ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 თებერვლის №13 დადგენილების „ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ №1 და №2 დანართში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №31 |
|
2015 წლის 7 აპრილი ქ. ბაღდათი |
|
2. ხარჯების ოდენობის განსაზღვრისათვის გათვალისწინებულ იქნეს საკრებულოს წევრის მიერ საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების სხდომებში, ასევე საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფებში საკრებულოს თითოეული წევრის ფაქტობრივი დასწრების მონაცემები. ამ მონაცემების საფუძველზე საკრებულოს აპარატი ადგენს ინფორმაციას (მოხსენებით ბარათს), როგორც წესი თვის 20 რიცხვიდან მომდევნო თვის 20 რიცხვამდე არსებული მდგომარეობით ( თუ შესაბამისი რიცხვი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან/და დასვენების დღეს - მომდევნო სამუშაო დღეს) მომდევნო სამუშაო დღეს. საკრებულოს ბიურო უფლებამოსილია, საკრებულოს კონკრეტული წევრისათვის განსაზღვროს ანაზღაურების ოდენობა, საკრებულოს რომელიმე წევრის(წევრების) მიერ საკრებულოსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღების (დასწრების) ფაქტობრივ მონაცემებზე დაყრდნობით.
3. საკრებულოს წევრი, რომელიც არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდება საკრებულოს სხდომაზე, თითოეული სხდომის გაცდენისათვის დაუკავდება 50 (ორმოცდაათი) ლარი, ხოლო ცალკეული ორგანოების (კომისია, ფრაქცია, დროებით სამუშაო ჯგუფები) სხდომების არასაპატიო მიზეზით თითოეული გაცდენისათვის 20 (ოცი) ლარი.
4. საკრებულოს წევრმა საკრებულოს კომისიისა და საკრებულოს სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზი წინასწარ, სხდომის დაწყებამდე, წერილობითი განცხადებით უნდა აცნობოს შესაბამისი სხდომის თავმჯდომარეს.
5. თუ საკრებულოს წევრი, მისთვის დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ვერ გამოცხადდა საკრებულოს კომისიის ან საკრებულოს(ბიუროს) სხდომაზე და გამოუცხადებლობის მიზეზის შესახებ სხდომის დაწყებამდე ვერ წარმოადგინა წერეილობითი განცხადება, შესაბამისი სხდომის ჩატარებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში უნდა წარმოადგინოს საპატიო მიზეზის არსებობის დამადასტურებელი ცნობა, წინააღმდეგ შემთხვევაში - სხდომაზე გამოუცხადებლობა ჩაეთვლება არასაპატიო მიზეზად.
2. საკრებულოს წევრი როგორც წესი, ყოველი თვის 20 რიცხვში ( თუ შესაბამისი თვის 20 რიცხვი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან/და დასვენების დღეს- მომდევნო სამუშაო დღეს) საკრებულოს აპარატს წარუდგენს განცხადებას, რომელშიც მითითებული უნდა იყოს ამომრჩევლებთან შეხვედრისათვის ან/და საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის კონკრეტული დავალების (დავალებების) შესრულება, სათანადო თანდართული დოკუმენტაციით ჩატარებული შეხვედრების (ოქმი) და შესრულებული დავალების შესახებ.
3. საკრებულოს წევრს ამომრჩევლებთან შეხვედრებისათვის ამ მუხლით განსაზღვრული თანხის ზღვრული ოდენობა აუნაზღაურდება მაქსიმუმ 4 შეხვედრისათვის თვეში.
4. საკრებულოს წევრს ამომრჩევლებთან შეხვედრებისათვის მაქსიმალურად განსაზღვრულ ოდენობაზე ნაკლები შეხვედრის ჩატარებისათვის ანაზღაურება ამ მუხლისათვის შეუმცირდეს თითოეულ შეხვედრაზე 50 (ორმოცდაათი) ლარით.
|