⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (22.02.2018)
გაუქმებულია:

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისა და გამოსწორების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის, ჩაბარების და სასამართლოში გადაგზავნის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 06.04.2015
ძალის დაკარგვა 22.02.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №7-32
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.101.016145
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/04/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 962 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.04.2015 მიღება
22.02.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისა და გამოსწორების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის, ჩაბარების და სასამართლოში გადაგზავნის წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №7-32 2015 წლის 6 აპრილი ქ. თბილისი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისა და გამოსწორების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის, ჩაბარების და სასამართლოში გადაგზავნის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 68-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე, 208-ე, 239-ე მუხლის მე-14 ნაწილის, 240-ე, 241-ე, 252-ე და 270-ე მუხლების, ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-96 დადგენილების შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: 1. დამტკიცდეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისა და გამოსწორების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის, ჩაბარების და სასამართლოში გადაგზავნის თანდართული წესი. 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი დანართი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის  150-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისა და გამოსწორების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის, ჩაბარების  და სასამართლოში გადაგზავნის  წესი მუხლი 1🔗. წესის რეგულირების საგანი  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის  150-ე მუხლით გათვალისწინებული  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისა და გამოსწორების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის, ჩაბარების  და სასამართლოში გადაგზავნის  წესი (შემდგომში - წესი), განსაზღვრავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის, გამოსწორების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის  (შემდგომში - ოქმი) შედგენის, ჩაბარების და სასამართლოში გადაგზავნის პროცედურებს. მუხლი 2🔗. სამართალდამრღვევის გამოვლენასა და ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირები  1. სამართალდამრღვევის გამოვლენა ხდება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის  მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის (შემდგომში - სამართალსუბიექტი) საამისოდ უფლებამოსილ მოსამსახურეების (შემდგომში - თანამშრომელი) მიერ, სამართალდარღვევის ადგილზე იდენტიფიცირების გზით. 2. ოქმის ბურთულიანი კალმით შედგენაზე უფლებამოსილნი არიან თანამშრომლები, რომელთა ნუსხას   სამართალსუბიექტი განსაზღვრავს ბრძანებით.  მუხლი 3🔗. სამართალდამრღვევის იდენტიფიცირება  1. თუ სამართალდამრღვევს აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთი, ან არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ და როდესაც თანამშრომელი თვლის, რომ სამართალდარღვევა არ საჭიროებს დამატებით ადმინისტრაციულ გამოკვლევას, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლის საფუძველზე თანამშრომელი უფლებამოსილია სამართალდამრღვევს შეუდგინოს ოქმი და ამის თაობაზე ვალდებულია აცნობოს სამართალდამრღვევს.  2. თუ სამართალდამრღვევს არ აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები და არ არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ,  თანამშრომელი უფლებამოსილია მიმართოს პოლიციას, პიროვნების დადგენის მიზნით. მუხლი 4🔗. ოქმის შედგენის წესი 1. თანამშრომელი, სამსახურეობრივი უფლებამოსილების განხორციელებისას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის მიზნით, უფლებამოსილია კალენდარული წლის განმავლობაში, ნებისმიერ დროს, შეუზღუდავად განახორციელოს შემოწმება. 2. სამართალსუბიექტი უფლებამოსილია თანამშრომელი აღჭურვოს შესაბამისი ელექტრონული მოწყობილობით, რომლის მეშვეობით თანამშრომელი უფლებამოსილია დააფიქსიროს ადმინისტრაციული სამართლადარღვევის ფაქტი (მათ შორის ოქმის შედგენის პროცესი). ელექტრონული მოწყობილობით დაფიქსირებული ინფორმაცია (პერსონალური მონაცემები) დაცული უნდა იქნეს მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. თანამშრომელი, სამართალდამრღვევის  ვინაობის დადგენის შემდეგ,  ადგენს ოქმს ამ მუხლით გათვალისწინებული წესით. 