„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის წესი“ დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 07.04.2015
ძალის დაკარგვა 28.09.2022
გამომცემი ორგანო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №15
სარეგისტრაციო კოდი 330130000.35.133.016154
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/04/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ბერიძე | ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 07 აპრილის N15 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 27.09.2022
დოკუმენტის ტექსტი
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების
განვითარების ხელშეწყობის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების
განკარგვის წესი“ დამტკიცების შესახებ
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №15
2015 წლის 7 აპრილი
ქ. ბათუმი
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის წესის“ დამტკიცების შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტისა და ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1.
დამტკიცდეს „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის წესი“, თანდართული დანართის შესაბამისად.
2.
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯუმბერ ბერიძე
დანართი
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და ბინათმესაკუთრეთა
ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის განსახორციელებლად
გათვალისწინებული თანხების განკარგვის წესი
წინამდებარე წესი აწესრიგებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წევრთა საერთო ქონების ექსპლუატაციისა და განვითარებისათვის აუცილებელი სამუშაოების დაფინანსებას და „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის პროცედურებს. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ურთიერთობას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტთან განისაზღვრება ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების შესახებ“ საქართველოს კანონის, წინამდებარე წესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
თავი I
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვის წესი
მუხლი 1🔗
1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვის პროცედურები წესრიგდება წინამდებარე წესისა და ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. ამხანაგობის აღრიცხვაზე აყვანის მიზნით, ამხანაგობის თავმჯდომარე ან საამისოდ უფლებამოსილი პირი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას (შემდგომში - ,,გამგეობა“) მიმართავს განცხადებით, რომელსაც თან ერთვის:
ა) ნოტარიულად დამოწმებული ამხანაგობის წესდების ასლი, ან ნოტარიულად დამოწმებული ამხანაგობის საერთო კრების ოქმის დედანი (ამხანაგობის წესდების არარსებობის შემთხვევაში);
ბ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ამხანაგობის საერთო კრების ოქმის წარდგენის შემთხვევაში - საერთო კრებაზე გადაწყვეტილების მიმღებ ამხანაგობის წევრთა (ბინათმესაკუთრეთა) ხელმოწერები, წევრთა სახელის, გვარისა და პირადი ნომრების მითითებით;
გ) შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული მოწმობა ამხანაგობის გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის (საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანის) შესახებ;
დ) ამხანაგობის წევრთა (ბინათმესაკუთრეთა) სრული სია სახელის, გვარის, ბინისა და ტელეფონის ნომრების მითითებით;
ე) ამხანაგობის თავმჯდომარედ მოწვეული მმართველის არჩევის შემთხვევაში, ამხანაგობასა და მოწვეულ მმართველს შორის გაფორმებული ნოტარიულად დამოწმებულ ხელშეკრულება;
ვ) ამხანაგობის თავმჯდომარედ მოწვეული მმართველის არჩევის შემთხვევაში, იმ ბინის მესაკუთრის საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომელმაც ამხანაგობის სახელით ხელშეკრულება გაუფორმა მოწვეულ მმართველს.
მუხლი 2🔗
1. ამხანაგობის კრების ოქმში მითითებული უნდა იყოს:
ა) ამხანაგობის მისამართი;
ბ) ამხანაგობის სახელი;
გ) ამხანაგობის კრების გამართვის თარიღი, ადგილი, დრო;
დ) ამხანაგობის კრების თავმჯდომარის სახელი და გვარი;
ე) მრავალბინიან სახლში ბინათა საერთო რაოდენობა;
ვ) ამხანაგობის კრებაზე დამსწრე წევრთა საერთო რაოდენობა;
ზ) დღის წესრიგი;
თ) გადაწყვეტილების მიღების მომხრეთა საერთო რაოდენობა;
ი) გადაწყვეტილების მიღების მოწინააღმდეგეთა საერთო რაოდენობა;
კ) გადაწყვეტილება;
ლ) ამხანაგობის თავმჯდომარის არჩევის შემთხვევაში, ამხანაგობის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა.
2. ამხანაგობის კრების ოქმს ადგენს და ხელს აწერს კრების თავმჯდომარე.
მუხლი 3🔗
1. გამგეობა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, აღრიცხავს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს და გამოაქვს გადაწყვეტილება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვის ან აღრიცხვაზე უარის თქმის შესახებ, რომლის საფუძველზე გამგეობა გასცემს აღრიცხვის ფურცელს.
2. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვის ფურცელი უნდა შეიცავდეს შემდეგ სავალდებულო რეკვიზიტებს:
ა) აღრიცხვის ნომერს;
ბ) აღრიცხვის თარიღს;
გ) აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილების შეტანის თარიღს;
დ) ამხანაგობის დასახელებას;
ე) ამხანაგობის მისამართს.
