საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრის დაფუძნების შესახებ
მიღების თარიღი 03.04.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №153
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.018538
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/04/2015
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.04.2015 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ ვახტანგ დალაქიშვილი და „შპს კავკაზუს ლიმითედი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ „შპს თაკვერი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ თორნიკე გვენეტაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრის დაფუძნების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №153
2015 წლის 3 აპრილი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრის დაფუძნების შესახებ
მუხლი 1🔗
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2013 წლის 6 სექტემბრის №1016-Iს საქართველოს კანონის (www.matsne.gov.ge, 23/09/2013, 040030000.05.001.017075) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, „ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის, შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 21 აპრილის №161 ბრძანებულების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრის ბაზაზე დაფუძნდეს და მის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრი (შემდგომში - ცენტრი).
მუხლი 2🔗
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაევალოს, ამ დადგენილებით დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო კონტროლი, მისი დებულების (წესდებების) დამტკიცება და ამ დადგენილებასთან შესაბამისობაში მოყვანა.
მუხლი 3🔗
ამ დადგენილების მიღება არ გამოიწვევს ამავე დადგენილებით დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მოქმედი დირექტორის/თანამშრომლების უფლებამოსილების ვადის ცვლილებას, გადანიშვნას/გათავისუფლებას.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი