დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილების და პროგრამულ კლასიფიკაციაში ცვლილებების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 06.04.2015
ძალის დაკარგვა 19.04.2018
გამომცემი ორგანო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
ნომერი №20
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.169.016223
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/04/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად ჯავახიშვილი | დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილების და პროგრამულ კლასიფიკაციაში ცვლილებების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №20
2015 წლის 6 აპრილი
ქ. დედოფლისწყარო
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილების და პროგრამულ კლასიფიკაციაში ცვლილებების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის და „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის თანდართული ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილების და პროგრამულ კლასიფიკაციაში ცვლილებების განხორციელების წესი; (დანართი თან ერთვის)
მუხლი 2🔗
კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას;
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე;
მუხლი 4🔗
დადგენილების გასაჩივრება შეიძლება სიღნაღის რაიონულ სასამართლოში (ქ. სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ. № 15) უშუალო ზიანის მიყენებიდან სამი თვის ვადაში.დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზვიად ჯავახიშვილი
დანართი
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილების და პროგრამულ კლასიფიკაციაში ცვლილებების განხორციელების წესი
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
1. საფინანსო ორგანო - დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახური, რომელიც პასუხისმგებელია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადებაზე და ბიუჯეტის შესრულებაზე;
2. გადანაწილება - ერთი პრიორიტეტის ფარგლებში პროგრამებს, ქვეპროგრამებსა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება;
3. თანხების ასახვა - საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვა.
მუხლი 2🔗
ეს წესი განსაზღვრავს:
1. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილებისა და პროგრამულ კლასიფიკაციაში ცვლილებების განხორციელების მექანიზმს;
2. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვის წესს.
თავი II
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება და პროგრამულ კლასიფიკაციაში ცვლილებების განხორციელება
მუხლი 3🔗
1. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ერთი პრიორიტეტის ფარგლებში შესაძლებელია განხორციელდეს პროგრამებს, ქვეპროგრამებსა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება;
2. შესაბამისი სამართლებრივი აქტისა და საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი უფლებამოსილია განახორციელოს ცვლილებები (პროგრამის/ქვეპროგრამის დამატება, პროგრამის/ქვეპროგრამის დასახელების შეცვლა) პროგრამულ კლასიფიკაციაში;
3. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში პროგრამებს შორის თანხების გადანაწილება არ უნდა აღემატებოდეს ამ პრიორიტეტისათვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული გადასახდელების 5%-ს, გარდა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან და წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან გამოყოფილი ასიგნებებისა.
მუხლი 4🔗
1. გადანაწილების უფლება აქვს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე;
2. გადანაწილებაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტს - დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო ორგანო (შესაბამისი საბიუჯეტო ორგანიზაციის წინადადების საფუძველზე).
მუხლი 5🔗
გადანაწილება ასახული უნდა იქნას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ერთი თვის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს საბიუჯეტო წლის დასრულებისა.
თავი III
აქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვა
მუხლი 6🔗
1. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი უფლებამოსილია შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვის მიზნით, განახორციელოს ცვლილებები (მათ შორის, პროგრამული კოდის ან პროგრამის დამატება) ბიუჯეტით დამტკიცებულ შემოსულობებსა და გადასახდელებში;
2. თანხების ასახვაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტს (დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანება) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო ორგანო.
მუხლი 7🔗
განსახორციელებელი ცვლილებების (თანხების ასახვა) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ასახვის მიზნით (ბიუჯეტში ცვლილების სახით) 1 თვის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს საბიუჯეტო წლის დასრულებისა, უნდა წარედგინოს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად.
თავი IV
მხარჯავი დაწესებულებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის გადანაწილებაზე დაწესებული შეზღუდვები
მუხლი 8🔗
საგანგებო ბიუჯეტის მოქმედებისას ამ წესის მე-2 თავის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი პროცენტული შეზღუდვების მოქმედება შეჩერებულია.
თავი V
სხვა მარეგულირებელი ნორმები
მუხლი 9🔗
1. გადანაწილების ან/და თანხების ასახვა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა უნდა აცნობოს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.
2. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან და წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან გამოყოფილი ასიგნებებით წლიური ბიუჯეტის დაზუსტება უნდა განხორციელდეს მორიგი საბიუჯეტო ცვლილებისას, მაგრამ არაუგვიანეს საბიუჯეტო წლის დასრულებამდე.