ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 07.04.2015
გამომცემი ორგანო ახალგორის მუნიციპალიტეტი
ნომერი №12
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.150.016084
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/04/2015
matsne.gov.ge 515 სიტყვა · ~3 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ბალაშვილი საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 04.10.2024 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 02.09.2014 მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 07.10.2014 ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 23.04.2018 ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 27.12.2022

დოკუმენტის ტექსტი

ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №12 2015 წლის 7 აპრილი ს. წეროვანი ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ   საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის  პირველი პუნქტის ,,გ.ბ’’ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულება. /თან ერთვის/ მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ბალაშვილი ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დ ე ბ უ ლ ე ბ ა  მუხლი 1🔗. ზოგადი დებულება ეს დებულება განსაზღვრავს ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის (შემდგომში - სამსახური) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. სამსახური არის ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც სამართლებრივად უზრუნველყოფს ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის საქმიანობას და სამსახურის კომპეტენციაში შემავალი სხვა საკითხების გადაწყვეტას. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით,  ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“, ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 დეკემბრის  №28 დადგენილებით,  ამ დებულებით და სხვა სამართლებრივი აქტებით.  სამსახური თავისი  ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს მუნიციპალიტეტს. სამსახური ანგარიშვალდებულია და პასუხისმგებელია ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე. მუხლი 2🔗. იურიდიული სამსახურის ფუნქციები სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს: ა) გამგეობის სამართლებრივ მომსახურებას; ბ) ორგანიზებას უწევს ახალგორის მუნიციპალიტეტის და მისი თანამდებობის პირების საქმიანობას, სამართლებრივ უზრუნველყოფას; გ) ახორციელებს ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას, სამართლებრივ ექსპერტიზასა და მათ ვიზირებას; დ) აწარმოებს სამსახურში მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და სხვა დოკუმენტების ( ასევე დოკუმენტების პროექტების) ანალიზს და განაზოგადებს წინადადებებს მათი სრულყოფის თაობაზე; ე) სასამართლო ორგანოებში, სახელმწიფო ორგანოებთან და მესამე ( ფიზიკურ და იურიდიულ) პირებთან ურთიერთობისას წარმოადგენს ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობას; ვ) გამგეობაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, გარიგებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის  ოქმებისა და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ ექსპერტიზასა და მათ ვიზირებას; ზ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და გამგებლის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას. მუხლი 3🔗. სამსახურის სტრუქტურა იურიდიული სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და მოსამსახურისაგან. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ დებულებით. სამსახურის სპეციალისტი არის საჯარო მოსამსახურე, რომელიც ასრულებს კანონმდებლობით და ამ დებულებით დაკისრებულ ფუნქციებს. მუხლი 4🔗. სამსახურის უფროსი სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი. სამსახურის უფროსი: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) უნაწილებს ფუნქციებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეს; გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით: საჯარო მოსამსახურის წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, საჯარო მოსამსახურის მორიგი დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურის სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმის წესს, ფორმებსა და მეთოდებს, სამსახურის საჯარო მოსამსახურის თანამდებობრივ მოვალეობებს; ე) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე. მუხლი 5🔗. სამსახურის საჯარო მოსამსახურე სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით სამსახურის უფროსის უფლება- მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის საჯარო მოსამსახურე. სამსახურის საჯარო მოსამსახურეს, სამსახურის დებულებიდან გამომდინარე, ევალება სამსახურის უფროსის სხვა შესაბამისი დავალებების შესრულება და უზრუნველყოფა. პასუხისმგებელია სამსახურის უფროსისადმი სწორი რეკომენდაციის მომზადებაზე, გამგეობის საქმიანობასთან დაკავშირებით წარმოშობილ  ცალკეულ  სამართლებრივ საკითხებზე და გამგეობის თანამშრომელთა კონსულტირებაზე საქართველოში მოქმედ კანონდებლობასთან შესაბამისობაში. მუხლი 6🔗. დასკვნითი დებულება დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება დადგენილი წესით. ყველა ის საკითხი, რომელსაც არ ითვალისწინებს დებულება, რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. სამსახურის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.