⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (11.09.2015)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 08.04.2015
ძალის დაკარგვა 11.09.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
ნომერი №26
სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.038.016441
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/04/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,682 სიტყვა · ~18 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
08.04.2015 მიღება
11.09.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება №26 2015 წლის 8 აპრილი ქ. თბილისი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „თ“ ქვეპუნქტებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად,   ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 12 იანვრის №6 ბრძანება. მუხლი 3🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიგიორგი მღებრიშვილი დანართი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს  სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს დებულება თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს სტატუსი და ანგარიშვალდებულება 1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სასჯელაღსრულების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს (შემდგომში – მთავარი სამმართველო)  სტრუქტურას, ამოცანებს, ფუნქციებსა და უფლებამოსილებას. 2. მთავარი სამმართველო დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფია და თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს დეპარტამენტს. 3. მთავარი სამმართველო თავისი  საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს შესაბამისი საერთაშორსიო ხელშეკრულებით, პატიმრობის კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. 4. მთავარი სამმართველო ექვემდებარება დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს უსაფრთხოებისა და სამართლებრივი რეჟიმის დარგში (შემდგომში - დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე) და თავისი ამოცანების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია მის წინაშე. მუხლი 2🔗. მთავარი სამმართველოს ამოცანები  და ფუნქციები 1. მთავარი სამმართველოს ამოცანებია: ა) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემაში უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფა; ბ) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ინფრასტრუქტურული, ტექნიკური და ტექნოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა; გ) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემაში სამართლებრივი რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა; დ) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საინფორმაციო-ანალიტიკური საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა; ე) კომპეტენციის ფარგლებში სხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა. 2. მთავარი სამმართველოს ფუნქციები:  ა) დაწესებულებებში უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებული ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეგროვება, ანალიზი, შესაბამისი წინადადებების შემუშავება და დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილისთვის წარდგენა; ბ) უსაფრთხოების დაცვის მიზნით მსჯავრდებულთა დაწესებულებებში და საკნებში/საკნის ტიპის საცხოვრებელში გადანაწილების პროცესის კოორდინაცია, ანალიზი, შესაბამისი წინადადებების შემუშავება და დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილისთვის წარდგენა; გ) დაწესებულებების ტერიტორიებზე სასაშვო-გამშვები პუნქტების ფუნქციონირების ტექნიკური უზრუნველყოფა და სასაშვო-გამშვები რეჟიმის ორგანიზების კონტროლი; დ) მსჯავრდებულთა მიერ სამრეწველო მოწყობილობების, სამუშაო ინსტრუმენტების, ელექტროენერგიის, ნედლეულისა და მასალების არადანიშნულებისამებრ ან ფარულად გამოყენების აღკვეთის, აგრეთვე მსჯავრდებულთა მიერ სხვადასხვა ნაგებობების, მოწყობილობების, სათავსოების თვითნებურად აგების/გადაკეთების აღკვეთის კოორდინაცია, ანალიზი და წინადადებების შემუშავება; ე) მსჯავრდებულთა პირადი ნივთებისა და სათავსოების, აგრეთვე დაწესებულებათა საცხოვრებელი, სასწავლო/სარეკრეაციო და საწარმოო სივრცეების დათვალიერების, აკრძალული საგნების, ნივთიერებებისა და კვების პროდუქტების ამოღების  კოორდინაცია, ანალიზი და წინადადებების შემუშავება; ვ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სატელეფონო საუბრებზე კონტროლის განხორციელების, მათთვის განკუთვნილი, აგრეთვე მათ მიერ გასაგზავნი წერილებისა და გზავნილების დათვალიერების და შემოწმების უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ზ) დაწესებულებების ტერიტორიაზე წარმოებულ დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებზე კონტროლი; თ) ზედამხედველობისა და კონტროლის საინჟინრო და ოპერატიულ-ტექნიკური საშუალებების და პროგრამული საშუალებების პერიოდული შემოწმება მათი გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნების მიზნით; ი) დაწესებულებების საინჟინრო-ტექნიკური პერსონალის მიერ მოწყობილობების გამოყენების დადგენილი მოთხოვნების დაცვაზე, მსჯავრდებულთათვის ბასრი, მჭრელი და მჩხვლეტავი ინსტრუმენტების