კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული ემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/58
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/04/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის

ბრძანება №2/58

2015 წლის 1 აპრილი

ქ. თბილისი

კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე

საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 51-ე, 52-ე, 53-ე მუხლების, ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული 2014 წლის 8 აპრილის N1 ადმინისტრაციული ხელშეკრულების 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. მიენიჭოს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი ამ ბრძანების დანართში მითითებულ ობიექტებს;

2. დაევალოს სააგენტოს იურიდიულ სამსახურს ამ ბრძანების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში ბრძანების დანართში მითითებული ობიექტების მონაცემების კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვის მიზნით შესაბამისი ღონისძიების განხორციელება;

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში (მისამართი: ქ. თბილისი, სანაპირის ქუჩა N4).

გენერალური დირექტორი                                                ნიკოლოზ ანთიძე

 

 

დანართი

 

N

ფოტო

სახელწოდება

 

ადგილმდებარეობა

სახეობა

თარიღი

 

 

 

 

ფაიტონის ხატი

 

 

მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. ზაქაროდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 2 კმ-ზე.

 

არქიტექტურის

 

შუა საუკუნეები

 

 

 

შინდიანის ხატი

 

მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. ზაქაროდან აღმოსავლეთით 1,5 კილომეტრზე.

 

არქიტექტურის

 

VIII-IX სს.

 

 

 

 

ცაცხვიანის ხატი

 

მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. ზაქაროდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 2კმ.

 

არქიტექტურის

 

გვიან შუა საუკუნეები

 

 

ქ. სიღნაღში, ივ. ლოლაშვილის ქ.№ 7/ კოსტავას ქ. №1-ში

 

სიღნაღის მუნიციპალიტეტი,

ქ. სიღნაღი

 

არქიტექტურის

 

 

XIX სუკუნის II ნახევარი – XX საუკუნე