„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 დეკემბრის N16-32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№7-30
სარეგისტრაციო კოდი
010260030.35.101.016143
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/04/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №7-30

2015 წლის 6 აპრილი

ქ. თბილისი

 

“ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 დეკემბრის №16-32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–20 მუხლის მე–4 პუნქტისა და 2014 წლის 15 იანვრის საქართველოს მთავრობის №59 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტი - „დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, “ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 დეკემბრის N16-32 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე; ვებგვერდი, 09/12/2014;სარეგისტრაციო კოდი N010260030.35.101.016035) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე–2 მუხლის პირველი და მე–2პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საბჭოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე (ვიცე–მერი).

2. საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შევიდნენ:

ა) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის  საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის უფროსი - საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;

ბ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 3 წევრი;

გ)ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის წარმომადგენელი;

დ) ქალაქ თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის წარმომადგენელი;

ე)ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის ურბანული დაგეგმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ამავე დეპარტამენტის 1 წარმომადგენელი;

ვ) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი;

ზ) საბჭოს შემადგენლობაში შედიან მოწვეული ექსპერტები, რომლებიც არ არიან საჯარო მოსამსახურეები.“.

 

2 .მე–4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„1. საბჭოს თავმჯდომარე არის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე (ვიცე–მერი).“.

 

3. მე–7 მუხლის მე–2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„2. საბჭოს აპარატის შემადგენლობაში შეიძლება შევიდნენ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საორგანიზაციო სამსახურის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლები.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 დეკემბრის N16-32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 06.04.2015.
როდის იქნა მიღებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 დეკემბრის N16-32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 დეკემბრის N16-32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 06.04.2015. მიმღები ორგანო — ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №7-30. სარეგისტრაციო კოდი — 010260030.35.101.016143.
რამდენი მუხლისგან შედგება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 დეკემბრის N16-32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 დეკემბრის N16-32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 დეკემბრის N16-32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.04.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 დეკემბრის N16-32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №7-30, 06.04.2015, სარეგისტრაციო კოდი 010260030.35.101.016143 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.04.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2804945/