გაცემა-ჩაბარებაზე კონტროლი; კ) დაწესებულებებში კრიმინალური გავლენების გამოვლენა და ანალიზი, კრიმინალური სუბკულტურის წარმომადგენლების და სამართლებრივი რეჟიმის  სისტემატურად დამრღვევი  პირების გამოვლენა და აღრიცხვა; ლ) დაწესებულებებში შექმნილი ვითარების საერთო კონტროლი, ანალიზი, შესაბამისი წინადადებების შემუშავება და დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილისთვის წარდგენა; მ) კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტში არსებული სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი დოკუმენტების აღრიცხვა და დაცვა; ნ) დაწესებულებებში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გამოყოფილი ძალებისა და საშუალებების განლაგების გეგმების შედგენა და მათი შესრულების კოორდინაცია; ო) დაწესებულებებში უსაფრთხოების ფუნქციების განმახორციელებელ პირთათვის სპეციალური სამსახურებრივი მითითებების მიცემა და მათი შესრულების შეფასება; პ) დაწესებულებაში აკრძალული  საგნებისა და ნივთიერებების მიღების არხების გამოვლენისა და აღკვეთის უზრუნველყოფის კოორდინაცია, ანალიზი და წინადადებების შემუშავება; ჟ) კომპეტენციის ფარგლებში საგანგებო სიტუაციებში მოქმედების დროს დეპარტამენტის სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა; რ) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოებში კომპიუტერული ქსელების გამართული მუშაობის, კომპიუტერული ტექნიკის გამართულ მდგომარეობაში ყოფნისა და კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა; ს) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანისა და ექსტრადირებისას საშიშროების რისკების შეფასება და წინადადებების წარდგენა დაწესებულებებისათვის და დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის; ტ) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოების თანამედროვე კომპიუტერული პროგრამებით უზრუნველყოფა; უ) ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოებთან თანამშრომლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ფ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა  დაწესებულების დებულებისა და დღის განრიგის დაცვის, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შეხვედრების განხორციელების ზედამხედველობა; ქ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა  განთავსებისა და სამუშაო ადგილებში მათ ქცევაზე ვიზუალური და  ელექტრონული მეთვალყურეობის განხორციელების კოორდინაცია, ანალიზი, შესაბამისი წინადადებების შემუშავება და დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილისთვის წარდგენა; ღ) დაწესებულების ტერიტორიაზე მსჯავრდებულთა გადაადგილების, მათ მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ტანსაცმლის, აქსესუარების, სამკერდე და სხვა ამოსაცნობი ნიშნების გამოყენების დაცვაზე კონტროლის კოორდინაცია, ანალიზი და წინადადებების შემუშავება; ყ) დაწესებულებების თანამშრომელთა და დაწესებულებებში მყოფ პირთა მიერ ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან ურთიერთობის დადგენილი წესების დაცვაზე კონტროლის კოორდინაცია, ანალიზი; შესაბამისი წინადადებების შემუშავება და დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილისთვის წარდგენა; შ) საჭიროების შეთხვევაში, დაწესებულებაში სამართლებრივი რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული ღონისძიებების უშუალო დაგეგმვა და განხორციელება დაწესებულების  თანამშრომლებთან ერთად, აგრეთვე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების და უსაფრთხოების განყოფილების თანამშრომლებისთვის კომპეტენციის ფარგლებში დახმარების აღმოჩენა; ჩ) დაწესებულებების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილებების და უსაფრთხოების განყოფილებების საქმიანობის კოორდინაცია, კონტროლი, წინადადებების შემუშავება; ც) დაწესებულებებში სამართლებრივი რეჟიმის დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში არსებული პრაქტიკის პერიოდული ანალიზი, ანალიზის შედეგად არსებული ხარვეზების აღმოჩენა და მათი გადაჭრის სტრატეგიული გეგმების შემუშავება; ძ) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემაში ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის, კონტროლის და ამ პროცესის შედეგად მიღებული ინფორმაციის ჩაწერის საერთო კოორდინაცია, ანალიზი და ელექტრონული საშუალების ტექნიკური უზრუნველყოფა; წ) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოებში არსებული მონაცემთა ელექტრონული ბაზების ოპერირების უზრუნველყოფა, მათზე დაშვების ტექნიკური უზრუნველყოფა და კონტროლი; ჭ) შემოსული კორესპონდენციის განხილვა და მათზე შესაბამისი რეაგირების განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში; ხ) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოების კინოლოგიური მომსახურება; ჯ) შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება; ჰ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. თავი II მთავარი სამმართველოს სტრუქტურა, ხელმძღვანელობა და მოსამსახურეები მუხლი 3🔗. მთავარი სამმართველოს სტრუქტურა მთავარი სამმართველოს შემადგენლობაშია: ა) სამართლებრივი რეჟიმის სამმართველო, რომლის შემადგენლობაშია: ა.ა) სამმართლებრივი რეჟიმის განყოფილება; ა.ბ) კინოლოგიური მომსახურების განყოფილება. ბ) ოპერატიული სამმართველო, რომლის შემადგენლობაშია: ბ.ა) ოპერატიული განყოფილება; ბ.ბ) ანალიტიკური განყოფილება. გ) ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო, რომლის შემადგენლობაშია: გ.ა) ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება; გ.ბ) პულტის განყოფილება; გ.გ) საინფორმაციო ტექნოლოგიების განყოფილება. მუხლი 4🔗. მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელობა 1. მთავარ სამმართველოს ხელმძღვანელობს მთავარი სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე. 2. მთავარი სამმართველოს უფროსს ჰყავს მოადგილე. 3. მთავარი სამმართველოს უფროსი ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის თავმჯდომარისა და დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის წინაშე. მუხლი 5🔗. მთავრი სამმართველოს უფროსის უფლებამოსილებები  1. მთავარი სამმართველოს უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს მთავარი სამმართველოს საქმიანობას, წყვეტს მთავარი სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს და ვიზირებას უკეთებს მთავარ სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს; გ) მთავარი სამმართველოს ამოცანებისა და ფუნქციების შესასრულებლად უფლებამოსილია მოითხოვს და მიიღოს შესაბამისი ინფორმაცია დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და დაწესებულებებიდან. აგრეთვე, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან; დ) უფლებამოსილია მოითხოვოს და მიიღოს მთავარი სამმართველოს სტრუქტურული ერთეულების ანგარიშები გაწეული საქმიანობისა და არსებული მდგომარეობის თაობაზე; ე) წარადგენს წინადადებებს მთავარი სამმართველოს მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნის, სხვა თანამდებობაზე გადაყვანისა და თანამდებობიდან გათავისუფლების, აგრეთვე მთავარი სამმართველოს სტრუქტურისა და შტატების სრულყოფის, მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე; ვ) აანალიზებს სამსახურებრივი დისციპლინის მდგომარეობას, შეიმუშავებს და ახორციელებს მოსამსახურეების  მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების თავიდან აცილების ღონისძიებებს; ზ) კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს მოქალაქეებისა და მოსამსახურეების განცხადებებს და წინადადებებს; თ) შეიმუშავებს ან/და მონაწილეობს მთავარი სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებული სამართლებრივი აქტების მომზადებაში; ი) წარადგენს წინადადებებს მთავარი სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; კ) კოორდინაციას უწევს მთავარი სამმართველოს გამგებლობაში არსებულ საკითხებზე მიმდინარე და სტრატეგიული გეგმების შემუშავებას; ლ) ანაწილებს მთავარ სამმართველოში შემოსულ კორესპონდენციას; მთავარი სამმართველოს ფუნქციებიდან გამომდინარე აძლევს დავალებებს მის დაქვემდებარებაში მყოფ მოსამსახურეებს; მ) კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს მთავარ სამმართველოს; ნ) ასრულებს ამ დებულებითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს. 2. მთავარი სამმართველოს უფროსის შვებულების, მივლინების ან მოვალეობათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, მის მოვალეობებს ასრულებს მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე. მუხლი 6🔗. მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე 1. მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე. 2. მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე: ა) ხელს უწყობს მთავარი სამმართველოს უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში; ბ) ზედამხედველობს და კონტროლს უწევს მთავარი სამმართველოს მოსამსახურეების მიერ სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებას, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ვიზირებას უკეთებს მთავარ სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს; დ) მთავარი სამმართველოს უფროსისა და დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის დავალებით ახორციელებს სხვა უფლება - მოვალეობებს. 3. მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის შვებულების, მივლინების ან მოვალეობათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობებს ასრულებს  ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი დეპარტამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით. 4. მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მთავარ სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მთავარი სამმართველოს უფროსის წინაშე. მუხლი 7🔗. სამმართველოს უფროსი 1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე. 2. სამმართველოს უფროსს ჰყავს მოადგილე. 3. სამმართველოს უფროსის შვებულების, მივლინების ან მოვალეობათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს სამმართველოს უფროსის მოადგილე. 4. სამმართველოს უფროსი ანგარიშვალდებულია მთავარი სამმართველოს უფროსის და მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის წინაშე. 