ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ
მიღების თარიღი 03.04.2015
ძალის დაკარგვა 20.04.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი
ნომერი №30
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.174.016072
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/04/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაპუნა კობერიძე | ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ცალკეული დადგენილებების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 13.04.2018
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №30
2015 წლის 3 აპრილი
ქ. გორი
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის და 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის საფუძველზე, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
1. განესაზღვროს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილებათა განხორციელებისთვის საჭირო ხარჯების ანაზღაურება (ზღვრული ოდენობა) თვეში 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
2. ამავე მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ანაზღაურება საკრებულოს წევრს მიეცემა საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯებისთვის:
ა) საკრებულოს სხდომებში მონაწილეობისთვის, რაც დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი სხდომების საოქმო ჩანაწერებით.
ბ) საკრებულოს კომისიების სხდომებში მონაწილეობისთვის რაც დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი სხდომების საოქმო ჩანაწერებით.
გ) ყოველი თვის(20 რიცხვიდან მომდევნო თვის 20 რიცხვამდე) განმავლობაში ამომრჩევლებთან არანაკლებ სამი შეხვედრისათვის, რაც დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი შეხვედრების საოქმო ჩანაწერებით.
3. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს(გარდა თანამდებობის პირებისა), მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებისთვის ამ მუხლის 1-ლი პუნქტით დადგენილი რაოდენობის თანხა მიეცემა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სამივე ქვეპუნქტის შესრულების შემთხვევაში. თუ საკრებულოს წევრი შეასრულებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ქვეპუნქტებიდან მხოლოდ ორს, მას მიეცემა ამ მუხლის 1-ლი პუნქტით დადგენილი რაოდენობის თანხა 20 პროცენტის გამოკლებით, თუ შეასრულებს მხოლოდ ერთს, საკრებულოს წევრს, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ასანაზღაურებლად გათვალისწინებული თანხა არ მიეცემა.
4. საკრებულოს თითოეული წევრისთვის ამ მუხლში მითითებული ასანაზღაურებელი ხარჯის გაცემა ხდება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ ერთიანი სახით მიწოდებული ინფორმაციის (მოხსენებითი ბარათის) საფუძველზე.
5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ - ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საკრებულოს წევრის საქმიანობის აღრიცხვის წარმოებას ახორციელებს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი.
6. საკრებულოს თითოეული წევრისთვის ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“- ,,გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საკრებულოს წევრის საქმიანობის აღრიცხვისათვის საკრებულოს წევრები, როგორც წესი, ყოველი თვის 20 რიცხვში (თუ შესაბამისი თვის 20 რიცხვი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან/და დასვენების დღეს – მომდევნო სამუშაო დღეს) საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენენ მოხსენებით ბარათს, რომელშიც მითითებული უნდა იყოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების შესახებ ინფორმაცია წინა თვეში ამ პუნქტით გათვალისწინებული განცხადების წარდგენის დღიდან მიმდინარე თვეში შესაბამისი განცხადების წარდგენის დღემდე და თანდართული უნდა ჰქონდეს ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტები.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ საკრებულოს წევრის მოხსენებით ბარათში აისახება:
ა) ამომრჩევლებთან შეხვედრის ჩატარების დრო, ადგილი, შეხვედრის თემატიკა და ამომრჩევლებთან შეხვედრის დამადასტურებელი დოკუმენტი (არანაკლებ სამი ამომრჩევლის ხელმოწერით დადასტურებული აქტი).
ბ) საკრებულოს სხდომების ჩატარების დრო, ადგილი და თემატიკა.
გ) კომისიის სხდომების ჩატარების დრო, ადგილი და თემატიკა.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაპუნა კობერიძე