების შესახებ ვებგვერდზე განსათავსებლად სავალდებულოა შესასრულებლად თვითმმართველობის ორგანოების, თანამდებობის პირებისა და თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირებისათვის.“.
„მუხლი 4. ვებგვერდზე ინფორმაციის გამოქვეყნება
1. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები, თვითმმართველი ერთეულის საჯარო დაწესებულებები, საწარმოები და ორგანიზაციები ადმინისტრაციულ სამსახურს და საკრებულოს აპარატს აწვდიან ვებგვერდზე განსათავსებელ ინფორმაციას ელექტრონული ფორმით ამ დებულებით დადგენილი გადაცემისა და განახლების პერიოდულობის ვადების დაცვით.
2. ინფორმაციის მიწოდების დროულობასა და უტყუარობაზე პასუხისმგებელია ინფორმაციის მიმწოდებელი, ხოლო ვებგვერდზე დროულ, შესაბამის განყოფილებაში (ქვეგანყოფილებაში) განთავსებასა და მიწოდებული ინფორმაციის რედაქტირებაზე ადმინისტრაციული სამსახური და საკრებულოს აპარატი.
3. ინფორმაციის მიწოდება (განახლება) სავალდებულოა ყოველთვიურად, ყოველი თვის 15 რიცხვის 13.00 სთ-ზე.
3.1. მუდმივ განახლებას ექვემდებარება ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერიის სამართლებრივი აქტების, ჩატარებული ტენდერების შესახებ ინფორმაცია და სხვა სიახლეები - განთავსება ხორციელდება ყოველი დღის 13.00 სთ-ზე.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წყაროების გარდა, სხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის განთავსება ვებ-გვერდზე ხორციელდება ,,ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების’’ მიხედვით, ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის, ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერთან კონსულტაციის და საკრებულოს აპარატის უფროსის ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან კონსულტაციის შესაბამისად.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 20 აგვისტოს №17 დადგენილებაში „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 03.04.2015.
- როდის იქნა მიღებული „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 20 აგვისტოს №17 დადგენილებაში „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 20 აგვისტოს №17 დადგენილებაში „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 03.04.2015. მიმღები ორგანო — ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №17. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.176.016076.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 20 აგვისტოს №17 დადგენილებაში „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 20 აგვისტოს №17 დადგენილებაში „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 20 აგვისტოს №17 დადგენილებაში „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.04.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 20 აგვისტოს №17 დადგენილებაში „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე“, №17, 03.04.2015, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.176.016076 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.04.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2803075/