5. სამმართველოს უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას, წყვეტს სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს მოსამსახურეებს შორის, უზრუნვეყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზაციას, აკონტროლებს სამმართველოს მოსამსახურეთა მხრივ სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას; გ) წარმოადგენს სამმართველოს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას; დ) პასუხისმგებელია სამმართველოზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; ე) კონტროლს უწევს  სამმართველოს მოსამსახურეების მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას; ვ) მთავარი სამმართველოს უფროსს წარუდგენს ანგარიშს, სამმართველოს მუშაობის შესახებ; ზ) მთავარი სამმართველოს უფროსს წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს საქმიანობის ორგანიზაციის, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების თაობაზე; თ) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური საშუალებების გამოყოფის თაობაზე, რაც საჭიროა სამმართველოს ამოცანების შესასრულებლად; ი) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ კორესპონდენციას სამმართველოს მოსამსახურეთა შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებს და დავალებებს; კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს და ვიზირებას უკეთებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს; ლ) მონაწილეობს სამმართველოს გამგებლობაში არსებულ საკითხებზე მიმდინარე და სტრატეგიული გეგმების შემუშავებაში; მ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს,  მთავარი სამმართველოს უფროსის და მისი მოადგილის დავალებებს. მუხლი 8🔗. სამმართველოს უფროსის მოადგილე 1. სამმართველოს უფროსის მოადგილეს  თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე. 2. სამმართველოს უფროსის მოადგილე: ა) ხელს უწყობს სამმართველოს უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში; ბ) ზედამხედველობს და კონტროლს უწევს სამმართველოს მოსამსახურეების მიერ სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებას, ანაწილებს ფუნქცია-მოვალეობებს, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ვიზირებას უკეთებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს; დ) სამმართველოს უფროსის დავალებით ახორციელებს სხვა უფლება - მოვალეობებს. 3. სამმართველოს უფროსის მოადგილის შვებულების, მივლინების ან მოვალეობათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს სამმართველოს ერთ - ერთი განყოფილების უფროსი დეპარტამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით. 4. სამმართველოს უფროსის მოადგილე კანონმდებლობით დადგენილი წესით სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია სამმართველოს უფროსის წინაშე. მუხლი 9🔗. განყოფილების უფროსი 1. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი რომელსაც  თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე. 2. განყოფილების უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს განყოფილების საქმიანობას, წყვეტს განყოფილების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) ანაწილებს მოვალეობებს განყოფილების მოსამსახურეებს შორის, უზრუნვეყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზაციას, აკონტროლებს განყოფილების მოსამსახურეთა მხრივ სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას; გ) წარმოადგენს განყოფილებას დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას; დ) პასუხისმგებელია განყოფილებაზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; ე) კონტროლს უწევს  განყოფილების მოსამსახურეების მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას; ვ) სამმართველოს უფროსს წარუდგენს ანგარიშს განყოფილების მუშაობის შესახებ; ზ) სამმართველოს უფროსს წარუდგენს წინადადებებს განყოფილების საქმიანობის ორგანიზაციის, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების თაობაზე; თ) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური საშუალებების გამოყოფის თაობაზე, რაც საჭიროა განყოფილების ამოცანების შესასრულებლად; ი) ანაწილებს განყოფილებაში შემოსულ კორესპონდენციას განყოფილების მოსამსახურეთა შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებს და დავალებებს; კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს და ვიზირებას უკეთებს განყოფილებაში მომზადებულ დოკუმენტებს; ლ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს,  მთავარი სამმართველოს უფროსის, სამმართველოს უფროსისა და მათი მოადგილეების დავალებებს; მ) სამმართველოს უფროსის ან მისი მოადგილის დავალებით ახორციელებს სხვა უფლება - მოვალეობებს. 3. განყოფილების უფროსი კანონმდებლობით დადგენილი წესით განყოფილებაზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია სამმართველოს უფროსის წინაშე. 4. განყოფილების უფროსის შვებულების, მივლინების ან მოვალეობათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში,  მის მოვალეობას ასრულებს განყოფილების ერთ-ერთი მოსამსახურე დეპარტამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით. მუხლი 10🔗. მთავარი სამმართველოს მოსამსახურეები 1. მთავარ სამმართველოში საჯარო სამსახურს ეწევიან: ა) მთავარი ინსპექტორები; ბ) უფროსი ინსპექტორები; გ) ინსპექტორები. 