„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-95 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№7-31
სარეგისტრაციო კოდი
010260030.35.101.016144
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/04/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №7-31

2015 წლის 6 აპრილი

ქ. თბილისი

 

  საქართველოს ორგანული  კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1461 მუხლის,  2093 მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილების, 2341 მუხლის, 239-ე მუხლის მე-14 და  27-ე ნაწილების, 240-ე მუხლის, 243-ე მუხლის მე-21 ნაწილის, 252-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 268-ე მუხლის მე-7 ნაწილის, 270-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 272-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 273-ე მუხლისა,  საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-95 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 05/01/2015, სარეგისტრაციო კოდი: 010260030.35.101.016088) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები;

 

1. შევიდეს ცვლილება დადგენილების პირველ პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

,,1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 555 მუხლით, 1461 მუხლით, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1511 მუხლით, 1523 მუხლით, 1536-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილნი არიან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის (შემდგომში – სამსახური) დებულებით განსაზღვრული შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის საჯარო მოხელეები (შემდგომში – საჯარო მოხელე).“

 

2. შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით:

 

,,ა) „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 555 მუხლით, 1461 მუხლით,  148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1511 მუხლით, 1523 მუხლით, 1536 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი’’ (დანართის №1)“.

მუხლი 2
,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-95 დადგენილებით დამტკიცებულ დანართი №1-ში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები;

 

1. შევიდეს ცვლილება დანართი №1-ის სათაურში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;

,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 555 მუხლით, 1461 მუხლით,  148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1511 მუხლით, 1523 მუხლით, 1536 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით  გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი“

 

2.  შევიდეს ცვლილება დანართი №1-ის მე-3 მუხლის 1-ელ პუნქტში  და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;

 

,,1. საჯარო მოხელე, სამსახურეობრივი უფლებამოსილების განხორციელებისას  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 555 მუხლით,1461 მუხლით, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1511 მუხლით, 1523 მუხლით, 1536 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენის მიზნით, უფლებამოსილია კალენდარული წლის განმავლობაში, ნებისმიერ დროს, შეუზღუდავად განახორციელოს შემოწმება.

 

3. შევიდეს ცვლილება დანართი №1-ის  მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში  და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;

 

,,2. საჯარო მოხელე საჯარიმო ქვითარს – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ავსებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული 555 მუხლით, 1461 მუხლით, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1511 მუხლით, 1523 მუხლით, 1536 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით. აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ სამართალდამრღვევს არ აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები და არ არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ, საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემვსებმა საჯარო მოხელემ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 243-ე მუხლის 21 ნაწილის შესაბამისად, შეიძლება სამართალდამრღვევი მიიყვანოს პოლიციაში სახელის, გვარისა და საცხოვრებელი მისამართის დადგენის მიზნით. აღნიშნული მონაცემების დადგენის შემდეგ, საჯარო მოხელე ავსებს საჯარიმო ქვითარს – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს.“

 

4. შევიდეს ცვლილება დანართი №1-ის მე-5 მუხლის მე-2  პუნქტში  და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;

 

,,2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 555, 1461 მუხლით, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1511 და 1523 მუხლებით და 1536 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილ საჯარო მოხელეზე საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაცემა ხორციელდება სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის პასუხისმგებელი საჯარო მოხელის ან მოხელეების მიერ.“

 

5. შევიდეს ცვლილება დანართი №1-ის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტში  და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;

 

,,3. საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების გაცემა, დაბრუნება და გაუქმება აღირიცხება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 555 მუხლით, 1461 მუხლით, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1511 მუხლით, 1523 მუხლით, 1536 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვის ჟურნალში” (შემდგომში – ჟურნალი).

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-95 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 06.04.2015.
როდის იქნა მიღებული „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-95 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-95 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ მიღებულია 06.04.2015. მიმღები ორგანო — ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №7-31. სარეგისტრაციო კოდი — 010260030.35.101.016144.
რამდენი მუხლისგან შედგება „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-95 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-95 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-95 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.04.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-95 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, №7-31, 06.04.2015, სარეგისტრაციო კოდი 010260030.35.101.016144 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.04.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2804901/