„საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 27 იანვრის №05/09 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№05/52
სარეგისტრაციო კოდი
010320010.22.054.016177
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/04/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის

ბრძანება №05/52

2015 წლის 15 აპრილი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 27 იანვრის №05/09 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 27 იანვრის №05/09 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დებულების  მე-16 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „დ)“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) დეპარტამენტის სპეციალისტი“.

2. დებულების მე-17  მუხლის  მე-4 პუნქტის „ი)“ „უ)“ და „ფ)“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) ახორციელებს შიდა აუდიტის ობიექტისთვის მიცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგს;“.

„უ)  მინისტრს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგენს ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ;“.

„ფ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით და შიდა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს.“.

3. დებულების მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 18. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეები

1. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეები ანგარიშვალდებულნი არიან მინისტრის და დეპარტამენტის დირექტორის წინაშე.

3. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეები თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ასრულებენ დეპარტამენტის დირექტორის მიერ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს;

ბ) ზედამხედველობენ დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

გ)  გადაწყვეტილებებს იღებენ მათზე დაწერილ დოკუმენტაციაზე;

დ) პასუხისმგებელნი არიან მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე;

ე) ასრულებენ მინისტრის და დეპარტამენტის დირექტორის  კანონშესაბამის დავალებებს, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.“.

4. დებულების მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 19. დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შესრულება

დეპარტამენტის დირექტორის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს ერთ-ერთი მოადგილე კომპეტენციის ფარგლებში, რაც განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრიმიხეილ გიორგაძე