2. მთავარი სამმართველოს მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე. 3. მთავარი სამმართველოს მოსამსახურეები დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელებისას ანგარიშვალდებულნი არიან უშუალო ხელმძღვანელის, მთავარი სამმართველოს უფროსისა და მისი მოადგილის წინაშე. 4. მთავარი სამმართველოს მოსამსახურეების ფუნქციები და უფლებამოსილება განისაზღვრება თანამდებობრივი ინსტრუქციით, რომელსაც ამტკიცებს დეპარტამენტის თავმჯდომარე. თავი III სამართლებრივი რეჟიმის სამმართველო მუხლი 11🔗. სამართლებრივი რეჟიმის სამმართველო სამართლებრივი რეჟიმის სამმართველოს ფუნქციებია: ა) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა  დაწესებულების დებულებისა და დღის განრიგის დაცვის, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შეხვედრების განხორციელების ზედამხედველობა; ბ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა  განთავსებისა და სამუშაო ადგილებში მათ ქცევაზე ვიზუალური და  ელექტრონული მეთვალყურეობის განხორციელების კოორდინაცია, ანალიზი, შესაბამისი წინადადებების შემუშავება და დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილისთვის წარდგენა; გ) დაწესებულების ტერიტორიაზე მსჯავრდებულთა გადაადგილების, მათ მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ტანსაცმლის, აქსესუარების, სამკერდე და სხვა ამოსაცნობი ნიშნების გამოყენების დაცვაზე კონტროლის კოორდინაცია, ანალიზი და წინადადებების შემუშავება; დ) მსჯავრდებულთა მიერ სამრეწველო მოწყობილობების, სამუშაო ინსტრუმენტების, ელექტროენერგიის, ნედლეულისა და მასალების არადანიშნულებისამებრ ან ფარულად გამოყენების აღკვეთის, აგრეთვე მსჯავრდებულთა მიერ სხვადასხვა ნაგებობების, მოწყობილობების, სათავსოების თვითნებურად აგების/გადაკეთების აღკვეთის კოორდინაცია, ანალიზი და წინადადებების შემუშავება; ე) მსჯავრდებულთათვის ბასრი, მჭრელი და მჩხვლეტავი ინსტრუმენტების გაცემა-ჩაბარებაზე კონტროლი; ვ) მსჯავრდებულთა პირადი ნივთებისა და სათავსოების, აგრეთვე დაწესებულებათა საცხოვრებელი, სასწავლო/სარეკრეაციო და საწარმოო სივრცეების დათვალიერების, აკრძალული საგნების, ნივთიერებებისა და კვების პროდუქტების ამოღების  კოორდინაცია, ანალიზი და წინადადებების შემუშავება; ზ) დაწესებულებების თანამშრომელთა და დაწესებულებებში მყოფ პირთა მიერ ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან ურთიერთობის დადგენილი წესების დაცვაზე; თ) კონტროლის კოორდინაცია, ანალიზი, შესაბამისი წინადადებების შემუშავება და დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილისთვის წარდგენა; ი) დაწესებულებების ტერიტორიებზე სასაშვო-გამშვები რეჟიმის ორგანიზების კონტროლი; კ) საჭიროების შეთხვევაში, დაწესებულებაში სამართლებრივი რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული ღონისძიებების უშუალო დაგეგმვა და განხორციელება დაწესებულების  თანამშრომლებთან ერთად, აგრეთვე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების და უსაფრთხოების განყოფილების თანამშრომლებისთვის კომპეტენციის ფარგლებში დახმარების აღმოჩენა; ლ) დაწესებულებების სამართლებრივი რეჟიმის დაცვის განყოფილებების საქმიანობის კოორდინაცია, კონტროლი და წინადადებების შემუშავება; მ) დაწესებულებებში სამართლებრივი რეჟიმის დაცვის სფეროში არსებული პრაქტიკის პერიოდული ანალიზი, ანალიზის შედეგად არსებული ხარვეზების აღმოჩენა და მათი გადაჭრის სტრატეგიული გეგმების შემუშავება; ნ) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოების კინოლოგიური მომსახურება; ო) შემოსული კორესპონდენციის განხილვა და მათზე შესაბამისი რეაგირების განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში; პ) კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება; ჟ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. მუხლი 12🔗. სამართლებრივი რეჟიმის განყოფილება სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ფუნქციებია: ა) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა  დაწესებულების დებულებისა და დღის განრიგის დაცვის, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შეხვედრების განხორციელების ზედამხედველობა; ბ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა  განთავსებისა და სამუშაო ადგილებში მათ ქცევაზე ვიზუალური და  ელექტრონული მეთვალყურეობის განხორციელების კოორდინაცია, ანალიზი, შესაბამისი წინადადებების შემუშავება და დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილისთვის წარდგენა; გ) დაწესებულების ტერიტორიაზე მსჯავრდებულთა გადაადგილების, მათ მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ტანსაცმლის, აქსესუარების, სამკერდე და სხვა ამოსაცნობი ნიშნების გამოყენების დაცვაზე კონტროლის კოორდინაცია, ანალიზი და წინადადებების შემუშავება; დ) მსჯავრდებულთა მიერ სამრეწველო მოწყობილობების, სამუშაო ინსტრუმენტების, ელექტროენერგიის, ნედლეულისა და მასალების არადანიშნულებისამებრ ან ფარულად გამოყენების აღკვეთის, აგრეთვე მსჯავრდებულთა მიერ სხვადასხვა ნაგებობების, მოწყობილობების, სათავსოების თვითნებურად აგების/გადაკეთების აღკვეთის კოორდინაცია, ანალიზი და წინადადებების შემუშავება; ე) მსჯავრდებულთათვის ბასრი, მჭრელი და მჩხვლეტავი ინსტრუმენტების გაცემა-ჩაბარებაზე კონტროლი; ვ) მსჯავრდებულთა პირადი ნივთებისა და სათავსოების, აგრეთვე დაწესებულებათა საცხოვრებელი, სასწავლო/სარეკრეაციო და საწარმოო სივრცეების დათვალიერების, აკრძალული საგნების, ნივთიერებებისა და კვების პროდუქტების ამოღების  კოორდინაცია, ანალიზი და წინადადებების შემუშავება; ზ) დაწესებულებების თანამშრომელთა და დაწესებულებებში მყოფ პირთა მიერ ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან ურთიერთობის დადგენილი წესების დაცვაზე კონტროლის კოორდინაცია, ანალიზი; შესაბამისი წინადადებების შემუშავება და დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილისთვის წარდგენა; თ) დაწესებულებების ტერიტორიებზე სასაშვო-გამშვები რეჟიმის ორგანიზების კონტროლი; ი) საჭიროების შეთხვევაში, დაწესებულებაში სამართლებრივი რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული ღონისძიებების უშუალო დაგეგმვა და განხორციელება დაწესებულების  თანამშრომლებთან ერთად, აგრეთვე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების და უსაფრთხოების განყოფილების თანამშრომლებისთვის კომპეტენციის ფარგლებში დახმარების აღმოჩენა; კ) დაწესებულებებში სამართლებრივი რეჟიმის დაცვის სფეროში არსებული პრაქტიკის პერიოდული ანალიზი, ანალიზის შედეგად არსებული ხარვეზების აღმოჩენა და მათი გადაჭრის სტრატეგიული გეგმების შემუშავება; ლ) დაწესებულებების სამართლებრივი რეჟიმის დაცვის განყოფილებების საქმიანობის კოორდინაცია, კონტროლი და წინადადებების შემუშავება; მ) შემოსული კორესპონდენციის განხილვა და მათზე შესაბამისი რეაგირების განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში; ნ) კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება; ო) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. მუხლი 13🔗. კინოლოგიური მომსახურების განყოფილება კინოლოგიური მომსახურების განყოფილების ფუნქციებია: ა)  პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოების კინოლოგიური მომსახურეობა; ბ) სასამსახურო ძაღლების ეფექტური და რაციონალური გამოყენების უზრუნველყოფა; გ) სასამსახურო ძაღლების მოვლა-პატრონობისა და წვრთნის უზრუნველყოფა; დ) ოდოროლოგიური კვალის, მსჯავრდებულთა პირადი ნივთებისა და სათავსოების, აგრეთვე დაწესებულებათა საცხოვრებელი, სასწავლო/სარეკრეაციო და საწარმოო სივრცეების დათვალიერება აკრძალული საგნების, კვების პროდუქტების, ნარკოტიკული ნივთიერებების და სხვა ნივთების/ნივთიერებების აღმოჩენისა და ამოღების მიზნით; ე) ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაქცევისას ან გაქცევის მცდელობისას ან/და სისტემის ორგანოს მოსამსახურეზე ან სხვა პირზე თავდასხმის მოგერიებისას სასამსახურო ძაღლის გამოყენებით დახმარების აღმოჩენა; ვ) სამომსახურეო დანიშნულების ძაღლების გაწვრთნა და სპეციალური სამსახურებრივი ძაღლებით მომსახურე თანამშრომელთა სათანადო მომზადება; ზ) კინოლოგიის სამსახურის სამომსახურეო ძაღლების ვეტერინარული მომსახურება; თ) შემოსული კორესპონდენციის განხილვა და მათზე შესაბამისი რეაგირების განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში; ი) კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება; კ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. თავი IV ოპერატიული სამმართველო მუხლი 14🔗. ოპერატიული სამმართველო ოპერატიული სამმართველოს ფუნქციებია: ა) დაწესებულებებში უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებული ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეგროვება, ანალიზი, შესაბამისი წინადადებების შემუშავება; ბ) დაწესებულებების საინჟინრო-ტექნიკური პერსონალის მიერ მოწყობილობების გამოყენების დადგენილი მოთხოვნების დაცვაზე კონტროლი; გ) დაწესებულებების ტერიტორიაზე წარმოებულ დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებზე კონტროლი; დ) დაწესებულებებში კრიმინალური გავლენების გამოვლენა და ანალიზი, კრიმინალური სუბკულტურის წარმომადგენლების და სამართლებრივი რეჟიმის  სისტემატურად დამრღვევი  პირების გამოვლენა და აღრიცხვა; ე) დაწესებულებებში შექმნილი ვითარების საერთო კონტროლი, ანალიზი, შესაბამისი წინადადებების შემუშავება; ვ) დაწესებულებებში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გამოყოფილი ძალებისა და საშუალებების განლაგების გეგმების შედგენა და მათი შესრულების კოორდინაცია; ზ) დაწესებულებებში უსაფრთხოების ფუნქციების განმახორციელებელ პირთათვის სპეციალური სამსახურებრივი მითითებების მიცემა, მათ წინაშე ცალკეული ოპერატიული ამოცანების დასმის მიზნით და მათი შესრულების შეფასება; თ) დაწესებულებაში აკრძალული  საგნებისა და ნივთიერებების მიღების არხების გამოვლენისა და აღკვეთის უზრუნველყოფის კოორდინაცია, ანალიზი და წინადადებების შემუშავება; ი) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საკნებსა და საერთო საცხოვრებელში  განაწილების პროცესის კოორდინაცია, ანალიზი და წინადადებების შემუშავება; კ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანისა და ექსტრადირებისას საშიშროების რისკების შეფასება და წინადადებების წარდგენა დაწესებულებებისათვის და დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის; ლ) კომპეტენციის ფარგლებში ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განმახორციელებელ ორგანოებთან თანამშრომლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; მ) საჭიროების შეთხვევაში, დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის/მთავარი