საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 17.04.2015
ძალის დაკარგვა 29.06.2018
გამომცემი ორგანო საჩხერის მუნიციპალიტეტი
ნომერი №20
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.130.016148
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/04/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,041 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.04.2015 მიღება
29.06.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ნადირაძე საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №20 2015 წლის 17 აპრილი ქ. საჩხერე საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების შესაბამისად, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗   დამტკიცდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების გამოყენებისა და აღრიცხვა - ანგარიშგების წესი, დანართი №1-ის შესაბამისად.  მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა, დანართი №2-ის  შესაბამისად. მუხლი 3🔗 დამტკიცდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა, დანართი №3-ის შესაბამისად.  მუხლი 4🔗 დამტკიცდეს მითითების ფორმა, დანართი №4-ის შესაბამისად. მუხლი 5🔗 დამტკიცდეს შემოწმების აქტის ფორმა, დანართი №5-ის შესაბამისად.  მუხლი 6🔗 დამტკიცდეს უწყების ფორმა, დანართი №6-ის შესაბამისად.  მუხლი 7🔗 დამტკიცდეს დადგენილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეზე, დანართი №7-ის შესაბამისად.  მუხლი 8🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ნადირაძე დანართი №1  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების გამოყენებისა და აღრიცხვა - ანგარიშგების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (ტექსტში შემდგომ) შემუშავებულია „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების საფუძველზე.  2. ამ წესის მიზანია საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურში  მკაცრი აღრიცხვის ფორმის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) გამოყენებისა და მისი აღრიცხვა - წარმოების დარეგულირება.  მუხლი 2🔗. ოქმის შენახვა 1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის დაბეჭდვა მოხდეს სტამბური წესით.  2. სტამბური წესით დაბეჭდილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების ჩაბარების უფლება აქვს საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის (შემდგომ ტექსტში - საჩხერის მუნიციპალიტეტი) მინდობილობით აღჭურვილ პირს.  3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს მიღება - გაცემაზე პასუხისმგებელი პირი ინახავს დაზიანებისა და გარეშე პირთაგან სათანადოთ დაცულ სათავსში.  მუხლი 3🔗. ოქმის შედგენის საფუძველი 1. გამგეობის  სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის უფლებამოსილი მოსამსახურე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე.  2. ადმინისტაციული სამართალდარღვევის ოქმი გამგეობის  სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის მოსამსახურეზე გაიცემა მათ მიღება - გაცემაზე პასუხისმგებელი პირის მიერ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემოსავლისა და გასავლის ჟურნალში შესაბამისი აღნიშვნისა და ხელმოწერის შემდეგ.  მუხლი 4🔗. სამშენებლო საქმიანობაზე   სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოება. 1. საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის   სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახური საქართველოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის შესაბამისად, ახდენს კონტროლს მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამშენებლო, სარეკონსტრუქციო და სადემონტაჟო საქმიანობაზე, კერძოდ: თუ სამშენებლო საქმიანობაზე   სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის მიერ, დაფიქსირებული იქნება მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან დემონტაჟის წარმოების ფაქტი და ადგილზე ვერ მოხერხდება მიმდინარე საქმიანობის შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა, სამშენებლო საქმიანობაზე   სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტების მიერ, მოხდება მითითების ფორმის შედგენა, რომელიც ჩაბარდება მეპატრონეს, ან თუ არ ჩაიბარებს, გაიკვრება თვალსაჩინო ადგილზე, გადაიღება ფოტო და ითვლება ჩაბარებად, რომლითაც ობიექტის მეპატრონეს მიეცემა ვადა არაუმცირეს 3 (სამი) დღისა, რათა წარმოადგინოს ობიექტის მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან დემონტაჟისათვის საჭირო მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ შეთანხმებული სამშენებლო დოკუმენტის პროექტი და შესაბამისი მშენებლობის სანებართვო მოწმობა ან ტერიტორია მოიყვანოს პირვანდელ მდგომარეობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მის მიმართ (სამართალდამრღვევის მიმართ) გატარდება კანონშესაბამისი ღონისძიება საქართველოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 43-ე მუხლის „ბ“  ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, რაც ითვალისწინებს დამრღვევის დაჯარიმებას  2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით, ხოლო 43-ე მუხლის „გ“  ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, რაც