წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 08.04.2015
ძალის დაკარგვა 03.05.2016
გამომცემი ორგანო წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №32
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.122.016297
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/04/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 6,812 სიტყვა · ~34 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
08.04.2015 მიღება
03.05.2016 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (1)
განაცხადი
აუქციონში მონაწილეობის მსურველის მიერ აუქციონატორისადმი აუქციონში მონაწილეობის სურვილის წერილობითი გამოხატვა, რითაც ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება აუქციონის წესსა და აუქციონის პირობებს (პირობებიანი აუქციონის შემთხვევაში). განაცხადში აღინიშნება ინფორმაცია აუქციონის მონაწილის შესახებ, მუნიციპალიტეტის ქონების დასახელება, ლოტის ნომერი, საფასური და სხვა ინფორმაცია
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ახალაძე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №32 2015 წლის 8 აპრილი ქ. წყალტუბო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე’’ პუნქტის „ე.გ.“ ქვეპუნქტის, 115-ე მუხლის, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდქსის’’ 61-ე მუხლის შესაბამისად, წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს : მუხლი 1🔗 დამტკიცდეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესები დანართი N1-ის   შესაბამისად. მუხლი 2🔗  ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საჯარო და ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზების, საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 დეკემბრის N95 დადგენილება. /www.matsne.gov.ge  30/12/2014. 190020020.35.122.016264/. მუხლი 3🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 დეკემბრის N93 დადგენილება. /www.matsne.gov.ge  30/12/2014. 190020020.35.122.016262/ მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ახალაძე დანართი №1  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესები თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗.  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესების რეგულირების სფერო ეს წესი შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების შესაბამისად და განსაზღვრავს წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესებს. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ქონების მმართველი - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო; ბ) წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო - გამგებელი; გ) ქონების შემძენი - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების პროცესში მონაწილეობის უფლების მქონე ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან ასეთ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ან საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია; დ) განკარგვა − წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზება, სარგებლობის უფლებით გადაცემა, მართვის უფლებით გადაცემა ან სახელმწიფოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემა; ე) პრივატიზება − წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონების ფიზიკური ან/და იურიდიული პირისთვის საკუთრებაში გადაცემა, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  (შემდგომში - კოდექსი) დადგენილი ფორმითა და წესით; ვ) სარგებლობის უფლებით გადაცემა − წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონების ფიზიკური, საჯარო ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირისთვის სარგებლობის უფლებით გადაცემა, კოდექსით დადგენილი წესით; ზ) მართვის უფლებით გადაცემა − წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წილებისა და აქციების ფიზიკური ან/და იურიდიული პირისთვის გადაცემა, კოდექსით დადგენილი წესით; თ) წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ჩამონათვალი; ი) პრივატიზაციის გეგმა - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული,  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის საფუძველზე შედგენილი გეგმა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტის დასახელების, მდებარეობის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, აუქციონის ფორმის (უპირობო ან პირობებიანი), აუქციონის შემდგომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდის სავარაუდო პერიოდის ან/და პერიოდულობის შესახებ; კ) უპირობო აუქციონი - აუქციონი, რომლის შედეგადაც საკუთრების/სარგებლობის უფლება მიენიჭება აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც ვაჭრობის პროცესში აუქციონატორს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს; ლ) პირობებიანი აუქციონი - აუქციონი, რომლის შედეგადაც საკუთრების/სარგებლობის უფლება მიენიჭება აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში აუქციონატორს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს; მ) ვადაგაგრძელებული აუქციონი - აუქციონი, რომელიც იმართება იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდა აუქციონის ფორმით გატანილი მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა და ამასთან, წყალტუბოს მუნიციპალი­ტეტის აღმასრულებელმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება, ამ ქონების იმავე პირობებით ვადაგაგრძელებული აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ; ნ) განმეორებითი აუქციონი - აუქციონი, რომელიც იმართება იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდა აუქციონის ფორმით გატანილი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა და ამასთან, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება, ამ ქონების შეცვლილი საწყისი საპრივატიზებო საფასურით ან/და პირობებით, აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ; ო) აუქციონატორი - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო; პ) განაცხადი – აუქციონში მონაწილეობის მსურველის მიერ აუქციონატორისადმი აუქციონში მონაწილეობის სურვილის წერილობითი გამოხატვა, რითაც ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება აუქციონის წესსა და აუქციონის პირობებს (პირობებიანი აუქციონის შემთხვევაში). განაცხადში აღინიშნება ინფორმაცია აუქციონის მონაწილის შესახებ, მუნიციპალიტეტის ქონების დასახელება, ლოტის ნომერი, საფასური და სხვა ინფორმაცია; ჟ) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია - აუქციონში მონაწილეობის მისაღებად აუქციონში მონაწილეობის მსურველის მიერ წარსადგენი წინასწარ განსაზღვრული ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია; რ) ბე - აუქციონში მონაწილეობის მისაღებად წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ მითითებულ ანგარიშზე აუქციონში მონაწილეობის მსურველის მიერ გადასახდელი თანხა; ბეს გადახდას უთანაბრდება აუქციონში მონაწილეობის მსურველის საბანკო ანგარიშზე არსებული თანხის გაყინვა, რომელიც წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს გადაერიცხება აუქციონის მონაწილის აუქციონში გამარჯვებისთანავე ან კოდექსითა და ამ წესით დადგენილი წესისა და პირობების დარღვევის შემთხვევაში; ს) წილები და აქციები - შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული წილები და აქციები; ტ) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის გააქტიურება ელექტრონულად - საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული ელექტრონული საბანკო გარანტიის ამოქმედება, რომლის რეგისტრაციის ნომრისა და PIN კოდის წარდგენის შემდეგ, მომხმარებელი ავტომატურად ერთვება ვაჭრობაში; უ) ლოტი - აუქციონის ფორმით განსაკარგად გატანილი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონება. ერთ ლოტში შესაძლებელია, გაერთიანდეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე ქონება; ფ) მომხმარებელი - შესაბამის ვებგვერდზე დარეგისტრირებული ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველი; ქ) საგარანტიო თანხა - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ, ელექტრონულ აუქციონში მონაწილედ დარეგისტრირების უზრუნველსაყოფად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონების ელექტრონულ აუქციონზე გატანის მიზნით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონების შეძენით დაინტერესებული პირისათვის მოთხოვნილი თანხა. მუხლი 3🔗. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემასთან დაკავშირებული დავების გადაწყვეტის წესი 1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემასთან დაკავშირებული დავები განიხილება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის პრივატიზებულ ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხის სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი. მუხლი 4🔗. