„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საჯარო და ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 03 თებერვლის N06 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№13
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.117.016256
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/04/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №13

2015 წლის 7 აპრილი

ქ. ამბროლაური

 

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საჯარო და ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 3 თებერვლის №06 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 მარტის №115 დადგენილების შესაბამისად,  ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საჯარო და ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზების,  სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 3 თებერვლის №06 დადგენილებით  (www.matsne.gov.ge;  06/02/2015 წ., სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.117.016249) დამტკიცებულ დანართ №1-ში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
ა)  მე-6 მუხლის მე-2   პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია, მუნიციპალიტეტის ქონების შეძენით დაინტერესებულ პირს, მუნიცი­პალიტეტის ქონების ელექტრონულ აუქციონზე გატანის მიზნით, მოსთ­ხოვოს მუნიციპალიტეტის ამ ქონების საწყისი საპრივატიზებო საფა­სურის 10%-ის ოდენობის საგარანტიო თანხა (ელექ­ტრონულ აუქციონში მონაწილედ დარეგისტრირების უზრუნ­ველსაყოფად), რომ­ლის წარდგენაც შეიძლება განხორციელდეს საბანკო გარანტიის ან უნაღ­დო ანგარიშსწორების ფორმით. ამ პუნქტით გათვალისწინებული საბა­ნ­კო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 10 დღით უნდა აღემა­ტე­ბოდეს ელექტრონული აუქციონის დასრულების ვადას.“;

ბ) მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თუ მუნიციპალიტეტის ქონების შეძენით დაინტერესებულმა პირმა არ მიიღო ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობა, მაგრამ ამის მიუხედავად ელექტრონული აუქციონი შედგა, ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე წარდგენილი საგარანტიო თანხა უბრუნდება მის წარმდგენს, ელექტრონულ აუქციონის დასრულების შემდეგ, მისი მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.“;

გ) მე–6 მუხლის მე-6 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ელექტრონული აუქციონის დაწყების და დასრულების დროს, რომელიც არ უნდა იყოს 5 კალენდარულ დღეზე ნაკლები და 30 კალენ­დარულ დღეზე მეტი;“;

დ)  მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. ელექტრონული აუქციონი ტარდება მისი გამოცხადების დღიდან აუქციონატორის მიერ განსაზღვრულ ვადაში, ამ წესის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, რომლის განმავლობაშიც, დაინტერესებულ პირებს, რომლებიც ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, გაივლიან რეგისტრაციას ელექტრონულად, საშუალება ეძლე­­ვათ, გააკეთონ სასურველი ფასის შეთავაზება, საწყის საპრივა­ტიზებო საფასურზე დამატებით;

2. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად სავალ­დე­ბულოა:

ა) შესაბამის ვებგვერდზე დარეგისტრირება (რეგისტრირდებიან რო­გორც ფიზიკური, ასევე, იურიდიული პირები);

ბ) რეგისტრაციის დროს ელექტრონული აუქციონის წესების გაცნობა და მათზე თანხმობის გაცხადება;

გ) პირობებიანი აუქციონის შემთხვევაში, ელექტრონული აუქციონის პირობების გაცნობა;

დ) საბანკო დაწესებულების მეშვეობით, აგრეთვე, ინტერნეტბანკინგის, საბანკო პლასტიკური ბარათებისა და სხვა ელექტრონული საშუალებების მეშვეობით ბეს გადახდა ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა/გააქტიურება (ელექტრონულად);“;

ე)  მე–7 მუხლის მე-4 პუნქტის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „4. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველს შეიძლება უარი ეთქვას ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობაზე, თუ დარღვეულია ამ მუხლის მე-2 ან/და მე-3 პუნქტების მოთხოვნები.“;

ვ) მე-8 მუხლის პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველი, ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილებისა და საწყისი საპრივატიზებო საფასურზე ბიჯის დამატების შემთხვევაში, იძენს ელექ­ტრო­ნულ აუქციონში მონაწილის სტატუსს.“;

ზ) მე-8 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. თუ ელექტრონული აუქციონის დასრულებამდე (მითითებული უნდა იყოს ელექტრონული აუქციონის დასრულების ზუსტი დრო) ბოლო 2 წუთის განმავლობაში შეთავაზებული იქნება ახალი ფასი, მაშინ ფასის შეთავაზების დრო გაგრძელდება 2 წუთით, დასრულების მითითებული მომენტიდან. თუ ამ დროის განმავლობაში შეთავაზებული იქნება ახალი ფასი, დრო კიდევ გაგრძელდება 2 წუთით, სანამ არ დაფიქ­სირდება საბოლოო თანხა. მაგრამ, თუ დამატებული დროის განმავ­ლობაში ახალი ფასი არ იქნება შეთავაზებული, ელექტრონულ აუქციონ­ში გამარჯვებულად გამოცხადდება საბოლოო ფასის შემთავა­ზებელი პირი.

