⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (22.08.2018)
გაუქმებულია:

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელიქონების ჩამონაწერის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 03.04.2015
ძალის დაკარგვა 22.08.2018
გამომცემი ორგანო ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №9
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.105.016207
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/04/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,611 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.04.2015 მიღება
22.08.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (4)
1 2
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
N ძირითადის აქტივების დასახელება
დოკუმენტაციის დასახელება დანახარჯების ჩამონათვალი
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელიქონების ჩამონაწერის წესის დამტკიცების შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №9 2015 წლის 3 აპრილი ქ.ზუგდიდი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტია ,,ბ“ ქვეპუნქტის, 24-ემუხლის 1-ლი პუნქტის ,,ე.ა“ ქვეპუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის ,,საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანებისა და ,,ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა, ფულადი საშუალებებისა და ანგარიშსწორებათა ინვენტარიზაციის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს კოლეგიის 1995 წლის 1 აგვისტოს №12-03 დადგენილებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი თანახმად დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ჩამოსაწერ ძირითად საშუალებათა პასიური ნაწილის (შენობა-ნაგებობისა და გადასაცემ მოწყობილობათა) ღირებულების დადგენის აქტის ფორმა დანართი №2-ის შესაბამისად. მუხლი 3🔗 დამტკიცდეს ჩამოსაწერ ძირითად საშუალებათა აქტიური ნაწილის (მანქანა-დანადგარებისა და სხვ.) ღირებულების დადგენის აქტის ფორმა დანართი №3-ის შესაბამისად. მუხლი 4🔗 დამტკიცდეს  ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის აქტის ფორმა დანართი №4-ის შესაბამისად. მუხლი 5🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელაშა გოგია დანართი №1 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი  ქონების ჩამოწერის  წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი ეს წესი განსაზღვრავს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების (შემდგომში - ,,მუნიციპალიტეტი“) და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესს. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება 1. ქონება - საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი ნივთი. 2. ჩამოსაწერი ქონება - ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონება. 3.შესაბამისი დაწესებულება (შემდგომში - ,,დაწესებულება“) - მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ან მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირი. 4.საინვენტარიზაციო კომისია (შემდგომში - ,,კომისია“) - ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით დაწესებულებაში შექმნილი კომისია. მუხლი 3🔗. ინვენტარიზაციის ჩატარება 1. დაწესებულებაში ინვენტარიზაცია ტარდება „საბიუჯეტო ორგანიზაციაში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისი №605 ბრძანების, ,,ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა, ფულადი საშუალებებისა და ანგარიშსწორებათა ინვენტარიზაციის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს კოლეგიის 1995 წლის 1 აგვისტოს №12-03 დადგენილებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად და ამ წესის გათვალისწინებით. 2. დაწესებულების ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალების ჩამოწერა ხდება ყოველი წლის ბოლოს ჩატარებული აქტივებისა და ვალდებულებათა ინვენტარიზაციის საფუძველზე, ხოლო ჩამოწერის შედეგები აისახება დაწესებულების წლიურ ბალანსზე. გამონაკლის შემთხვევებში, თუ ამას დაწესებულების ინტერესები მოითხოვს, ქონების ჩამოწერა შეიძლება განხორციელდეს წლის სხვა პერიოდშიც. მუხლი 4🔗. საინვენტარიზაციო კომისია  1.  