ითვალისწინებს დამრღვევის დაჯარიმებას  200 (ორასი) ლარის ოდენობით. მითითებით მიცემული ვადის გასვლის შემდეგ, სპეციალისტი ავსებს შემოწმების აქტს, რომელშიც უთითებს მითითება შესრულდა თუ არა. თუ დამრღვევის მიერ მითითება შესრულებულია, სამშენებლო საქმიანობაზე სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის მიერ მომზადდება საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების პროექტი საქმის შეწყვეტასთან დაკავშირებით. თუ მითითება არ შესრულდება, შედგება უწყების ფორმა, რომლითაც სამართალდამრღვევი დაბარებული იქნება საქმის განხილვაზე საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შესაბამის ხელმძღვანელთან. ამის შემდეგ, სამშენებლო საქმიანობაზე  სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის მიერ მომზადდება დადგენილება დაჯარიმების შესახებ.  2. ჯარიმის შესახებ დადგენილების გამოცემისთანავე, მოქალაქეს ბარდება დადგენილება, თუ არ ჩაიბარებს, გაიკვრება თვალსაჩინო ადგილზე (სახლის კარებზე ან ობიექტზე) და მოქალაქე დაჯარიმდება. 3.  თუ საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შემოვა მომართვა/წერილი ან განცხადება მშენებარე ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების, მშენებლობის ვადის გაგრძელების თაობაზე, ან კორექტირებული პროექტის დამტკიცებასთან დაკავშირებით და სამშენებლო საქმიანობაზე   სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის მიერ ფიქსირდება სამართალდარღვევა, კერძოდ: დარღვეული იქნება მშენებლობის ექსპლუატაციაში წარსადგენი ვადები, დარღვეული იქნება ობიექტის პირვანდელი სამშენებლო დოკუმენტის პროექტი ანუ პროექტის გადახვევით იქნება ნაწარმოები მშენებლობა, შესაბამისი სპეციალისტის მიერ, შედგება შემოწმების აქტი, რომელშიც აისახება შესაბამისი სამართალდარღვევა და საქართველოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, რაც ითვალისწინებს დამრღვევის დაჯარიმებას  500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, ხოლო 45-ე მუხლის „დ“  ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, რაც ითვალისწინებს დამრღვევის დაჯარიმებას  200 (ორასი) ლარის ოდენობით. ანალოგიურად სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის მიერ მომზადდება დადგენილება  და  ჩაბარდება სამართალდამრღვევს. 4.  თუ დაჯარიმების შესახებ დადგენილების ჩაბარებიდან 30 დღის განმავლობაში სამართალდამრღვევის მიერ არ იქნება გადახდილი შესაბამისი ჯარიმის თანხა, სამშენებლო საქმიანობაზე  სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახური ამზადებს საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების პროექტს საურავის დაკისრების შესახებ, გამგეობის მიერ შესაბამისი ბრძანების გამოცემის შემდეგ, ბრძანება ჩაბარდება სამართალდამრღვევს. 5. ანალოგიური მითითებით იწყება საქმისწარმოება საქართველოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 48-ე, 49-ე, 50-ე მუხლებთან დაკავშირებით.  მუხლი 5🔗. ოქმის სისტემატიზაცია 1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მიღება, აღრიცხვა, შენახვა და გაცემა ხორციელდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებით დამკიცებული წესით და ამ წესის შესაბამისად. ოქმის მიღებისა და გაცემის რაოდენობრივი აღრიცხვა წარმოებს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის შემოსავლისა და გასავლის ჟურნალში.  2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემოსავლისა და გასავლის ჟურნალი უნდა იყოს სათანადო წესით დანომრილი, აკინძული, ზონარგაყრილი და ბეჭედდასმული. ჟურნალი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.  3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოუყენებელი და გაფუჭებული ოქმები ბარდება მათ მიღება - გაცემაზე პასუხისმგებელ პირს, რის შესახებაც ჟურნალში კეთდება სათანადო ჩანაწერი.  4. ოქმის გაფუჭებისა ან/და დაზიანების შემთხვევაში მოსამსახურე ოქმს თან ურთავს ახსნა - განმარტებით ბარათს, რაზეც დგება სათანადო აქტი. 5.  სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის მოსამსახურის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და სხვა თანდართული მასალები აუცილებლად რეგისტრირებული უნდა იქნეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მასალების აღრიცხვის ჟურნალში.  6. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მასალების აღრიცხვის ჟურნალი უნდა იყოს სათანადო წესით დანომრილი, აკინძული, ზონარგაყრილი და ბეჭედდასმული. ჟურნალი უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს (დანაყოფებს):  ა) რიგითი ნომერი;  ბ) ოქმის ნომერი;  გ) დამრღვევის გვარი, სახელი, მისამართი;  დ) დარღვევის მოკლე შინაარსი და თარიღი;  ე) ოქმის შემდგენის თანამდებობა სახელი, გვარი;  ვ) კანონის შესაბამისი მუხლი;  ზ) საქმის განმხილველი თანამდებობის პირის სახელი, გვარი ან ქვემდებარეობით გადაგზავნის ნომერი და თარიღი;  თ) საქმის განხილვის თარიღი;  ი) მიღებული დადგენილების მოკლე შინაარსი და ნომერი;  კ) ინფორმაცია დადგენილების აღსრულებასთან დაკავშირებით;  ლ) მიღებული დადგენილების სასამართლოში ან/და სააღსრულებო ბიუროში გადაგზავნის ნომერი და თარიღი;  მ) შენიშვნა.