7. ელექტრონული აუქციონის გამოცხადებიდან (დაწყებიდან) მის დასრულებამდე  ნებისმიერ დროს, მონაწილეს შეუძ­ლია, გადაიხადოს ბე ან წარადგინოს/გაააქტიუროს (ელექ­ტრო­ნულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია. ბეს გადახდა ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა/გააქტიურება (ელექ­ტრო­ნულად) განხორციელებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ გადახდა წარდგენა/გააქტიურება (ელექ­ტრო­ნულად) შესაბამის სისტემაში აისახება ელექტრონული აუქციონის დასრულებამდე.“;

თ)  მე-8 მუხლის მე-9 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულს, ელექტრონული გზით, ეცნობება მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების სრულად გადახდის თარიღი და პირობები, რაც ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად.“;

ი) მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აუქციონატორის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქ­ტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების შემთ­ხვევაში, ელექტრონულ აუქციონში მონაწილეს, მისი წერილობითი მი­მართ­ვის საფუძველზე, ელექტრონული აუქ­ციონის დასრულებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, უბრუნდება ბე/უპი­რობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, თუ შეცვლილი წესითა და ელექ­ტრონული აუქციონის პირობებით (პირობებიანი ელექტრონული აუქ­ციონის შემთხვევაში) აღარ სურს ელექტრონულ აუქციონში მონა­წი­ლე­ობა.“;

კ) მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 10. ანგარიშსწორება

1. მომხმარებლის მიერ სასურველ ლოტზე ბეს/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის გადახდა, ასევე ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ლოტზე მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდა შესაძლებელია საბანკო დაწესებულებაში, ინტერნეტბანკინგის საშუალებით, საბანკო პლასტიკური ბარათითა და აუქციონატორის მიერ შეთავაზებული სხვა საშუალებებით. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა შესაძლებელია როგორც გააქტიურებით (ელექტრონულად), ასევე წარდგენის საშუალებით.

2. ელექტრონული აუქციონის შესაბამის ვებგვერდზე მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია ლოტის სრული ღირებულების გადახდის, ასევე ბეს/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის გადახდის ფორმები. აღნიშნული ფორმები შეიცავს ინფორმაციას გადამხდელის, ლოტის (ლოტის სრული ღირებულების მითითებით) და აუქციონატორის შესახებ, დასახელებისა და ანგარიშის/ანგარიშების ნომრ(ებ)ის მითითებით.

 3. მომხმარებლის მიერ სასურველ ლოტზე ბეს/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის გადახდა, ასევე ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ლოტზე მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდა ხორციელდება, ამ წესის გათვალისწინებით,  აუქციონატორის მიერ განსაზღვრული წესით,  საბანკო დაწესებულებაში, ინტერნეტბანკინგის საშუალებით, საბანკო პლასტიკური ბარათითა და აუქციონატორის მიერ შეთავაზებული სხვა საშუალებებით.

4. მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის მიერ გადახდილი მუნიციპალიტეტის ქონების სრული ღირებულება ირიცხება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.“;

ლ) მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული პირი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო პირობებიანი ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში - ელექტრონული აუქციონის პირობებით გათვალისწინებულ ვადაში, იხდის მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრულ ღირებულებას. მუნიციპალიტეტის ქონების შემძენმა ოქმსა და ხელშეკრულებაში მითითებულ ანგარიშზე უნდა შეიტანოს თანხა, რომელიც შეესატყვისება მის მიერ ელექტრონულ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო ფასს ან/და საგარანტიო თანხას/ბეს და სრული ღირებულების ოდენობას შორის არსებულ სხვაობას.“;

მ) 36-ე მუხლის მე-2 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლით სარგებლობის უფლე­ბით გადაცემისას, ქირის საწყის საფასურს, მუნიციპალიტეტის აღმასრუ­ლებელი ორგანოს წარდგინებით, განსაზღვრავს მუნიციპალი­ტეტის საკრე­ბულო, ამ წესის 34-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრული საწყისი საპრივატიზებო საფასურის  5%-ის ოდენობით.“;

ნ) 37-ე მუხლის მე-2 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. წილების/აქციების აუქციონის ფორმით მართვის უფლებით გადა­ცემისას, მართვის უფლებით გადაცემის საწყისი საფასური, ყოველ კონკრე­ტულ შემთხვევაში, განისაზღვრება მუნიციპალიტეტის აღმასრუ­ლებელი ორგანოს წარდგინებით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული საწყისი საპრივატიზებო საფასურის  5%-ის ოდენობით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეერასტი მეტრეველი