კომისია იქნება ამ წესის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტში განსაზღვრული მიზნებისთვის და მისი შემადგენლობა განისაზღვრება დაწესებულების ხელმძღვანელის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. 2. კომისია იქმნება შემდეგი შემადგენლობით: ა) კომისიის  თავმჯდომარე, - რომელიც ხელმძღვანელობს კომისიას; ბ) კომისიის თავმჯდომარის მოადგილე - კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ხელმძღვანელობს კომისიას; გ) კომისიის მდივანი - რომელიც ადგენს კომისიის სხდომის ოქმს და პასუხისმგებელია მის სისწორეზე; დ) კომისიის წევრები. 3.საჭიროების შემთხვევაში, დაწესებულების ხელმძღვანელმა კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად უფლებამოსილია მოიწვიოს დარგის სხვა სპეციალისტებიც, რომლებიც არ იღებენ მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. 4.კომისია განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს სხდომებზე, რომელსაც ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას - თავმჯდომარის მოადგილე. კომისიის სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელშიც აღინიშნება კონკრეტული საკითხის განხილვისას კომისიის წევრების მიერ გამოთქმული განსაკუთრებული მოსაზრებები და მიღებული გადაწყვეტილებები. კომისიის სხდომის ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე, კომისიის მდივანი და კომისიის დამსწრე ყველა წევრი. 5.კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი, თუ მის სხდომას ესწრება სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი მაინც. კომისიის მიერ საკითხი გადაწყვეტილად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის დამსწრე ერვრთა ნახევარზე მეტი მაინც. ხმათა თანაბარად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა. 6.კომისია სწავლობს ჩამოსაწერი ქონების ფაქტობრივ ფიზიკურ მდგომარეობას, სათანადო საფუძვლის არსებობას, ასაბუთებს მისი ბალანსიდან ჩამოწერის აუცილებლობას და ამზადებს ქონების ჩამოწერისათვის საჭირო დოკუმენტაციას. მუხლი 5🔗. ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი  1.კომისია სწავლობს ამორტიზებული ან ექსპლუატაციისათვის გამოუყენებელ (ვადაზე ადრე ჩამოწერა) ძირითადი საშუალების ფაქტობრივ ფიზიკურ მდგომარეობას, ასაბუთებს ძირითადი საშუალების დაწესებულების ბალანსიდან ჩამოწერის აუცილებლობას და ადგენს ლიკვიდაციის (ჩამოწერის) აქტს ყველა ძირითად საშუალებაზე ცალ-ცალკე. კომისია ასევე ამზადებს ჩამოსაწერი ძირითადი საშუალებების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, ძირითადი აქტივის ლიკვიდაციის აქტს (დანართი№4) და წარუდგენს მუნიციპალიტეტის გამგებელს. 2.ქონების ჩამოწერის აქტი უნდა შეესაბამებოდეს „საბიუჯეტო ორგანიზაციის პირველადი საბუღალტრო დოკუმენტებისა და სააღიცხვო რეგისტრების ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა სამინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №449 ბრძანების მოთხოვნებს. 3.მუნიციპალიტეტის გამგებლის წადგინებით საკრებულო უზრუნველყოფს ჩამოსაწერი ძირითადი საშუალებების ნარჩენი ღირებულებისა და მათი ლიკვიდაციის შედეგად მიღებული სასაქონლო - მატერიალური მარაგების ღირებულებების დადგენის აქტების შემოწმებასა და დადასტურებას შესაბამისი აუდიტორის მიერ, რის შედეგადაც გამგებელი ამტკიცებს კომისიის მიერ ძირითადი საშუალებების ჩამოწერასთან დაკავშირებულ ყველა აქტს. 4.აუდიტის დასკვნაში ასევე ასახული უნდა იყოს ჩამოსაწერი ქონების ფიზიკური, ფაქტობრივი მდგომარეობა და შესაბამისი ფოტომასალა. 5.დაუმთავრებელი მშენებლობის ან ექსლუატაციისათვის გამოუსადეგარი შენობა-ნაგებობის ჩამოწერისას საჭიროა საექსპერტო დასკვნა. 6.