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილება მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემასთან დაკავშირებით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარდგინებით, დაადგინოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემასთან დაკავშირებით, კოდექსით და ამ წესით გათვალისწინებულის გარდა, დამატებითი წესები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება და გამომდინარეობს მათგან. მუხლი 5🔗. ელექტრონული აუქციონის ფორმით  მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზება 1. ელექტრონული აუქციონის ფორმით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის მიხედვით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული პრივატიზაციის გეგმის შესაბამისად. 2. ელექტრონული აუქციონის ფორმით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზება შეიძლება განხორციელდეს უპირობოდ ან პირობებით. უპირობო ელექტრონული აუქციონისას, მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის ვალდებულებას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდა, ხოლო პირობებიანი ელექტრონული აუქციონისას, მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის ვალდებულებას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდა და მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ განსაზღვრული ელექტრონული აუქციონის პირობების შესრულება. 3. ელექტრონული აუქციონის ფორმით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების მიზანია, საკუთრების უფლება მიენიჭოს ელექტრონულ აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც ვაჭრობის პროცესში აუქციონატორს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს, ხოლო თუ ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა პირობებით – საკუთრების უფლება მიენიჭოს ელექტრონულ აუქციონში მონაწილე პირს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში აუქციონატორს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს. 4. ელექტრონული აუქციონის ჩატარების პროცესს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვისას უზრუნველყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ვებგვერდზე www.eauction.ge. 5. ელექტრონული აუქციონის ფორმით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება ამ წესის მე-5 თავის შესაბამისად. 6. ელექტრონული აუქციონის ფორმით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი შეიძლება იყოს ამ წესის მე-2 მუხლის „გ“ პუნქტით განსაზღვრული პირი ან პირთა გაერთიანება. 7. ელექტრონული აუქციონის ფორმით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას ელექტრონული აუქციონი ცხადდება აღმასრულებელი ორგანოს მიერ. 8. ელექტრონული აუქციონის ჩატარებამდე ინფორმაცია ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველთა შესახებ (მათ შორის, ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობის შესახებ) კონფიდენციალურია. მუხლი 6🔗. ელექტრონული აუქციონის ჩატარების ორგანიზება 1. ელექტრონული აუქციონის ჩატარების/გამოცხადების ორგანიზებას ახორციელებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო. 2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია, მუნიციპალიტეტის ქონების შეძენით დაინტერესებულ პირს, მუნიციპალიტეტის ქონების ელექტრონულ აუქციონზე გატანის მიზნით, მოსთხოვოს მუნიციპალიტეტის ამ ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 10%-ის ოდენობის საგარანტიო თანხა (ელექტრონულ აუქციონში მონაწილედ დარეგისტრირების უზრუნველსაყოფად), რომლის წარდგენაც შეიძლება განხორციელდეს საბანკო გარანტიის ან უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით. ამ პუნქტით გათვალისწინებული საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 10 დღით უნდა აღემატებოდეს ელექტრონული აუქციონის დასრულების ვადას. 3. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 15 კალენდარული დღით აღემატება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდის ვადას, მაშინ შეიძლება, მისი ან ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით გადახდილი საგარანტიო თანხის გამოყენება, მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის თანხმობით, ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ე“ პუნქტით გათვალისწინებული მიზნისათვის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა ხორციელდება გააქტიურებით (ელექტრონულად). 4. თუ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონების შეძენით დაინტერესებულმა პირმა არ მიიღო ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობა, მაგრამ ამის მიუხედავად ელექტრონული აუქციონი შედგა, ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე წარდგენილი საგარანტიო თანხა უბრუნდება მის წარმდგენს, ელექტრონული აუქციონის დასრულების შემდეგ, მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. 5. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, ელექტრონული აუქციონის ფორმით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, ელექტრონული აუქციონის ფორმით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს თავის ვებგვერდზე www.tskaltubo.ge და ვებგვერდზე www.eauction.ge. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს დასახელებას; ბ) საპრივატიზაციო ობიექტის დასახელებას; გ) ელექტრონული აუქციონის დაწყებისა და დასრულების დროს, რომელიც არ უნდა იყოს 5 კალენდარულ დღეზე ნაკლები და 30 კალენდარულ დღეზე მეტი; დ) საპრივატიზაციო ობიექტის საწყის საპრივატიზებო საფასურს; ე) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს ოდენობას, რომელიც უნდა შეადგენდეს საპრივატიზაციო ობიექტის საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 10%-ს და არა უმეტეს 80%-ს. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 15 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდის ვადას; ვ) ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესს; ზ) ელექტრონული აუქციონის პირობებს (პირობებიანი ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში); თ) ბიჯის სიდიდეს; ი) აუქციონის დაწყებისა და დასრულების დროს (თარიღი და საათი); კ) პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს საკონტაქტო ინფორმაციას; ლ) მუნიციპალიტეტის ქონებასთან დაკავშირებულ სხვა ინფორმაციას. 7. აქციების ან წილების პრივატიზების შემთხვევაში, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების გარდა, დამატებით, უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) იურიდიული პირის იურიდიულ მისამართს და საიდენტიფიკაციო ნომერს; ბ) გამოშვებული აქციების საერთო რაოდენობას; გ) ერთი აქციის ნომინალურ ღირებულებას; დ) აქციების ან წილის საწყის საპრივატიზებო საფასურს და წილს კაპიტალში; ე) ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან. 8.წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს უფლება აქვს მიიღოს მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტის შესახებ პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს ხელთარსებული, კანონმდებლობით დაშვებული, ნებისმიერი ინფორმაცია. 9. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ, ყველა დაინტერესებულ პირს უფლება აქვს წინასწარ გაეცნოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის  საპრივატიზაციო ობიექტს. მუხლი 7🔗. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის პირობები 1. ელექტრონული აუქციონი ტარდება მისი გამოცხადების დღიდან წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ, ვებგვერდზე www.eauction.ge გამოქვეყნებული წესებისა და ამ წესის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, რომლის განმავლობაშიც, დაინტერესებულ პირებს, რომლებიც ამ მუხლის მე-2 – მე-3 პუნქტების შესაბამისად, გაივლიან რეგისტრაციას ელექტრონულად, საშუალება ეძლევათ გააკეთონ სასურველი ფასის შეთავაზება, საწყის საპრივატიზებო საფასურზე დამატებით. 2. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა: ა) შესაბამის ვებგვერდზე დარეგისტრირება (რეგისტრირდებიან როგორც ფიზიკური, ასევე, იურიდიული პირები); ბ) რეგისტრაციის დროს ელექტრონული აუქციონის წესების გაცნობა და  მათზე თანხმობის გაცხადება; გ)პირობიანი აუქციონის შემთხვევაში, ელექტრონული აუქციონის პირობების გაცნობა. დ)საბანკო დაწესებულების მეშვეობით, აგრეთვე „ინტერნეტბანკინგის“, საბანკო პლასტიკური ბარათისა და სხვა ელექტრონული საშუალებების მეშვეობით, ,,ბე’’-ს გადახდა ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა/გააქტიურება (ელექტრონულად). 3. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველმა, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე ლოტის პრივატიზებისთვის მოწყობილ ელექტრონულ აუქციონში, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია უნდა წარადგინოს/გაააქტიუროს (ელექტრონულად) ან ბე უნდა გადაიხადოს თითოეული წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის საპრივატიზაციო ქონებისთვის ცალ-ცალკე. 4. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველს შეიძლება უარი ეთქვას ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობაზე, თუ დარღვეულია ამ მუხლის  მე-2 ან/და მე-3 პუნქტების მოთხოვნები. მუხლი 8🔗. ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი 1. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველი, ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილებისა და საწყის საპრივატიზებო საფასურზე ბიჯის დამატების შემთხვევაში, იძენს ელექტრონულ აუქციონში მონაწილის სტატუსს. 2. ელექტრონული აუქციონი ტარდება ონლაინ რეჟიმში. 3. ელექტრონული აუქციონის ვაჭრობის დროს ფასის მატება ჩანს ონლაინ რეჟიმში. 4. ელექტრონული აუქციონის დასაწყისად ითვლება მისი შესაბამის ვებგვერდზე გამოცხადების მომენტი. 5. ელექტრონულ აუქციონში მონაწილე პირს, რომელსაც სურს საწყისი საპრივატიზებო საფასურიდან დაიწყოს ვაჭრობა, ონლაინ რეჟიმში ამატებს ფასს (რაც ნიშნავს საწყის საპრივატიზებო საფასურზე ბიჯის დამატებას), რომელიც, ასევე, ფიქსირდება ონლაინ რეჟიმში. ვაჭრობა გრძელდება, სანამ რომელიმე მონაწილე არ დააფიქსირებს ყველაზე მაღალ ფასს. მუნიციპალიტეტის ქონება ითვლება გაყიდულად ელექტრონული აუქციონის იმ მონაწილეზე, რომლის მიერაც, ონლაინ რეჟიმში, ვაჭრობის დასრულების მომენტისთვის, შეთავაზებული იქნება ყველაზე მაღალი ფასი. 6. თუ ელექტრონული აუქციონის დასრულებამდე (მითითებული უნდა იყოს ელექტრონული აუქციონის ზუსტი დრო) ბოლო 2 წუთის განმავლობაში შეთავაზებული იქნება ახალი ფასი, მაშინ ფასის შეთავაზების დრო გაგრძელდება 2 წუთით, დასრულების მითითებული მომენტიდან. თუ ამ დროის განმავლობაში შეთავაზებული იქნება ახალი ფასი, დრო კიდევ გაგრძელდება 2 წუთით, სანამ არ დაფიქსირდება საბოლოო თანხა. მაგრამ, თუ დამატებული დროის განმავლობაში ახალი ფასი არ იქნება შეთავაზებული, ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდება საბოლოო ფასის შემთავაზებელი პირი. 7. ელექტრონული აუქციონის გამოცხადებიდან (დაწყებიდან) მის დასრულებამდე ნებისმიერ დროს მონაწილეს შეუძლია გადაიხადოს ,,ბე’’ ან წარადგინოს/გაააქტიუროს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია. ,,ბე’’-ს გადახდა ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა /გააქტიურება (ელექტრონულად),  განხორციელებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ გადახდა და წარდგენა/გააქტიურება (ელექტრონულად) შესაბამის სისტემაში, აისახება ელექტრონული აუქციონის დასრულებამდე. 8. ვაჭრობის დასრულებისას, გამარჯვებულსა და ელექტრონული აუქციონის სხვა მონაწილეებს, ელექტრონული გზით, გაეგზავნებათ ინფორმაცია ელექტრონული აუქციონის შედეგების შესახებ, რაც ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად. 9. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულს, ელექტრონული გზით, ეცნობება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების სრულად გადახდის თარიღი და პირობები, რაც ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად. 10. თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული პირები, რომლებმაც ამ წესის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადაიხადეს ბე ან წარადგინეს/გაააქტიურეს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ ამ წესის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე გადახდილი ბე ან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია სრულად ირიცხება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. 11. ელექტრონულ აუქციონში დამარცხებულ მონაწილეებს ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია დაუბრუნდებათ ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. 12. ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარდგენილი/გადახდილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე სრულად ირიცხება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, თუ: ა) ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა; ბ) ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა, აუქციონატორის მიერ განსაზღვრულ ვადაში, სრულად არ გადაიხადა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულება. 13. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე, აგრეთვე, სრულად ირიცხება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, თუ აუქციონის მონაწილემ დაარღვია კოდექსით და ამ წესით განსაზღვრული წესი ან/და პირობები. მუხლი 9🔗. მხარეთა უფლებები და მოვალეობები 1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია: ა) ნებისმიერ დროს შეცვალოს ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის წესი და ელექტრონული აუქციონის პირობები (პირობებიანი ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში) და განათავსოს შესაბამის ვებგვერდზე; ბ) შეწყვიტოს ნებისმიერი მომსახურება ტექნიკური პრობლემის, რაიმე შეცდომის, უზუსტობის, მომხმარებლის მხრიდან უკანონო მოქმედებების განხორციელების ან სხვა მიზეზების გამო, რომლებმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ვებგვერდს ან პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოს ან/და აუქციონის ჩამტარებელს; გ) შეაჩეროს ან შეწყვიტოს რეგისტრაცია და შესვლა ვებგვერდზე, თუ ჩათვლის, რომ მომხმარებელი მოქმედებს ამ წესის მოთხოვნათა დარღვევით; დ) ელექტრონული აუქციონის პროცესში რაიმე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, მიიღოს შესაბამისი ზომები. 2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების შემთხვევაში, ელექტრონულ აუქციონში მონაწილეს, მისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე, ელექტრონული აუქციონის დასრულებისას, 10 სამუშაო დღის ვადაში უბრუნდება ,,ბე’’/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, თუ შეცვლილი წესითა და ელექტრონული აუქციონის პირობებით (პირობებიანი ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში) აღარ სურს ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობა. 3. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ვალდებულია, კანონით დადგენილი წესით, გადასცეს ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულს საკუთრების უფლება ქონებაზე (ხოლო ვალდებულებების არსებობის შემთხვევაში – საკუთრების უფლება ვალდებულებებთან ერთად). 4. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი უფლებამოსილია: ა)  შეიძინოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონება; ბ) ნებისმიერ დროს განაახლოს თავისი პირადი მონაცემები. 5. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი ვალდებულია: ა) დაიცვას ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის წესები; ბ) წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში გადაიხადოს წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულება, ხოლო პირობებიანი ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში დადგენილი წესით დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები. მუხლი 10🔗. ანგარიშსწორება 1. მომხმარებლის მიერ სასურველ ლოტზე ,,ბე’’-ს/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის გადახდა, ასევე, ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ლოტზე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდა შესაძლებელია საბანკო დაწესებულებაში, ,,ინტერნეტ ბანკინგის’’ საშუალებით,  საბანკო პლასტიკური ბარათით და აუქციონატორის მიერ შეთავაზებული სხვა საშუალებებით. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა შესაძლებელია როგორც გააქტიურებით (ელექტრონულად) ასევე, წარდგენის საშუალებით. 2. ელექტრონული აუქციონის შესაბამის ვებ-გვერდზე მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია ლოტის სრული ღირებულების გადახდის, ასევე, ,,ბე’’-ს/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის გადახდის ფორმები. აღნიშნული ფორმები შეიცავს ინფორმაციას გადამხდელის, ლოტის (ლოტის სრული ღირებულების მითითებით) და აუქციონატორის შესახებ, დასახელების და ანგარიშის/ანგარიშების ნომრების მითითებით. 3. მომსხმარებლის მიერ სასურველ ლოტზე ,,ბე’’ -ს/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის გადახდა, ასევე ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ლოტზე მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდა ხორციელდება ამ წესის გათვალისწინებით, აუქციონატორის მიერ განსაზღვრული წესით, საბანკო დაწესებულებაში, ,,ინტერნეტ ბანკინგის’’ საშუალებით,  საბანკო პლასტიკური ბარათითა და აუქციონატორის მიერ შეთავაზებული სხვა საშუალებებით. 4. მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის მიერ გადახდილი მუნიციპალიტეტის ქონების სრული ღირებულება ირიცხება წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. მუხლი 11🔗. გარიგებათა გაფორმების წესი 1. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი (შემდგომში - ოქმი) არის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს დაპირება, რომელიც შეიცავს ვებგვერდზე www.eauction.ge გამოქვეყნებულ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების ძირითად პირობებს და მხარეთა უფლება–მოვალეობებს. ოქმი უნდა შედგეს აუქციონის დასრულებისთანავე, რომელზედაც ხელს აწერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელი, გამგებლის მოადგილე და ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი. ოქმის საფუძველზე 30 კალენდარული დღის ვადაში, ფორმდება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს შორის წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება (შემდგომში - ხელშეკრულება). 2. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული პირი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო პირობებიანი ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში - ელექტრონული აუქციონის პირობებით გათვალისწინებულ ვადაში, იხდის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრულ ღირებულებას. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონების შემძენმა ოქმსა და ხელშეკრულებაში მითითებულ  ანგარიშზე უნდა შეიტანოს თანხა, რომელიც შეესატყვისება მის მიერ ელექტრონულ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო ფასს ან/და საგარანტიო თანხას/,,ბეს’’-ს და სრული ღირებულების ოდენობას შორის არსებულ სხვაობას. 3. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულ პირს ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას. 4. ოქმის მოქმედების პერიოდში შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული წყალტუბოს მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების სრულად დაფარვამდე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონება გადაეცემა პირობადებულ საკუთრებაში, ამასთან, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი პასუხისმგებელია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე. 5. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს გადაეცემა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების ანაზღაურების შემდეგ, შესაბამისი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის მომენტიდან, ხოლო პირობებით გამოცხადებული ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა გაიცემა ელექტრონული აუქციონის პირობების შესრულების შემდეგ. 6. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონების შემძენზე საკუთრების უფლება გადადის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების სრულად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონების შემძენმა უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონების შემძენზე საკუთრების უფლება გადადის ნაკისრი ვალდებულების შესრულების პირობით. 7. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონების ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმს და წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების ნიმუშს, ასევე საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმას ამტკიცებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით. მუხლი 12🔗. მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის პასუხისმგებლობა 1. თუ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი უპირობო ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებისას, დადგენილ ვადებში არ გადაიხდის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონების სრულ ღირებულებას, მას არ გადაეცემა საკუთრების უფლება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონებაზე, ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია არ დაუბრუნდება და გაწეული ხარჯები არ აუნაზღაურდება. 2. პირობებით გამოცხადებული ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი ვალდებულია, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების შემდგომი გამოყენებისას დაიცვას ოქმითა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები (ელექტრონული აუქციონის პირობები), მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და მოთხოვნისთანავე, მათი შესრულების თაობაზე წარუდგინოს ინფორმაცია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს. შესაძლებელია, ოქმითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნეს ინფორმაციის წარდგენის სხვა ვადა. 3. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებამდე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან შეთანხმების გარეშე არა აქვს უფლება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მიერ გადაცემული ქონება საკუთრებაში ან სარგებლობის უფლებით გადასცეს სხვა პირს ან უფლებრივად დატვირთოს. ამასთან, იგი პასუხისმგებელია წყალტუბოს  მუნიციპალიტეტისაგან მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე. 4. საკუთრების უფლების გადაცემის შემდეგ, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის მიერ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტისაგან შეძენილი ქონების გასხვისების შემთხვევაში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი ვალდებულია, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო ოქმითა და ხელშეკრულებით. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის მიერ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონების გასხვისების შესახებ ინფორმაცია წერილობით უნდა ეცნობოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს. 5. ოქმითა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება აღმასრულებელი ორგანოს მიერ მათი დადასტურების მომენტიდან. 6. ოქმითა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება ოქმითა და ხელშეკრულებით ელექტრონული აუქციონის პირობებიდან გამომდინარე. კერძოდ: ა) წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონების სრული ღირებულების გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონების სრული ღირებულების 0.1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; გ) წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის მიერ სხვა სააუქციონო და ოქმის/ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობა წარმოადგენს ყოველ დარღვევაზე ელექტრონულ აუქციონზე დაფიქსირებული ქონების საბოლოო ფასის 0.05%. 7. ოქმისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ განიხილება ელექტრონული აუქციონის შედეგების (ოქმის) გაუქმების საფუძვლად. 8. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით, უფლებამოსილია, გადაწყვიტოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისთვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან განთავისუფლების საკითხი, აგრეთვე, პრივატიზებული ქონების მიმღების ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის (პირობების) შესრულების ვალდებულებისგან განთავისუფლების საკითხი, გარდა ფინანსური და საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული პირობებისა. მუხლი 13🔗. ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი, სადაც შესაძლებელია შეთავაზებული იქნეს გამოცხადებულზე დაბალი ფასი 1. თუ არ მოხდება ელექტრონული აუქციონის ფორმით გატანილი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა, ამ ქონების შეცვლილი საწყისი საფასურით ან/და პირობებით, ელექტრონული აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ გადაწყვეტილება განმეორებით ელექტრონულ აუქციონად ჩაითვლება. განმეორებით ელექტრონულ აუქციონზე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასური შეიძლება 50 პროცენტამდე შემცირდეს, ხოლო თუ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონება ამ საფასურად გამოტანის შემდეგაც არ გაიყიდა, საფასური შეიძლება კიდევ შემცირდეს. 2. თუ არ მოხდება ელექტრონული აუქციონის ფორმით გატანილი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება ამ ქონების იმავე პირობებით, ვადაგაგრძელებული აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ. 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისას, გამოიყენება ამ თავით დადგენილი ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესები. თავი II საჯარო აუქციონი მუხლი 14🔗. საჯარო აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზება საჯარო აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზება ხორციელდება ამ წესის მე-5 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. მუხლი 15🔗. საჯარო აუქციონის ორგანიზება 1. საჯარო აუქციონის ორგანიზებას ახორციელებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო. 2.  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო უზრუნველყოფს საჯარო აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას თავის ვებგვერდზე და ადგილობრივ ან სხვა ბეჭდვით საინფორმაციო გამოშვებაში ან/და www.eauction.ge. 3. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) აუქციონატორის დასახელებას. ბ) საჯარო აუქციონის პირობებს (პირობებიანი საჯარო აუქციონის შემთხვევაში). გ) საპრივატიზაციო ობიექტის დასახელებას. დ) განაცხადის მიღების დაწყების, დამთავრების და საჯარო აუქციონის ჩატარების თარიღს. ე) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს ოდენობას, რომელიც უნდა შეადგენდეს საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 10%-ს და არაუმეტეს 80%-ს და რომლის მოქმედების ვადაც არანაკლებ 30 დღით უნდა აღემატებოდეს მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდის ვადას. ბიჯის სიდიდეს (ბიჯის სიდიდეს მუნიციპალიტეტის ყოველი კონკრეტული ქონებისათვის განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო) და საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასს, რომლის ოდენობა განისაზღვრება 25 ლარით. ვ) განაცხადის მიღების ადგილს (მისამართი) და საკონტაქტო ინფორმაციას. ზ) მუნიციპალიტეტის ქონებასთან დაკავშირებულ სხვა ინფორმაციას. 4. აქციების ან წილების პრივატიზების შემთხვევაში, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების გარდა, დამატებით უნდა შეიცავდეს ამ წესის მე-6 მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილ მონაცემებს. 5. მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს უფლება აქვს, მიიღოს მუნიციპალიტეტის საპრივატიზაციო ობიექტის შესახებ აუქციონატორის ხელთ არსებული, კანონმდებლობით დაშვებული, ნებისმიერი ინფორმაცია. 6. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ, ყველა დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, წინასწარ გაეცნოს მუნიციპალიტეტის საპრივატიზაციო ობიექტს. 7. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო საჯარო აუქციონის ორგანიზების მიზნით, ქმნის მუდმივმოქმედ სააუქციონო კომისიას, რომლის შემადგენლობაშიც შედიან სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე, სააუქციონო კომისიის მდივანი, სააუქციონო კომისიის სხვა წევრები და განსაზღვრავს კომისიის წევრების ფუნქციებს. აღნიშნული სააუქციონო კომისია აუქციონატორის სახელით ადგენს საჯარო აუქციონში გამარჯვებულის დამადასტურებელ ოქმს. მუხლი 16🔗. საჯარო აუქციონში მონაწილეობის პირობები 1. საჯარო აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება მთავრდება დადგენილ დღეს და საათს. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ წარდგენილი განაცხადები არ მიიღება. 2. საჯარო აუქციონი ტარდება მისი გამოცხადების დღიდან ოცდამეათე კალენდარულ დღეს. საჯარო აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება მიმდინარეობს საჯარო აუქციონის ჩატარების  დღის ჩათვლით და გამყიდველის მიერ დადგენილ საათამდე. იმ შემთხვევაში, როდესაც საჯარო აუქციონის გამოცხადებიდან ოცდამეათე კალენდარული დღე ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით  გათვალისწინებულ  უქმე  ან  დასვენების  დღეს,  განაცხადების  მიღება  გრძელდება  და წყდება მომდევნო პირველსავე სამუშაო დღეს, იმავე საათზე. 3. საჯარო აუქციონში მონაწილეობის მსურველი სააუქციონო კომისიის შესაბამის წევრს წარუდგენს: ა) განაცხადს ამ წესის მე­2 მუხლის „პ“ ქვეპუნქტის შესაბამისად; ბ)  უპირობო  და  გამოუხმობი  საბანკო  გარანტიის/ბეს  და საჯარო  აუქციონში  მონაწილის  ბილეთის საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს (უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს და საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდა უნდა მოხდეს აუქციონატორის მიერ მითითებულ ანგარიშზე); გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის/პასპორტის ასლს (ფიზიკური პირის შემთხვევაში); დ) სანოტარო წესით დამოწმებულ მინდობილობას, თუ საჯარო აუქციონში მონაწილეობის მსურველი მოქმედებს სხვა პირის სახელით; ე) განაცხადის შეტანის მომენტისთვის მოქმედ ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში). 4. საჯარო აუქციონში მონაწილეობის მსურველმა, რომელსაც სურს, მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე ქონების პრივატიზებისათვის გამოცხადებულ საჯარო აუქციონში, ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია და საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის საფასური უნდა გადაიხადოს მუნიციპალიტეტის თითოეული ქონებისათვის ცალ­ცალკე. 5.   თუ   საჯარო   აუქციონში   მონაწილეობის   მსურველის   მიერ   წარდგენილი   ყველა დოკუმენტი აკმაყოფილებს ამ მუხლის მე­3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, სააუქციონო კომისიის შესაბამისი წევრი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს „აუქციონის მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალში“, იტოვებს წარდგენილ დოკუმენტაციას და პირს გადასცემს საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთს. საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთით პირი იღებს საჯარო აუქციონში მონაწილის (შემდგომში ­ მონაწილე) სტატუსს. 6.  მონაწილეს  უფლება  აქვს  ბეს/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის  დაუკავებლად უარი განაცხადოს საჯარო აუქციონში მონაწილეობაზე, მხოლოდ, განაცხადის მიღების პერიოდში. 7. მონაწილეს შეიძლება უარი ეთქვას საჯარო აუქციონში მონაწილეობაზე, თუ: ა) განაცხადის წარმდგენი პირი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ შეიძლება ცნობილ იქნეს მუნიციპალიტეტის ქონების შემძენად; ბ) დარღვეულია ამ მუხლის პირველი, მე­2, მე­3 ან/და მე­4 პუნქტის მოთხოვნები. 8. სხვადასხვა მუნიციპალიტეტის თანასაკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისას, კოდექსით და ამ წესით განსაზღვრული გადაწყვეტილებები მიიღება შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და აღმასრულებელი ორგანოების მიერ, ხოლო საჯარო აუქციონი ტარდება ამ წესის შესაბამისად. საჯარო აუქციონის ორგანიზების, ჩატარების, აგრეთვე, ბეს/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის, საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასის და საჯარო აუქციონში გამარჯვებულის მიერ მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდისა და ამ ღირებულების თანამესაკუთრეთა შორის განაწილების წესი, ამ წესით დადგენილი პრინციპების დაცვით, განისაზღვრება შესაბამისი მუნიციპალიტეტების აღმასრულებელი ორგანოების წერილობითი შეთანხმებით. მუხლი 17🔗. საჯარო აუქციონის ჩატარების წესი 1. მონაწილე  საჯარო  აუქციონის დაწყებამდე შედის დარბაზში, სადაც ტარდება საჯარო აუქციონი, სააუქციონო კომისიის შესაბამის წევრს წარუდგენს საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთს და იღებს სპეციალურ დაფას, რომლის ნომერიც შეესაბამება მის საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთზე აღნიშნულ ნომერს. 2. სააუქციონო კომისიის შესაბამისი წევრი ადარებს გაცემული ნომრიანი სპეციალური დაფების რაოდენობას შესული განაცხადების რაოდენობასთან, რითაც აზუსტებს მონაწილეთა რაოდენობას. 3. საჯარო აუქციონს ატარებს სააუქციონო კომისიის შესაბამისი წევრი. 4. მუნიციპალიტეტის თითოეულ საპრივატიზებო ქონებაზე ვაჭრობის დაწყებისას, სააუქციონო კომისიის შესაბამისი წევრი  აცხადებს მუნიციპალიტეტის საპრივატიზაციო ობიექტის დასახელებას, მის  საწყის  საპრივატიზებო  საფასურს,  ბიჯს  (ბიჯის  სიდიდეს მუნიციპალიტეტის  ყოველი კონკრეტული ქონებისათვის განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო). 5. საჯარო აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება მუნიციპალიტეტის საპრივატიზაციო ობიექტის საწყისი საპრივატიზებო საფასურის გამოცხადების მომენტი. ვაჭრობის მიმდინარეობის დროს, დაუშვებელია მონაწილეთა დარბაზში გადაადგილება. 6. მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი საპრივატიზებო საფასურიდან დაიწყოს ვაჭრობა, სწევს თავის სპეციალურ  დაფას (რაც ნიშნავს საწყის საპრივატიზებო საფასურზე ბიჯის დამატებას). სააუქციონო კომისიის  შესაბამისი  წევრი  აფიქსირებს  მას  და  სთხოვს  მონაწილეებს გააგრძელონ ვაჭრობა,  სანამ რომელიმე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ ფასს. ყველაზე მაღალი ფასის სამჯერ გამოცხადებისა და სააუქციონო კომისიის შესაბამისი წევრის მიერ ჩაქუჩის დარტყმის შემდეგ, მუნიციპალიტეტის ქონება ითვლება გასხვისებულად იმ მონაწილეზე, რომელმაც სააუქციონო კომისიის შესაბამის წევრს ყველაზე მაღალი ფასი შესთავაზა. 