„გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №28 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№15
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.166.016212
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/04/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №15

2015 წლის 6 აპრილი

ქ. გურჯაანი

 

„გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №28 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ.“ ქვეპუნქტის,  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და 22-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების საფუძველზე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №28 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში (გამოქვეყნების წყარო: „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, სარეგისტრაციო კოდი:010260020.35.166.016156., 25.07.2014წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1.  დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა. მოქალაქეთა მომსახურებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება;

ბ. ადმინისტრაციულ ერთეულებთან კოორდინაციის განყოფილება;

გ. პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება.“

2.  დებულების მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 22-ე, 23-ე, 24-ე და 25-ე პუნქტები:

„22. გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა საკადრო პოლიტიკის შემუშავებასა და მის განხორციელებას;

23. გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ფუნქციურ და მართვის პროცედურების ანალიზს და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას;

24. მონიტორინგს საკადრო პოლიტიკის განხორციელებისა და ადამიანური რესურსების მართვის სფეროში;

25. მუნიციპალიტეტის მოსამსახურეთა პროფესიული დონის ანალიზს, კადრების საჭიროებათა შესწავლას და საკადრო რესურსების გამოყენების პროცესის ოპტიმიზაციის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადებას; მათი მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზებას; კვალიფიკაციის ასამაღლებელ მოსამსახურეთა სიის შედგენას; გადამზადების პროგრამათა განსაზღვრას; კონტროლს მუნიციპალურ მოსამსახურეთა მიერ სწავლების (კვალიფიკაციის) ამაღლების კურსების გავლაზე, სწავლების ეფექტურობის შემოწმებას;“

3.  დებულების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი  5.  ადმინისტრაციულ ერთეულებთან კოორდინაციის განყოფილების ფუნქციები

ადმინისტრაციულ ერთეულებთან კოორდინაციის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

1. მუნიციპალიტეტის თანამშრომლობის ორგანიზებას საქართველოსა და უცხოეთის სხვა თვითმმართველ ერთეულებთან, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან;

2. ოფიციალური დელეგაციების მიღებას, საგარეო ვიზიტების ორგანიზებას;

3. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობების კოორდინაციას;

4. მუნიციპალიტეტის საგარეო ურთიერთობების კოორდინაციას;

5. მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.“

4. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 მუხლი:

„6. პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ფუნქციები:

პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება უზრუნველყოფს:

ა) გამგეობის კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე საზოგადოების ინფორმირება;

ბ) მასმედიასთან ურთიერთობა პრესკონფერენციების, ბრიფინგების, შეხვედრების, სემინარების და სხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით; გამგეობის საზოგადოებრივ ღონისძიებათა დაგეგმვა და განხორციელება;

გ) ფოტო და ვიდეოკადრების არქივის შექმნის უზრუნველყოფა;

დ) გამგეობის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული პროექტებისა და ღონისძიებების შესახებ, სპეციალური საკომუნიკაციო კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება;

ე) გამგეობის ოფიციალური ვებგვერდისა და სოციალური ქსელებში სხვა ოფიციალური ვებგვერდების მართვა;

ვ) სხვადასხვა კერძო და საჯარო სამართლის იურიდიული პირებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თავისი კომპეტენციის ფარგლებში  გამგეობის ურთიერთობის კოორდინაცია;

ზ) კანონმდებლობითა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით ან/და გამგებლის მიერ მინიჭებული უფლებამოსილებათა განხორციელება.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევანო ბერიძიშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №28 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 06.04.2015.
როდის იქნა მიღებული „გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №28 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
„გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №28 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 06.04.2015. მიმღები ორგანო — გურჯაანის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №15. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.166.016212.
რამდენი მუხლისგან შედგება „გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №28 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №28 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №28 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.04.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №28 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №15, 06.04.2015, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.166.016212 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.04.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2805206/