სამმართველოს უფროსის დავალებით დაწესებულებაში უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებული ღონისძიებების უშუალო დაგეგმვა და განხორციელება დაწესებულების თანამშრომლებთან ერთად, აგრეთვე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების განყოფილების თანამშრომლებისთვის ადგილზე შესაბამისი დახმარების აღმოჩენა; ნ) დაწესებულებების უსაფრთხოების განყოფილებების საქმიანობის კოორდინაცია, კონტროლი და წინადადებების შემუშავება; ო) კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტში არსებული სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი დოკუმენტების აღრიცხვა და დაცვა; პ) დაწესებულებებში უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში არსებული პრაქტიკის პერიოდული ანალიზი, ანალიზის შედეგად არსებული ხარვეზების აღმოჩენა და მათი გადაჭრის სტრატეგიული გეგმების შემუშავება; ჟ) შემოსული კორესპონდენციის განხილვა და მათზე შესაბამისი რეაგირების განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში; რ) კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება; ს) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. მუხლი 15🔗. ოპერატიული განყოფილება ოპერატიული განყოფილების ფუნქციებია: ა) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საკნებსა და საერთო საცხოვრებელში  განაწილების პროცესის კოორდინაცია, ანალიზი და წინადადებების შემუშავება; ბ) დაწესებულებების საინჟინრო-ტექნიკური პერსონალის მიერ მოწყობილობების გამოყენების დადგენილი მოთხოვნების დაცვაზე კონტროლი; გ) დაწესებულებების ტერიტორიაზე წარმოებულ დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებზე კონტროლი; დ) დაწესებულებებში კრიმინალური გავლენების გამოვლენა და ანალიზი, კრიმინალური სუბკულტურის წარმომადგენლების და სამართლებრივი რეჟიმის  სისტემატურად დამრღვევი  პირების გამოვლენა და აღრიცხვა; ე) დაწესებულებებში შექმნილი ვითარების საერთო კონტროლი, ანალიზი, შესაბამისი წინადადებების შემუშავება; ვ) დაწესებულებებში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გამოყოფილი ძალებისა და საშუალებების განლაგების გეგმების შედგენა და მათი შესრულების კოორდინაცია; ზ) დაწესებულებებში უსაფრთხოების ფუნქციების განმახორციელებელ პირთათვის სპეციალური სამსახურებრივი მითითებების მიცემა, მათ წინაშე ცალკეული ოპერატიული ამოცანების დასმის მიზნით და მათი შესრულების შეფასება; თ) დაწესებულებაში აკრძალული  საგნებისა და ნივთიერებების მიღების არხების გამოვლენისა და აღკვეთის უზრუნველყოფის კოორდინაცია, ანალიზი და წინადადებების შემუშავება; ი)  კომპეტენციის ფარგლებში ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განმახორციელებელ ორგანოებთან თანამშრომლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანისა და ექსტრადირებისას საშიშროების რისკების შეფასება და წინადადებების წარდგენა დაწესებულებებისათვის და დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის; ლ) საჭიროების შეთხვევაში, დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის/მთავარი სამმართველოს უფროსის დავალებით დაწესებულებაში უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებული ღონისძიებების უშუალო დაგეგმვა და განხორციელება დაწესებულების თანამშრომლებთან ერთად, აგრეთვე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების განყოფილების თანამშრომლებისთვის ადგილზე შესაბამისი დახმარების აღმოჩენა; მ) დაწესებულებების უსაფრთხოების განყოფილებების საქმიანობის კოორდინაცია, კონტროლი და წინადადებების შემუშავება; ნ) შემოსული კორესპონდენციის განხილვა და მათზე შესაბამისი რეაგირების განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში; ო) კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება; პ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. მუხლი 16🔗. ანალიტიკური განყოფილება ანალიტიკური განყოფილების ფუნქციებია: ა) დაწესებულებებში უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებული ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეგროვება, ანალიზი, შესაბამისი წინადადებების შემუშავება; ბ) კომპეტენციის ფარგლებში ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განმახორციელებელ ორგანოებთან თანამშრომლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; გ) კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტში არსებული სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი დოკუმენტების აღრიცხვა და დაცვა; დ) დაწესებულებებში უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში არსებული პრაქტიკის პერიოდული ანალიზი, ანალიზის შედეგად არსებული ხარვეზების აღმოჩენა და მათი გადაჭრის სტრატეგიული გეგმების შემუშავება; ე) შემოსული კორესპონდენციის განხილვა და მათზე შესაბამისი რეაგირების განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში; ვ) კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება; ზ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. თავი V ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო მუხლი 17🔗. ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს ფუნქციებია: ა) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემაში ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის, კონტროლის და ამ პროცესის შედეგად მიღებული ინფორმაციის ჩაწერის საერთო კოორდინაცია, ანალიზი და ელექტრონული საშუალების ტექნიკური უზრუნველყოფა; ბ) დაწესებულებების ტერიტორიებზე სასაშვო-გამშვები პუნქტების ფუნქციონირების ტექნიკური უზრუნველყოფა; გ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სატელეფონო საუბრებზე კონტროლის განხორციელების, მათთვის განკუთვნილი, აგრეთვე მათ მიერ გასაგზავნი წერილებისა და გზავნილების დათვალიერების და შემოწმების უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; დ) ზედამხედველობისა და კონტროლის საინჟინრო და ოპერატიულ-ტექნიკური საშუალებების პერიოდული შემოწმება მათი გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნების მიზნით; ე) კომპეტენციის ფარგლებში საგანგებო სიტუაციებში მოქმედების დროს დეპარტამენტის სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა; ვ) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოებში კომპიუტერული ქსელების გამართული მუშაობის, კომპიუტერული ტექნიკის გამართულ მდგომარეობაში ყოფნისა და კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა; ზ) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოების თანამედროვე კომპიუტერული პროგრამებით უზრუნველყოფა; თ) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოებში არსებული მონაცემთა ელექტრონული ბაზების ოპერირების უზრუნველყოფა, მათზე დაშვების ტექნიკური უზრუნველყოფა და კონტროლი; ი) პროგრამული საშუალებების პერიოდული შემოწმება მათი გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნების მიზნით; კ) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოებში ტექნიკური საშუალებების პერიოდული შემოწმება მათი გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნების მიზნით; ლ) შემოსული კორესპონდენციის განხილვა და მათზე შესაბამისი რეაგირების განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში; მ) კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება; ნ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. მუხლი 18🔗. ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება: ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების ფუნქციებია: ა) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სატელეფონო საუბრებზე კონტროლის განხორციელების, მათთვის განკუთვნილი, აგრეთვე მათ მიერ გასაგზავნი წერილებისა და გზავნილების დათვალიერების და შემოწმების უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემაში ელექტრონული საშუალების ტექნიკური უზრუნველყოფა; გ) ზედამხედველობისა და კონტროლის საინჟინრო და ოპერატიულ-ტექნიკური საშუალებების პერიოდული შემოწმება მათი გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნების მიზნით; დ) კომპეტენციის ფარგლებში საგანგებო სიტუაციებში მოქმედების დროს დეპარტამენტის სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა; ე) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოებში ტექნიკური საშუალებების პერიოდული შემოწმება მათი გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნების მიზნით; ვ) შემოსული კორესპონდენციის განხილვა და მათზე შესაბამისი რეაგირების განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში; ზ) კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება; თ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. მუხლი 19🔗. პულტის განყოფილება პულტის განყოფილების  ფუნქციებია: ა) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემაში ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის, კონტროლის და ამ პროცესის შედეგად მიღებული ინფორმაციის ჩაწერის საერთო კოორდინაცია და ანალიზი; ბ) შემოსული კორესპონდენციის განხილვა და მათზე შესაბამისი რეაგირების განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში; გ) კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება; დ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. მუხლი 20🔗. საინფორმაციო ტექნოლოგიების განყოფილება საინფორმაციო ტექნოლოგიების განყოფილების  ფუნქციებია: ა) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოებში კომპიუტერული ქსელების გამართული მუშაობის, კომპიუტერული ტექნიკის გამართულ მდგომარეობაში ყოფნისა და კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა; ბ) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოების თანამედროვე კომპიუტერული პროგრამებით უზრუნველყოფა; გ) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოებში არსებული მონაცემთა ელექტრონული ბაზების ოპერირების უზრუნველყოფა, მათზე დაშვების ტექნიკური უზრუნველყოფა და კონტროლი; დ) პროგრამული საშუალებების პერიოდული შემოწმება მათი გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნების მიზნით; ე) შემოსული კორესპონდენციის განხილვა და მათზე შესაბამისი რეაგირების განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში; ვ) დაწესებულებების ტერიტორიებზე სასაშვო-გამშვები პუნქტების ფუნქციონირების ტექნიკური უზრუნველყოფა; ზ) კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება; თ)  საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.