ჩამოწერის შედეგად მიღებული მასალები (ჯართი, სამშენებლო მასალა, ვარგისი ნაწილების და სხვ.), რომელიც ექვემდებარება შემოსავალში აღებას და შემდგომ გამოყენებას, უნდა აისახოს ორგანიზაციის ბალანსზე მარაგების სახით. მუხლი 6🔗. ჩამოწერილი და გამოუსადეგარი ძირითადი საშუალებების განადგურება და განკარგვა 1 ქონების ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონება, რომლიც არ ექვემდებარება რემონტს, განკარგვას ან სხვა ორგანიზაციებისთვის გადაცემას და გამოუსადეგარია, ექვემდებარება განადგურებას. 2. ქონების განადგურებას ახორციელებს კომისია. 3. ქონების განადგურებას ტექნიკურად და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს დაწესებულება, რომელსაც ეკუთვნის გასანადგურებელი ქონება. 4. ქონება უნდა განადგურდეს სპეციალურად ამ მიზნისთვის გამოყოფილ ადგილებში და ნაგვის დასაწვავ ადგილებში. 5. ქონების განადგურების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ განადგურების პროცესის დამსწრე პირები. 6. ქონების განადგურებისათვის აუცილებელი ხარჯი ფინანსდება შესაბამისი დაწესებულების მიერ. 7. განადგურების მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია კომისია. მუხლი 7🔗. ჩამოწერილი ქონების რეალიზება  ქონების განკარგვა, რომელიც ჩამოსაწერი ქონების აქტის თანახმად ექვემდებარება ბალანსში მარაგის სახით ასახვას, ხორციელდება ,,მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების შესაბამისად. მუხლი 8🔗. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ჩამოწერის წესი 1.მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ჩამოწერის საკითხს წყვეტს შესაბამისი იურიდიული პირის ხელმძღვანელი, მუნიციპალიტეტის გამგებელთან შეთანხმებით. იურიდიული პირის ხელმძღვანელი მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს წერილს, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს აუდიტის დასკვნა და კომისიის მიერ შემუშავებული დოკუმენტები. 2.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო მუნიციპალიტეტის გამგებლის წარდგინებით, თანხმობას გასცემს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების ჩამოწერის შესახებ. 3.აუდიტის დასკვნაში ასევე ასახული უნდა იყოს ჩამოწერილი ქონების ფიზიკური, ფაქტობრივი მდგომარეობა და შესაბამისი ფოტომასალა. 4. საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელს უფლება აქვს მოიწვიოს სპეციალისტი. 5. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) იმ ქომების (ნივთის) ჩამოწერის საკითხს, რომლის საწყისი საბალანსო ღირებულება არ აღემატება 1000 (ერთი ათასი)ლარს, ერთპიროვნულად წყვეტს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი და პასუხს აგებს ქონების ჩამოწერასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის სისწორეზე. 6.ჩამოწერილი ქონების რეალიზაცია ხდება ,,მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების შესაბამისად. დანართი №2 ჩამოწერის ძირითად საშუალებათა პასიური ნაწილის (შენობა-ნაგებობებისა და გადასაცემ მოწყობილობათა) ღირებულების დადგენის აქტის ფორმა დაწესებულების დასახელება 20----წლის „------“-----------------------მდგომარეობით N ძირითადი საშუალების დასახელება ექსპლუა ტაციაში შესვლის წელი ექსპლუა ტაციაში შესვლის ვადა ღირებულება გადაფა სებამდე (ლარი) ბუღალტ რული ცვეთა გადაფა სებამდე              ფიზი კური ცვეთა გადაფა სებამდე ნარჩენი საბა ლანსო ღირე ბულება გადაფა სებამდე (ლარი, გრ5-გრ9) გადა ფასების კოეფი ციენტი საქარ თველოს პრეზი დენტის 09.06.1997 წ. N295 ბრზანე ბულების საფუძ ველზე ღირე ბულება გადაფა სების შემდეგ (ლარი) ცვეთა გადაფა სების შემდეგ (ლარი) საამორ ტიზაციო  ანარიცხის ნორმა ძირი თადი ფონდის სრულ აღდგე ნაზე ნარჩენი საბალანსო ღირებულება % ლარი % ლარი ბუღალტ რული ცვეთის % საბო ლოო ფაქტობ რივი მდგომა რეობით % საბო ლოო ბუღალტ რული მდგომა რეობით % ლარი ლარი აშშ  დო ლარი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 კომისიის წევრები: 1.       --------- 2.       --------- 3.       --------- ვამტკიცებ დაწესებულების ხელმძღვანელი:                                                              ვადასტურებ აუდიტორი  დანართი №3 ჩამოსაწერ ძირითად საშუალებათა აქტიური ნაწილის (მანქანა-დანადგარებისა და სხვა) ღირებულებების დადგენის აქტის ფორმა --------------------------------------------------------------------------------------- დაწესებულების დასახელება 20 ---წლის „---“ --------- მდგომარეობით N ძირითადი საშუალებების დასახელება ექსპლუა ტაციაში ყოფნის წელი ექსპუა ტაციაში ყოფნის ვადა ღირებუ ლება გადაფა სებამდე (ლარი) ბუღალტ რული ცვეთა გადაფა სებამდე     ფიზი კური ცვეთა გადაფა სებამდე ნარჩენი საბა ლანსო ღირე ბულება   გადაფა სებამდე (ლარი გრ5-გრ9) გადაფა სების კოეფი ციენტი საქართვე ლოს  პრეზი დენტის 09.06.1997 წ. N295 ბრზანე ბულების საფუზ ველზე ღირებუ ლება გადაფა სების შემდეგ (ლარი) ცვეთა გადაფა სების შემდეგ (ლარი) საამორ ტიზაციო ანარიც ხის ნორმა ზირი თდი ფონდის სრულ აღდგე ნაზე ფიზიკური პირი ნარ ჩენი საბა ლანსო ღირებუ ლება % ლარი % ლარი ბუღალტ რული ცვეთის % საბო ლოო ფაქტობ რივი მდგომა რეობით % საბო ლოო ბუღლტ რული მდგომა რეობა % ლა რი ლა რი აშშ დო ლარი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 კომისიის წევრები 1.      --------- 2.      -------- 3.      ---------  ვამტკიცებ დაწესებულების ხელმზღვანელი:                                                           ვადასტურებ აუდიტორი: დანართი №4 ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის ფორმა დაწესებულების დასახელება ------------------------------- 20--- წლის „---“ ---------------------------- მდგომარეობით N ძირითადის აქტივების დასახელება ექსპლუატაციაში შესვლის (გამოშვების წელი) საწყისი საბალანსო ღირებულება გადაფასებამდე ცვეთა გადაფასებამდე გადაფასების კოეფიციენტი საწყისი საბალანსო ღირებულება გადაფასების შემდეგ ცვეთა გადაფასების შემდეგ ნარჩენი საბალანსო ღირებულება შენიშვნა %  ლარი ლარი ლარი ლარი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 კომისიის შემადგენლობა ------------------------------------ შექმნილი 20--წლის „---“  --------N---------ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ---------------საფუზველზე, რომელმაც დაათვალიერა ----------------------------------------------------------------------------------------------------------------- (ძირითადი საშუალებების დასახელება) აღმოჩნდა, რომ ძირითადი საშუალება ლიკვიდირებული უნდა იქნეს შემდეგ საფუზველზე. 1.      ექსპლუატაციაში შესვლის (გამოშვების) წელი------------------------------- 2.      საწყისი საბალანსო ღირებულება --------------------------- 3.      ძირითადი აქტივის ტექნიკური მდგომარეობა და ლიკვიდაციის მიზეზი: ა. ---------------------------------------------------------- ბ.----------------------------------------------------------- გ.---------------------------------------------------------- კომისიის დასკვნა: ----------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ კომისიის წევრები: 1. -------------------------------------------------------------------------------------------------- 2.      ------------------------------------------------------------------------ 3.      ------------------------------------------------------------------------ 4.      ------------------------------------------------------------------------- კომისიის თავმჯდომარე:---------------------------------------------------------------------------- ძირითადი აქტივის ლიკვიდაციი შედეგის გამოთვლა დანახარჯების ლიკვიდაცია ლიკვიდაციის შედეგად მიღებული დოკუმენტაციის დასახელება დანახარჯების ჩამონათვალი თანხა (ლარი) დოკუმენტაციის დასახელება ფასეულობათა სახეები რაოდენობა თანხა ლარი 1 2 3 4 5 6 7 8 ლიკვიდაციის შედეგების საერთო თანხა ---------------------------- (----------------)  ლარი ლიკვიდაციის შედეგი ------------------------------------------------------------------------------------- ბუღალტრული------------------------„---------“-----------------20----წელი კომისიის თავმჯდომარე-----------------------------------------------