ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებში ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების წესების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 03.04.2015
ძალის დაკარგვა 21.05.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი
ნომერი №34
სარეგისტრაციო კოდი 310150000.35.174.016076
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/04/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 306 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.04.2015 მიღება
21.05.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაპუნა კობერიძე ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებში ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების წესების დამტკიცების შესახებ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №34 2015 წლის 3 აპრილი ქ. გორი ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებში ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის’’ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, და 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის  ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების წესები დანართის 1-ის შესაბამისად. (დანართი 1 თან ერთვის 1(ერთი) ფურცლად) მუხლი 2🔗 დაევალოს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიას განახორციელოს კანონით გათავლისწინებული ღონისძიებები. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაპუნა კობერიძე დანართი №1 ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებში ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების წესები 1. სტალინის გამზირიდან თამარ მეფის ქუჩაზე (გურამიშვილის ქუჩის მიმართულებით) აიკრძალოს სატვირვო ავტომობილების მოძრაობა; 2. ჭავჭავაძის გამზირის მონაკვეთზე სამეფოს ქუჩიდან გურამიშვილის ქუჩამდე  მოეწყოს ცალმხრივი მოძრაობა (ცალმხრივი მოძრაობა სამეფოს ქუჩიდან გურამიშვილის ქუჩის მიმართულებით); 3. გურამიშვილის ქუჩის მონაკვეთზე ჭავჭავაძის გამზირიდან თამარ მეფის ქუჩამდე   მოეწყოს ცალმხრივი მოძრაობა (ცალმხრივი მოძრაობა ჭავჭავაძის გამზირიდან თამარ მეფის ქუჩის მიმართულებით); 4. სამეფოს ქუჩის მონაკვეთზე თამარ მეფის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირამდე მოეწყოს ცალმხრივი მოძრაობა (ცალმხრივი მოძრაობა თამარ მეფის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით); 5. რუსთაველის ქუჩის მონაკვეთზე ჭავჭავაძის გამზირიდან წერეთლის ქუჩამდე, წერეთლის ქუჩაზე და ლომოურის ქუჩის მონაკვეთზე წერეთლის ქუჩიდან  გარსევანიშვილის ქუჩამდე მოეწყოს ცალმხრივი მოძრაობა (ცალმხრივი მოძრაობა ჭავჭავაძის გამზირიდან გარსევანიშვილის მიმართულებით); 6. რობაქიძის ქუჩის მონაკვეთზე დ. ამილახვრის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირამდე მოეწყოს ცალმხრივი მოძრაობა (დ.ამილახვრის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით); 7. ცხინვალის გზატკეცილზე  მონაკვეთი პაპიტაშვილის ქუჩიდან  კარალეთის დევნილთა  ჩასახლებამდე, ძველსა და ახლად ჩამოყალიბებულ გზებზე მოეწყოს ცალმხრივი მოძრაობა. 8. მშვიდობის გამზირსა და ჭონქაძის ქუჩის გადაკვეთაზე არსებულ შუქნიშანზე განხორციელდეს შემდეგი სახის რეგულირება:     ა) მშვიდობის გამზირიდან მომავალ ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის მარცხენა ზოლზე მოძრაობა განხორციელდეს მხოლოდ პირდაპირ;     ბ)   ლიახვის ხიდიდან მიმავალი ავტოსატრანსპორტო საშუალება  პირდაპირ და მარჯვნივ მოძრაობისას გაეზარდოს   მოძრაობის დრო;    გ)  შინდისის გზატკეცილის მხრიდან მომავალი ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის მარჯვენა ზოლში მოძრაობა განხორციელდეს ყველა მიმართულებით;