„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 17 დეკემბრის №176 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება №25 |
|
2015 წლის 8 აპრილი ქ. თბილისი |
„3. უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემაში უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფა;
ბ) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ინფრასტრუქტურული, ტექნიკური და ტექნოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
გ) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემაში სამართლებრივი რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა;
დ) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საინფორმაციო-ანალიტიკური საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა;
ე) კომპეტენციის ფარგლებში სხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა;
ვ) დაწესებულებებში უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებული ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეგროვება, ანალიზი, შესაბამისი წინადადებების შემუშავება და დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილისთვის წარდგენა;
ზ) უსაფრთხოების დაცვის მიზნით მსჯავრდებულთა დაწესებულებებში და საკნებში/საკნის ტიპის საცხოვრებელში გადანაწილების პროცესის კოორდინაცია, ანალიზი, შესაბამისი წინადადებების შემუშავება და დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილისთვის წარდგენა;
თ) დაწესებულებების ტერიტორიებზე სასაშვო-გამშვები პუნქტების ფუნქციონირების ტექნიკური უზრუნველყოფა და სასაშვო-გამშვები რეჟიმის ორგანიზების კონტროლი;
ი) მსჯავრდებულთა მიერ სამრეწველო მოწყობილობების, სამუშაო ინსტრუმენტების, ელექტროენერგიის, ნედლეულისა და მასალების არადანიშნულებისამებრ ან ფარულად გამოყენების აღკვეთის, აგრეთვე მსჯავრდებულთა მიერ სხვადასხვა ნაგებობების, მოწყობილობების, სათავსოების თვითნებურად აგების/გადაკეთების აღკვეთის კოორდინაცია, ანალიზი და წინადადებების შემუშავება;
კ) მსჯავრდებულთა პირადი ნივთებისა და სათავსოების, აგრეთვე დაწესებულებათა საცხოვრებელი, სასწავლო/სარეკრეაციო და საწარმოო სივრცეების დათვალიერების, აკრძალული საგნების, ნივთიერებებისა და კვების პროდუქტების ამოღების კოორდინაცია, ანალიზი და წინადადებების შემუშავება;
ლ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სატელეფონო საუბრებზე კონტროლის განხორციელების, მათთვის განკუთვნილი, აგრეთვე მათ მიერ გასაგზავნი წერილებისა და გზავნილების დათვალიერების და შემოწმების უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
მ) დაწესებულებების ტერიტორიაზე წარმოებულ დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებზე კონტროლი;
ნ) ზედამხედველობისა და კონტროლის საინჟინრო და ოპერატიულ-ტექნიკური საშუალებების და პროგრამული საშუალებების პერიოდული შემოწმება მათი გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნების მიზნით;
ო) დაწესებულებების საინჟინრო-ტექნიკური პერსონალის მიერ მოწყობილობების გამოყენების დადგენილი მოთხოვნების დაცვაზე, მსჯავრდებულთათვის ბასრი, მჭრელი და მჩხვლეტავი ინსტრუმენტების გაცემა-ჩაბარებაზე კონტროლი;
პ) დაწესებულებებში კრიმინალური გავლენების გამოვლენა და ანალიზი, კრიმინალური სუბკულტურის წარმომადგენლების და სამართლებრივი რეჟიმის სისტემატურად დამრღვევი პირების გამოვლენა და აღრიცხვა;
ჟ) დაწესებულებებში შექმნილი ვითარების საერთო კონტროლი, ანალიზი, შესაბამისი წინადადებების შემუშავება და დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილისთვის წარდგენა;
რ) კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტში არსებული სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი დოკუმენტების აღრიცხვა და დაცვა;
ს) დაწესებულებებში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გამოყოფილი ძალებისა და საშუალებების განლაგების გეგმების შედგენა და მათი შესრულების კოორდინაცია;
ტ) დაწესებულებებში უსაფრთხოების ფუნქციების განმახორციელებელ პირთათვის სპეციალური სამსახურებრივი მითითებების მიცემა და მათი შესრულების შეფასება;
უ) დაწესებულებაში აკრძალული საგნებისა და ნივთიერებების მიღების არხების გამოვლენისა და აღკვეთის უზრუნველყოფის კოორდინაცია, ანალიზი და წინადადებების შემუშავება;
ფ) კომპეტენციის ფარგლებში საგანგებო სიტუაციებში მოქმედების დროს დეპარტამენტის სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა;
ქ) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოებში კომპიუტერული ქსელების გამართული მუშაობის, კომპიუტერული ტექნიკის გამართულ მდგომარეობაში ყოფნისა და კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა;
ღ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანისა და ექსტრადირებისას საშიშროების რისკების შეფასება და წინადადებების წარდგენა დაწესებულებებისათვის და დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის;
ყ) სისტემის ორგანოების თანამედროვე კომპიუტერული პროგრამებით უზრუნველყოფა;
შ) ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოებთან თანამშრომლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ჩ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაწესებულების დებულებისა და დღის განრიგის დაცვის, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შეხვედრების განხორციელების ზედამხედველობა;
ც) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა განთავსებისა და სამუშაო ადგილებში მათ ქცევაზე ვიზუალური და ელექტრონული მეთვალყურეობის განხორციელების კოორდინაცია, ანალიზი, შესაბამისი წინადადებების შემუშავება და დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილისთვის წარდგენა;
ძ) დაწესებულების ტერიტორიაზე მსჯავრდებულთა გადაადგილების, მათ მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ტანსაცმლის, აქსესუარების, სამკერდე და სხვა ამოსაცნობი ნიშნების გამოყენების დაცვაზე კონტროლის კოორდინაცია, ანალიზი და წინადადებების შემუშავება;
წ) დაწესებულებების თანამშრომელთა და დაწესებულებებში მყოფ პირთა მიერ ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან ურთიერთობის დადგენილი წესების დაცვაზე კონტროლის კოორდინაცია, ანალიზი; შესაბამისი წინადადებების შემუშავება და დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილისთვის წარდგენა;
ჭ) საჭიროების შეთხვევაში, დაწესებულებაში სამართლებრივი რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული ღონისძიებების უშუალო დაგეგმვა და განხორციელება დაწესებულების თანამშრომლებთან ერთად, აგრეთვე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების და უსაფრთხოების განყოფილების თანამშრომლებისთვის კომპეტენციის ფარგლებში დახმარების აღმოჩენა;
ხ) დაწესებულებების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილებების და უსაფრთხოების განყოფილებების საქმიანობის კოორდინაცია, კონტროლი, წინადადებების შემუშავება;
ჯ) დაწესებულებებში სამართლებრივი რეჟიმის დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში არსებული პრაქტიკის პერიოდული ანალიზი, ანალიზის შედეგად არსებული ხარვეზების აღმოჩენა და მათი გადაჭრის სტრატეგიული გეგმების შემუშავება;
ჰ) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემაში ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის, კონტროლის და ამ პროცესის შედეგად მიღებული ინფორმაციის ჩაწერის საერთო კოორდინაცია, ანალიზი და ელექტრონული საშუალების ტექნიკური უზრუნველყოფა;
ჰ1) სისტემის ორგანოებში არსებული მონაცემთა ელექტრონული ბაზების ოპერირების უზრუნველყოფა, მათზე დაშვების ტექნიკური უზრუნველყოფა და კონტროლი;
ჰ2) შემოსული კორესპონდენციის განხილვა და მათზე შესაბამისი რეაგირების განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში;
ჰ3) სისტემის ორგანოების კინოლოგიური მომსახურება;
ჰ4) შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ჰ5) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.“.
|