7. საჯარო აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი არის ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება, რომელიც შეიცავს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების ძირითად პირობებს და მხარეთა უფლება­მოვალეობებს. აღნიშნული ოქმის საფუძველზე, 30 კალენდარული დღის ვადაში, ფორმდება ხელშეკრულება, რომელსაც ხელს აწერენ მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი და მუნიციპალიტეტის ქონების მმართველი. 8. თუ საჯარო აუქციონში გამარჯვებული პირი უარს განაცხადებს საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი  ოქმის და შესაბამისი ხელშეკრულების ხელმოწერაზე, მას ჩამოერთმევა საჯარო აუქციონში გამარჯვებულის სტატუსი და შეტანილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია არ დაუბრუნდება. 9. თუ საჯარო აუქციონი არ შედგება იმ მიზეზით, რომ მონაწილეები, რომლებიც ესწრებიან საჯარო აუქციონს, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, შედგება ოქმი არშემდგარი საჯარო აუქციონის შესახებ  და  მონაწილეებს  შეტანილი  ბე/უპირობო  და  გამოუხმობი  საბანკო  გარანტია  არ დაუბრუნდებათ. 10. სააუქციონო კომისია, საჯარო აუქციონის ჩატარებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში, ამზადებს მოხსენებით ბარათს, რომლის საფუძველზეც საჯარო აუქციონში მონაწილეებს, რომლებმაც ვერ გაიმარჯვეს საჯარო  აუქციონში,  უბრუნდებათ მათ  მიერ გადახდილი  ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. მოხსენებით ბარათს ხელს აწერენ სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე და სააუქციონო კომისიის მდივანი. 11. მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის მიერ გადახდილი მუნიციპალიტეტის ქონების სრული ღირებულება ირიცხება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. მუხლი 18🔗. საჯარო აუქციონის ჩატარების წესი, სადაც შესაძლებელია შეთავაზებული იქნეს გამოცხადებულზე დაბალი ფასი 1. თუ არ მოხდება საჯარო აუქციონის ფორმით გატანილი მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა, ამ ქონების შეცვლილი საწყისი საფასურით ან/და პირობებით, საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ გადაწყვეტილება განმეორებით საჯარო აუქციონად ჩაითვლება. განმეორებით საჯარო აუქციონზე  მუნიციპალიტეტის  ქონების  საწყისი საფასური შეიძლება 50  პროცენტამდე  შემცირდეს, ხოლო თუ მუნიციპალიტეტის ქონება ამ საფასურად გამოტანის შემდეგაც არ გაიყიდა, საფასური შეიძლება კიდევ შემცირდეს. 2.  თუ  არ  მოხდება  საჯარო  აუქციონის ფორმით გატანილი  მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება ამ ქონების იმავე პირობებით, ვადაგაგრძელებული აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ. 3.  ამ  მუხლის  პირველი  და  მე­2  პუნქტებით  გათვალისწინებული  შემთხვევებისას,  გამოიყენება  ამ თავით დადგენილი საჯარო აუქციონის ჩატარების წესები. მუხლი 19🔗. გარიგებათა გაფორმების წესი 1.  საჯარო  აუქციონის  ფორმით  მუნიციპალიტეტის  ქონების პრივატიზებისას,  აუქციონატორისა და მუნიციპალიტეტის  ქონების  შემძენის  მიერ  ხელმოწერილი  ოქმის  საფუძველზე,  30  კალენდარული დღის ვადაში, ფორმდება წერილობითი ხელშეკრულება. 2. საჯარო აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, გარიგებათა გასაფორმებლად გამოიყენება ამ წესის მე-­11 მუხლის მე-­2 ­ მე­-7 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნები. 3. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონების საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმის ნიმუშს ამტკიცებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით. მუხლი 20🔗. მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის პასუხისმგებლობა საჯარო აუქციონის შემთხვევაში საჯარო   აუქციონის   ფორმით   მუნიციპალიტეტის   ქონების   პრივატიზებისას,   მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ წესის მე­12 მუხლით დადგენილი წესით. თავი III წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა მუხლი 21🔗. ზოგადი დებულებები 1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ინიციატორები შეიძლება იყვნენ: ა) წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას; ბ) სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოები, სხვა მუნიციპალიტეტები, საჯარო სამართლის იურიდიული პირები (გარდა პოლიტიკური პარტიებისა), წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირები და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 100% წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოები, პირდაპირი განკარგვის წესით წყალტუბოს   მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას; გ) ფიზიკური ან იურიდიული პირები, კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევებისას. 2. კოდექსით და ამ წესით დადგენილ შემთხვევებში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა შეიძლება: ა) ვადით და სასყიდლით; ბ) უსასყიდლოდ; გ) ვადით ან უვადოდ. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში, წყალტუბოს მუნიციპალი­ტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ინიციატორი, განაცხადს წარუდგენს  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს, რომელიც, თავის მხრივ, აღნიშნული საკითხის განხილვის შემდგომ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას მისი სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ. მუხლი 22🔗. წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ფორმები და ვადები 1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა შესაძლებელია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით: ა) აღნაგობა; ბ) უზუფრუქტი; გ) ქირავნობა; დ) იჯარა; ე) თხოვება; ვ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით. 2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა ხდება აუქციონის ფორმით, ან პირდაპირი განკარგვის ფორმით. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლების გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით. 3. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ვადას განსაზღვრავს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, გარდა ამ მუხლის მეოთხე პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 4. პირდაპირი განკარგვის წესით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა შეიძლება სასყიდლით ან უსასყიდლოდ, პირობებით ან უპირობოდ. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით უსასყიდლოდ გადაცემა დასაშვებია არა უმეტეს 2 წლის ვადით, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 5. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონებას უსასყიდლო აღნაგობის, უსასყიდლო უზუფრუქტისა და თხოვების ფორმებით აუქციონის გარეშე გადასცემს, სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოებს, სხვა მუნიციპალიტეტებს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს (გარდა პოლიტიკური პარტიებისა), წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებსა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 100%–იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებს. მუხლი 23🔗. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით ვადიანი სარგებლობის უფლებით გადაცემის ორგანიზება 1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით გადაცემისას, აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია აუქციონის პირობების სრულად დაკმაყოფილება (პირობებიანი აუქციონის შემთხვევაში) და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონების ვადიანი სარგებლობისათვის ყველაზე მაღალი ფასის გადახდა. 2. აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლია ფიზიკურ და იურიდიული პირებს. 3. აუქციონის პირობებს (პირობებიანი აუქციონის შემთხვევაში) ადგენს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გადასაცემი ქონების მდგომარეობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით. მუხლი 24🔗. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის საერთო პირობები 1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონების  უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, იჯარის, თხოვების ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით სარგებლობის უფლებით გადაცემა ითვალისწინებს ფიზიკური, საჯარო ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემას. 2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონების უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, იჯარის, თხოვების ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმით გადაცემის ინიციატორი სათანადო განაცხადს წარუდგენს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს, რომელიც, თავის მხრივ, აღნიშნული საკითხის განხილვის შემდგომ იღებს გადაწყვეტილებას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ. 3. უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, იჯარის, თხოვების ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმით გადაცემული წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღების მიერ სხვა პირისათვის სარგებლობის უფლებით გადაცემა დასაშვებია, მხოლოდ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს თანხმობით. 4. უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, იჯარის, თხოვების ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებს შორის, ფორმდება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე შესაბამისი ხელშეკრულება (შემდგომში - სარგებლობის ხელშეკრულება). 5. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს გადაწყვეტილება (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი), წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ უთანაბრდება ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ სარგებლობის ხელშეკრულებას დაინტერესებული პირის მიერ მისი გაცნობისთანავე. 6. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონება, რომელიც გადაცემულია უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, იჯარის, თხოვებისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით, სარგებლობის ხელშეკრულების ვადის დამთავრების შემდგომ უნდა დაუბრუნდეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტს, კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 25🔗. აუქციონის ორგანიზება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას გამოიყენება ამ წესით დადგენილი ელექტრონული ან საჯარო  აუქციონის ჩატარების წესები. მუხლი 26🔗. პირდაპირი  განკარგვის წესით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ორგანიზება 1. პირდაპირი განკარგვის წესით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო იხილავს შესულ განაცხადებს 30 კალენდარული დღის ვადაში. რის შემდეგაც იღებს გადაწყვეტილებას და დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ადგენს პირდაპირი განკარგვის წესით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის პირობებს (პირობებით, პირდაპირი განკარგვის წესით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას). თუკი, ერთი და იგივე ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლების გადაცემისთვის. 2. პირდაპირი განკარგვის წესით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის მიზანია, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონებაზე სარგებლობის უფლება გადაეცეს იმ პირს, რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს  წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის ქონების პირდაპირი წესით განკარგვისას დადგენილ პირობებს (პირობებით, პირდაპირი განკარგვის წესით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას). 3. პირდაპირი განკარგვის წესით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიღების მსურველი პირი, განაცხადით მიმართავს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღამასრულებელ ორგანოს და წარუდგენს: ა) განცხადებას; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის/პასპორტის ასლს (ფიზიკური პირის შემთხვევაში); გ) ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში); დ) სხვა დოკუმენტაციას, რომელიც შეიძლება მოთხოვნილი იქნეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ. დამატებით მოთხოვნილი დოკუმენტების წარდგენის ვადაა ორი კვირა. აღნიშნული ვადა აითვლება  მოთხოვნის მიღებიდან. მუხლი 27🔗. გარიგებათა გაფორმების წესი 1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში, სარგებლობის ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. ეს წესი არ ვრცელდება შემთხვევაზე, როდესაც წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონების პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის თაობაზე გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. 2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია ოქმის საფუძველზე, არა უმეტეს 30 კალენდარული დღის ვადაში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან გააფორმოს სარგებლობის ხელშეკრულება, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებულ პირს შეტანილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ეთვლება სარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბოლო წლის გადასახდელი ქირის ოდენობაში, ხოლო აუქციონის დანარჩენ მონაწილეებს ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია უბრუნდებათ მისი შეტანის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის საფუძველზე, მოთხოვნიდან 10 კალენდარულ დღეში. 4. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონების ელექტრონულ აუქციონში სარგებლობის უფლების გამარჯვების დამადასტურებელ ოქმს და წერილობითი სარგებლობის უფლებით გადაცემის ხელშეკრულების ნიმუშს ამტკიცებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით. 5. მხარეთა შორის დასადებ სარგებლობის ხელშეკრულებაში შეტანილ უნდა იქნეს შემდეგი მონაცემები: ა) წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გადაცემული ქონების დასახელება, ადგილსამყოფელი და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონების სხვა მახასიათებლები; ბ) ცნობები  წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის აღნიშნული ქონების გადაცემისა და მიღების შესახებ; გ) სარგებლობის ხელშეკრულებით დადგენილი ქირის ოდენობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში; დ) მხარეთა ურთიერთვალდებულებები წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონების შემდგომი გამოყენების შესახებ; ე) სარგებლობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის პასუხისმგებ­ლობის ფორმები, საქართველოს კანონმდებლობით მათ შორის ამ წესის 21-ე მუხლით გათვალისწინებული პირობები; ვ) წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონების გადაცემის პირობები და ვადები; ზ) წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონებასთან დაკავშირებული სხვა მონაცემები. 6. ამ წესით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლება გადაეცემა პირს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაფორმებული სარგებლობის ხელშეკრულებით. სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო მომსახურების საფასურსა და სხვა აუცილებელი დოკუმენტების წარდგენისათვის გაწეულ ხარჯებს ფარავს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღები პირი. მუხლი 28🔗. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღების პასუხისმგებლობა 1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღები ვალდებულია, მისთვის გადაცემული წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონების გამოყენებისას დაიცვას აუქციონის ან/და სარგებლობის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები, სარგებლობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და მათი შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ინფორმაცია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს. სარგებლობის ხელშეკრულებით მხარეთა მიერ შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს ინფორმაციის წარდგენის სხვა ვადა. 2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებს უფლება არა აქვს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სარგებლობის უფლებით მიღებული ქონება, სარგებლობის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში სარგებლობის უფლებით გადასცეს (მათ შორის, გააქირაოს, იჯარის, თხოვების ფორმით გადასცეს) ან სხვაგვარად დატვირთოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან შეუთანხმებლად. ამასთან, იგი პასუხისმგებელია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე. 3. სარგებლობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებს ეძლევა წერილობითი გაფრთხილება, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლო განისაზღვრება სარგებლობის ხელშეკრულებით, სახელშეკრულებო პირობებიდან გამომდინარე, კერძოდ: ა) ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში – გადაუხდელი ქირის 0.1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში – დარჩენილი განსახორციელე­ბელი ინვესტიციის 0.1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; გ) წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღების მიერ პირდაპირი განკარგვის წესით, აუქციონის ან/და სხვა სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობისათვის, პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება სარგებლობის ხელშეკრულებით. 