⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.09.2015)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირები) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 07.04.2015
ძალის დაკარგვა 01.09.2015
გამომცემი ორგანო ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №9
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.127.016169
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/04/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 306 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.04.2015 მიღება
01.09.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღრაძე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირები) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №9 2015 წლის 7 აპრილი ქ. ზესტაფონი      ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირები) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 41-ე მუხლის მე-3 პუნქტისა შესაბამისად,  ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირები) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 9 დეკემბრის №57 დადგენილება „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირები) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მაღრაძე დანართი №1 ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების  (გარდა თანამდებობის პირები) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესი მუხლი 1🔗. საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა) საკრებულოს წევრების მიერ საკრებულოსა  და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღების, ამომრჩევლებთან შეხვედრების, ასევე საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისთვის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული  ხარჯების ანაზღაურების მთლიანი ოდენობა (ზღვრული ოდენობა) განისაზღვროს 625 ლარის ოდენობით თვეში, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული დაქვითვების გათვალისწინებით მუხლი 2🔗. საკრებულოს წევრებისთვის (გარდა თანამდებობის პირები)  ამომრჩევლებთან შეხვედრებისთვის, საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯის ანაზღაურება საკრებულოს თითოეული წევრისთვის ამ დადგენილების პირველ მუხლში მითითებული ასანაზღაურებელი ხარჯის მაქსიმალური ოდენობა, რომელიც დაკავშირებულია ამომრჩევლებთან შეხვედრებთან, ასევე საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებასთან, განისაზღვრება 520 ლარის ოდენობით. მუხლი 3🔗. საკომუნიკაციო ხარჯების ანაზღაურება საკომუნიკაციო ხარჯების მაქსიმალური ოდენობა განისაზღვროს თვეში - 20 ლარის ლიმიტის ფარგლებში. მუხლი 4🔗. სხვა ხარჯების ანაზღაურება საკრებულოს წევრის სხვა ხარჯების მაქსიმალური ოდენობა (საფოსტო, ინტერნეტის, ქსეროასლების გადაღებისა და ა.შ.) განისაზღვროს  85 ლარის ოდენობით. მუხლი 5🔗. საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვა მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახური, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ყოველთვიურად, ამ დადგენილებით გათვალისწინებული წესით, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვას უზრუნველყოფს, როგორც წესი, ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დარიცხვასთან ერთად.