ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 03.04.2015
ძალის დაკარგვა 16.04.2018
გამომცემი ორგანო ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №12
სარეგისტრაციო კოდი 200130000.35.105.016210
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/04/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგია | ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №12
2015 წლის 3 აპრილი
ქ.ზუგდიდი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის
შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის 1-ლი ნაწილის და XXIX თავისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს,
მუხლი 1🔗
შემოღებულ იქნეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2015 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ საგადასახადო ურთიერთობებზე.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელაშა გოგია
დანართი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები
მუხლი 1🔗
ქონებაზე გადასახადის განაკვეთი განისაზღვროს შემდეგნაირად:
1. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების ღირებულების 1%-ის ოდენობით. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყიში და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით), რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილი შემთხვევებში მხოლოდ უძრავ ქონებასთან მიმართებით უნდა გაიზარდოს:
ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე-3-ჯერ;
ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე-2ჯერ;
გ)2004 წელს მიღებულ აქტივებზე -1,5-ჯერ;
დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს, ამ ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ოდენობით.
2. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის, გარდა საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 31 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, სალიზინგო კომპანიისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე წლიური გადასახადისა, ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით) 1%-ის ოდენობით. ამ პუნქტის მიზნებისათვის ლიზინგით გაცემული დასაბეგრი ქონების საბალანსო ღირებულება არის ქონების გაცემის მომენტისათვის არსებული ღირებულება, ხოლო ყოველი მომდევნო წლისათვის ქონების ღირებულებად ითვლება აღნიშნული ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულება, რომელიც ამ ქონებას ექნებოდა ლიზინგით არგაცემის შემთხვევაში.
მუხლი 2🔗
1. ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.08%–ის ოდენობით;
ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.9%–ის ოდენობით.
მუხლი 3🔗
1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთები განისაზღვროს ერთ ჰექტარზე გაანგარიშებით, მისი ხარისხისა და სახეობების მიხედვით:
ა) სახნავისთვის (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) და საკარმიდამოსთვის – 77ლარი;
ბ) სათიბებისთვის (ბუნებრივი და გაკულტურებული) – 20 ლარი;
გ) საძოვრებისთვის (ბუნებრივი და გაკულტურებული) – 16 ლარი.
მუხლი 4🔗
სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში გამოყენებული ტყის მიწებისათვის ამ დადგენილების მე-3 მუხლის „ა“,„ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისი ოდენობით.
მუხლი 5🔗
ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწების ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია 3 ლარი.
მუხლი 6🔗
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთი კონკრეტული მიწის ნაკვეთისათვის, მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით ერთ კვადრატულ მეტრზე წლიური გადასახადის განაკვეთები განისაზღვროს 0,24 ლარის ოდენობით.
მუხლი 7🔗
1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ჰ1“ და ,,ჰ2“ ქვეპუნქტებიდან გამომდინარე, შესაბამისი დასაბეგრი ობიექტების მიხედვით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადისგან სრულად განთავისუფლდეს:
ა) საცხოვრებელ სახლზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები;
ბ) ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები;
გ) მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური და იურიდიული პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების გარდა, ქონების გადასახადის გათავისუფლებისას გამოიყენება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლი.
მუხლი 8🔗
ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით და ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებული ქონების სახეები დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე და 206-ე მუხლებით.