სს "კავკასრეესტრი"-ს განცხადება აქციონერთა მორიგი კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
სს „კავკასრეესტრის” აქციონერთა მორიგი კრების მოწვევის შესახებ
2015 წლის 21 მაისს, 15 საათზე, ჩატარდება სს „კავკასრეესტრის” აქციონერთა მორიგი კრება.
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი:
1. სს „კავკასრეესტრის“ 2014 წლის ანგარიში;
2. 2014 წლის მოგების ნაწილის დივიდენდის სახით განაწილება ერთ აქციაზე ხუთი ლარის ოდენობით;
სს „კავკასრეესტრის“ დირექტორისა და სამეთვალყურეო საბჭოს რეკომენდაციები დღის წესრიგთან დაკავშირებით:
1. დღის წესრიგის პირველ საკითხთან დაკავშირებით:
“დამტკიცდეს სს „კავკასრეესტრის“ 2014 წლის ანგარიში”;
2. დღის წესრიგის მეორე საკითხთან დაკავშირებით:
“მიღებულ იქნას სამეთვალყურეო საბჭოს მიერ წარმოდგენილი დირექტორთან ერთობლივი წინადადება მოგების გამოყენების შესახებ - 2014 წლის მოგების ნაწილი განაწილებულ იქნეს დივიდენდის სახით ერთ აქციაზე ხუთი ლარის ოდენობით”;
სს „კავკასრეესტრის“ სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, რიგგარეშე კრების სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2015 წლის 7 აპრილი. საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ იმ აქციონერებს, რომლებსაც აქციაზე საკუთრების უფლება ჰქონდათ ამ დღისათვის. აქციონერებს შესაძლებლობა აქვთ კრებამდე გაეცნონ საზოგადოების ფინანსურ ანგარიშს.
კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში, 10.00-დან 17.30 საათამდე, სს „კავკასრეესტრის“ აქციათა რეესტრში, რომელსაც აწარმოებს სს „კავკასრეესტრი“, შეგიძლიათ შეამოწმოთ კრებაში თქვენი მონაწილეობის უფლება, რისთვისაც თან უნდა იქონიოთ სათანადო საიდენტიფიკაციო დოკუმენტი.
2015 წლის 21 მაისს, 14.30 საათიდან 15 საათამდე ხმის უფლების მქონე აქციონერმა ან მისმა უფლებამოსილმა წარმომადგენელმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია კრებაზე დასასწრებად.
კრება ჩატარდება შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, მოსაშვილის ქუჩა 11 (ილია ჭავჭავაძის გამზირი 74/11), მე-2 სართული, სს „კავკასრეესტრის“ ოფისი.