4. თანამშრომელი ვალდებულია სამართალდამრღვევს განუმარტოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის უფლებები და მოვალეობები, რაც აისახება ოქმში და სამართალდამრღვევი ადასტურებს შესაბამის გრაფაში ხელმოწერით; 5. ოქმი დგება ორ ეგზემპლარად. პირველი ეგზემპლარი (ორიგინალი) რჩება თანამშრომელთან, ხოლო მეორე ეგზემპლარი გადაეცემა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს. თუ სამართალდამრღვევი არ იმყოფება ადგილზე, ოქმი გადაეგზავნება ფოსტის მეშვეობით. 6. ოქმში მონაცემები შეიტანება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი ოქმი. ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც ოქმის შემვსები მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით, აბარებს ოქმის გაცემაზე პასუხისმგებელ თანამშრომელს. 7. ოქმში შეტანილ უნდა იქნეს შემდეგი მონაცემები: ა) შედგენის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) და შედგენის ადგილი; ბ) თანამშრომლის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი, გვარი; გ) სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი; დ) სამართალდამრღვევის საიდენტიფიკაციო მონაცემები: ფიზიკური პირის შემთხვევაში: მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის რეკვიზიტები (პირადი ნომერი, სახელი და გვარი), მისამართი (რეგისტრაციის და სხვა), სამუშაო ადგილი; იურიდიული პირის შემთხვევაში: მისამართი, სახელწოდება, საიდენტიფიკაციო მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი ფიზიკური პირის სახელი, გვარი, თანამდებობა; ე) სამართალდარღვევის შინაარსი და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევთა კოდექსის 150-ე მუხლი. ვ) სამართალდამრღვევის ახსნა-განმარტება. ზ) ოქმის შემდგენელი პირის ხელმოწერა; თ) სამართალდამრღვევის პირის ხელმოწერა; ი) მოწმე(ები) (არსებობის შემთხვევაში):  პირადობის მოწმობის ნომერი, სახელი და გვარი, ხელმოწერა, მისამართი; კ) დაზარალებულ(ებ)ი: პირადობის მოწმობის ნომერი, სახელი და გვარი, ხელმოწერა, მისამართი; ლ)  ინფორმაცია ოქმის ასლის ჩაბარებაზე და სამართალდამრღვევის, ხელმოწერა. 8. თუ სამართალდამრღვევი უარს აცხადებს ოქმის ხელმოწერაზე ან ჩაბარებაზე, ამის შესახებ ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი ოქმის შემდგენი თანამშრომლის მიერ.  სამართალდამრღვევი უფლებამოსილია მისცეს ახსნა-განმარტებები, გააკეთოს შენიშვნები ოქმის შინაარსთან დაკავშირებით, ასევე ჩამოაყალიბოს ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები, რაც შეტანილი უნდა იქნეს ოქმში. სამართალდამრღვევს გადაეცემა ოქმის ასლი, ხოლო თუ სამართალდამრღვევი უარს აცხადებს ასლის მიღებაზე, თანამშრომელი ამას აღნიშნავს ოქმში, რის შემდეგაც ოქმის ასლი ითვლება ჩაბარებულად. 9. ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენელი  თანამშრომელი და ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი პირი. იმ შემთხვევაში თუ სამართალდამრღვევი უარს აცხადებს ოქმზე ხელის მოწერას, მაშინ ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენელი  თანამშრომელი,  მოწმე ან  სხვა მონაწილე პირი.  10. სამართალსუბიექტი, ოქმის შედგენიდან 10 დღის ვადაში, ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს. მუხლი 5🔗. სამართალდარღვევის გამოსწორების წესი 1. სამართალდარღვევის აღმოფხვრის ვალდებულება ეკისრება სამართალდამრღვევს. 2. იმ შემთხვევაში თუ  ვერ დგინდება სამართალდამრღვევი პირი, ან იმ უძრავი ქონების მესაკუთრე, რომელზეც განხორციელებულია სამართალდარღვევა ან/და სამართალდამრღვევი პირი სამართალსუბიექტის მიერ მის მიმართ გაცემული წერილობითი გაფრთხილების მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში არ აღმოფხვრის სამართალდარღვევას ან უარს განაცხადებს სამართალდარღვევის აღმოფხვრაზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური ვალდებულია, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წერილობითი შეტყობინების საფუძველზე, უზრუნველყოს სამართალდარღვევის  აღმოფხვრა. უძრავი ქონების მესაკუთრის ან/და სამართალდამრღვევი პირის მიერ ამ პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში  დარღვევის აღმოფხვრაზე  უარად განიხილება შესაბამის წერილობით გაფრთხილებაზე პასუხის სამართალსუბიექტისათვის წარუდგენლობა. 3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ ინფორმაციისა და მათი საფასურის განმსაზღვრელი  დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური სამართალდამრღვევ პირს დააკისრებს მიყენებული ზიანის ანაზღაურებას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-40​1 მუხლით გათვალისწინებული წესით. მუხლი 6🔗. ოქმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი ოქმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი განისაზღვრება ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-96 დადგენილების შესაბამისად. მუხლი 7🔗. სასამართლოში გადაგზავნა   ოქმი დაუყოვნებლივ ეგზავნება სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე. მუხლი 8🔗. დასკვნითი დებულება  ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.