„ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულთა აღიარებისა და მათი სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებბისა და დამატების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულთა აღიარებისა და მათი სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულთა აღიარებისა და მათი სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14(21), 1999 წელი, მუხ. 57) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. მე-4, მე-5 და მე-6 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრების სოციალური დაცვა
ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს:
ა) ენიშნებათ სახელმწიფო პენსია „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით;
ბ) უწესდებათ სხვა სოციალური დახმარებები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
გ) უფლება აქვთ ისარგებლონ სოციალური შეღავათებით, რაც გულისხმობს საყოფაცხოვრებო-კომუნალური მომსახურების (წყალი, საყოფაცხოვრებო და სხვა ნარჩენების გატანა, გაზი, ელექტროენერგია, ტელეფონი, გარდა საერთაშორისო და საქალაქთაშორისო საუბრებისა) ღირებულების გადახდისაგან გათავისუფლებას, რომელთა დაფინანსებას უზრუნველყოფს სახელმწიფო.
მუხლი 5. ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვა
ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს:
ა) ენიშნებათ სახელმწიფო პენსია „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით;
ბ) უწესდებათ სხვა სოციალური დახმარებები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
გ) უფლება აქვთ ისარგებლონ სოციალური შეღავათებით, რაც გულისხმობს საყოფაცხოვრებო-კომუნალური მომსახურების (წყალი, საყოფაცხოვრებო და სხვა ნარჩენების გატანა, გაზი, ელექტროენერგია, ტელეფონი, გარდა საერთაშორისო და საქალაქთაშორისო საუბრებისა) ღირებულების გადახდისაგან გათავისუფლებას, რომელთა დაფინანსებას უზრუნველყოფს სახელმწიფო.
მუხლი 6. ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს მიღებული ჭრილობის, კონტუზიის, დასახიჩრების ან/და ქიმიური ნივთიერებებით მოწამვლის შედეგად დაზარალებულ პირთა სოციალური დაცვა
ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს მიღებული ჭრილობის, კონტუზიის, დასახიჩრების ან/და ქიმიური ნივთიერებებით მოწამვლის შედეგად დაზარალებულ პირებს:
ა) ენიშნებათ სახელმწიფო პენსია „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით;
ბ) უწესდებათ სხვა სოციალური დახმარებები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
გ) უფლება აქვთ ისარგებლონ სოციალური შეღავათებით, რაც გულისხმობს საყოფაცხოვრებო-კომუნალური მომსახურების (წყალი, საყოფაცხოვრებო და სხვა ნარჩენების გატანა, გაზი, ელექტროენერგია, ტელეფონი, გარდა საერთაშორისო და საქალაქთაშორისო საუბრებისა) ღირებულების 50 პროცენტის გადახდისაგან გათავისუფლებას, რომელთა დაფინანსებას უზრუნველყოფს სახელმწიფო.“.
2. მე-8 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. ამ კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი და მე-6 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ძალადაკარგულად ჩაითვალოს „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებიდან.“;
ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2.ეს კანონი ამოქმედდეს 2006 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 23 დეკემბერი.
№2454–რს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულთა აღიარებისა და მათი სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებბისა და დამატების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულთა აღიარებისა და მათი სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებბისა და დამატების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 23.12.2005.
- როდის იქნა მიღებული „ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულთა აღიარებისა და მათი სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებბისა და დამატების შეტანის თაობაზე?
- „ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულთა აღიარებისა და მათი სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებბისა და დამატების შეტანის თაობაზე მიღებულია 23.12.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №2454. სარეგისტრაციო კოდი — 280.120.000.05.001.002.072.
- სად არის „ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულთა აღიარებისა და მათი სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებბისა და დამატების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.12.2005 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულთა აღიარებისა და მათი სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებბისა და დამატების შეტანის თაობაზე, №2454, 23.12.2005, სარეგისტრაციო კოდი 280.120.000.05.001.002.072 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.12.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/28036/