4. სარგებლობის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის განმეორებით გამოვლენის შემთხვევა და/ან დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა მიიჩნევა სარგებლობის ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის საფუძვლად წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღამსრულებელი ორგანოს მიერ. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებს არ უბრუნდება გადახდილი თანხა და არ უნაზღაურდება მის მიერ გაწეული სხვა ხარჯები. თავი IV წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემა მუხლი 29🔗. ზოგადი დებულებები 1. აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემას ახორციელებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით. 2. აქციებისა და წილის მართვის უფლებით გადაცემის ინიციატორი განაცხადს წარუდგენს წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს, რომელიც თავის მხრივ, აღნიშნული საკითხის განხილვის შემდგომ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით, იღებს გადაწყვეტილებას მისი მართვის უფლებით გადაცემის შესახებ. 3. აქციებისა და წილის მართვის უფლებით გადაცემის ვადას განსაზღვრავს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით. მუხლი 30🔗. აქციებისა და წილის მართვის უფლებით გადაცემის ორგანიზება და პირობები 1. აქციებისა და წილის მართვის უფლებით გადაცემა ხორციელდება აუქციონის ფორმით. აქციებისა და წილის მართვის უფლებით გადაცემის ფორმის (უპირობო ან პირობებიანი აუქციონი) შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით. 2. აქციებისა და წილის მართვის უფლებით გადაცემისას აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია აუქციონის პირობების სრულად დაკმაყოფილება (პირობებიანი აუქციონის შემთხვევაში) და ყველაზე მაღალი ფასის გადახდა. 3. აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლია ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. 4. აუქციონის პირობებს ადგენს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით მართვის უფლებით გადასაცემი აქციების ან/და წილების მნიშვნელობის გათვალისწინებით. მუხლი 31🔗. აუქციონის ორგანიზება 1. აუქციონის ორგანიზებას ახორციელებს აქციებისა და წილის მართვის უფლებით გადამცემი წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო. 2. აქციებისა და წილის მართვის უფლებით გადაცემისას გამოიყენება ამ წესით დადგენილი ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი. 3. ამ წესით დადგენილი ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესით დადგენილი გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია, დამატებით შესაძლოა შეიცავდეს ინფორმაციას აქციების საერთო რაოდენობის შესახებ, ნომინალური ღირებულების მითითებით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის წილის ოდენობას სააქციო ან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში საწარმოს კრედიტორულ და დებიტორულ დავალიანებებს. 4. საჭიროების შემთხვევაში აუქციონის პირობებად შეიძლება განისაზღვროს სხვა პირობებიც, მათ შორის, დივიდენდების განაწილების წესი და ბიუჯეტის სასარგებლოდ გარკვეული თანხის გადახდა (პირობებიანი აუქციონის შემთხვევაში). მუხლი 32🔗. გარიგებათა გაფორმების წესი აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის შემთხვევაში, გარიგებათა გაფორმებისას გამოიყენება ამ წესის მე-11 და 27-ე  მუხლებით დადგენილი მოთხოვნები. მუხლი 33🔗. აქციების ან წილების მართვის უფლებით მიმღების პასუხისმგებლობა 1. აქციების ან წილების მართვის უფლებით მიმღები წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს, მოთხოვნისთანავე წარუდგენს ინფორმაციას (ანგარიში) შესაბამისი ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე. 2. აქციების ან წილების მართვის უფლებით მიმღებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან შეთანხმების გარეშე უფლება არა აქვს: საკუთრებაში ან სარგებლობის უფლებით გადასცეს სხვა პირს ან უფლებრივად დატვირთოს საწარმოს საკუთრებაში არსებული ან ბალანსზე რიცხული ქონება, ან სარგებლობის უფლებით გადასცეს სხვა პირს ან უფლებრივად დატვირთოს აქციები ან წილები. ამასთან, აქციების ან წილების მართვის უფლებით მიმღები ვალდებულია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს საზოგადოების ქონების მოვლა-პატრონობა და დაცვა. 3. შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაუცველობის შემთხვევაში, აქციების ან წილების მართვის უფლების მიმღები იღებს გაფრთხილებას წერილობითი სახით, სადაც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და ეკისრება შესაბამისი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება აუქციონის ან/და სახელშეკრულებო პირობებიდან გამომდინარე, კერძოდ: ა) წილების/აქციების მართვის უფლების გადაცემის საფასურის არსებობის შემთხვევაში, რომელსაც იხდის წილების/აქციების მართვის უფლებით მიმღები, წილების/აქციების მართვის უფლებით გადაცემის  საფასურის გადაუხდელი თანხის 0.1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; გ) წილების/აქციების მართვის უფლებით მიმღების მიერ სხვა სააუქციონო ან/და სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება შესაბამისი ხელშეკრულებით. 4. თუ წილების/აქციების მართვის უფლებით მიმღები არ იხდის პირგასამტეხლოს და არ ასრულებს სააუქციონო ან/და შესაბამისი ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს უფლება აქვს ზემოაღნიშნული ხელშეკრულება მოშალოს ცალმხრივად. წილების/აქციების მართვის უფლების მიმღებს ჩამოერთმევა აქციების ან წილების მართვის უფლება. თავი V წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურისა და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრა მუხლი 34🔗. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზებისას  საწყისი  საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის წესი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობით. მუხლი 35🔗. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის წესი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება ამ წესის  34-ე მუხლის შესაბამისად. მუხლი 36🔗. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის წესი 1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქირის საწყისი საფასურის ოდენობას განსაზღვრავს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო, ხოლო ქირის საფასურს -  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით. 2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლით სარგებლობის უფლებით გადაცემისას,  ქირის საწყის საფასურს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით, განსაზღვრავს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო, ამ წესის 34-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრული საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 6 %-ის ოდენობით. 3. ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლით სარგებლობის უფლებით პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემისას ქირის საფასური განისაზღვრება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ. მუხლი 37🔗. წილებისა და აქციების საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და მართვის უფლებით გადაცემის საწყისი საფასურის განსაზღვრის წესი 1. წილების/აქციების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას, წილების/აქციების საწყისი საპრივატიზებო საფასური აუქციონის ფორმით პრივატიზებისას განისაზღვრება არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობით. 2. წილების/აქციების აუქციონის ფორმით მართვის უფლებით გადაცემისას მართვის უფლებით გადაცემის საწყისი საფასური ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განისაზღვრება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 5% ოდენობით. მუხლი 38🔗. საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საწყისი საფასურის შემცირება განმეორებითი  აუქციონის  დროს თუ არ მოხდება აუქციონზე გატანილი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა, განმეორებით აუქციონზე აღნიშნული ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასური/ქირის საწყისი საფასური შეიძლება 50%-მდე შემცირდეს, ხოლო თუ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონება განმეორებით აუქციონზეც არ განიკარგა, საწყისი საპრივატიზებო საფასური/ქირის საწყისი საფასური შეიძლება კიდევ შემცირდეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.