მუხლი 4🔗
1. ამხანაგობების აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შესატანად, ამხანაგობის
თავმჯდომარე, ან საამისოდ უფლებამოსილი პირი გამგეობას მიმართავს განცხადებით, რომელსაც თან ერთვის:
ა) ნოტარიულად დამოწმებული ამხანაგობის საერთო კრების ოქმი;
ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებულ საერთო კრებაზე გადაწყვეტილების მიმღებ ამხანაგობის წევრთა (ბინათმესაკუთრეთა) ხელმოწერები, წევრთა სახელის, გვარისა და პირადი ნომრების მითითებით;
გ) წევრთა ცვლილების შემთხვევაში, - ამხანაგობის წევრთა სია, სახელის, გვარის, ბინის და ტელეფონის ნომრების მითითებით;
დ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარის ცვლილების შემთხვევაში, წინამდებარე წესის პირველი მუხლის მეორე პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები, ან საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომელიც ადასტურებს ამხანაგობის ახალი თავმჯდომარის იმ მრავალბინიან სახლში ბინის მესაკუთრედ ყოფნის ფაქტს, რომელშიც იგი თავმჯდომარედ აირჩიეს;
ე) სხვა დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს ამხანაგობის სააღრიცხვო დოკუმენტაციაში (ამხანაგობის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ერთობლიობა, რომლის საფუძველზეც მოხდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვა და/ან აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანა) არსებული მონაცემების ცვლილებას.
2. გამგეობა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, განიხილავს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებს და გამოაქვს გადაწყვეტილება ამხანაგობის აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის ან ცვლილებების შეტანაზე უარის თქმის შესახებ.
მუხლი 5🔗
1. ამხანაგობის აღრიცხვაზე და აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების განხორციელებაზე უარის თქმის საფუძვლებს წარმოადგენს:
ა) წინამდებარე წესის პირველი და მე-4 მუხლებით გათვალისწინებული დოკუმენტების გამგეობაში წარუდგენლობა ან წარმოდგენილ დოკუმენტებში ისეთი არაზუსტი მონაცემების მითითება, რომელიც გამორიცხავს აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე ამხანაგობის აღრიცხვას ან აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების განხორციელებას;
ბ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა.
მუხლი 6🔗
1. ამხანაგობა აღრიცხვიდან მოიხსნება:
ა) სააღრიცხვო დოკუმენტაციაში ისეთი არაზუსტი მონაცემების მითითების შემთხვევაში, რომელიც გამორიცხვას ამხანაგობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებას;
ბ) სასამართლოს მიერ ამხანაგობის იმ კრების ოქმის ბათილად ცნობის შემთხვევაში, რომლის საფუძველზეც განხორციელდა ამხანაგობის აღრიცხვა ან აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანა;
გ) სხვა ამხანაგობასთან გაერთიანების შემთხვევაში;
დ) „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ამხანაგობის ლიკვიდაციის შემთხვევაში;
ე) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევაში.
მუხლი 7🔗
ამხანაგობის თავმჯდომარის არყოფნის ან მის მიერ თავისი მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, ამხანაგობას წარმოადგენს მისი ნებისმიერი წევრი, ამხანაგობის თავმჯდომარის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე.
მუხლი 8🔗
ამხანაგობის ნებისმიერი წევრი უფლებამოსილია, გაეცნოს ამხანაგობის სააღრიცხვო დოკუმენტაციას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად.
თავი II
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის
განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების
განკარგვის წესი
მუხლი 9🔗
1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის წესი რეგულირდება წინამდებარე წესისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამისად.
2. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის წესის ფარგლებში, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წევრთა საერთო ქონების ექსპლუატაციისა და განვითარებისთვის აუცილებელი სამუშაოების დაფინანსების თხოვნით გამგეობისათვის განცხადებით მიმართვის უფლება აქვს გამგეობაში აღრიცხვაზე მდგარ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას (შემდგომში – ,,ამხანაგობა“).
3. წინამდებარე წესის მიზნებისთვის, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში, ამხანაგობების წევრთა საერთო ქონების ექსპლუატაციის და განვითარებისთვის აუცილებელი სამუშაოების დაფინანსების თხოვნით გამგეობისათვის მიმართვისას, განცხადებაზე ხელის მოწერის უფლება აქვთ ამხანაგობის წევრებს.
მუხლი 10🔗
1. განცხადება მიიღება ყოველდღე, 09-დან 18 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა).
2. განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ სავალდებულო მონაცემებს:
ა) გამგეობის დასახელებას;
ბ) თავფურცელს, რომელშიც ასახული იქნება ინფორმაცია განმცხადებელი ამხანაგობის შესახებ;
გ) პრობლემის არსს, რომელიც უნდა შეიცავდეს იმ კონკრეტული პრობლემების მიმოხილვას, რომლის გადაჭრისაკენ არის მიმართული ამხანაგობის განცხადება;
დ) ბიუჯეტს, რომელშიც უნდა იქნეს განსაზღვრული შესასრულებელი სამუშაოებისათვის საჭირო თანხები და რომელიც უნდა ეფუძნებოდეს საპროექტო ორგანიზაციის ან მომსახურე ორგანიზაციის მიერ მომზადებულ ხარჯთაღრიცხვას;
ე) ამხანაგობის წევრთა სახელსა და გვარს, ხელმოწერებს, ბინისა და ტელეფონის ნომრებს;
3. ბიუჯეტი აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს ამხანაგობის თანამონაწილეობის წილს განაცხადში (პროექტში), შემდეგი პროცენტული ოდენობით:
ა) შენობის ფასადის შეკეთების შემთხვევაში – 5%;
ბ) შენობის სახურავის და სახურავის წყალსაწრეტი მილების შეკეთების შემთხვევაში – 3%;
გ) შენობის ან/და მისი შემადგენელი ელემენტების კაპიტალური გამაგრებისათვის ჩასატარებელი სამუშაოსათვის - 3%;
დ) საერთო სარგებლობის ეზოს კეთილმოწყობისათვის – 5%.
ე) საკანალიზაციო ჭებისა და სეპტიკის მოწყობისათვის – 5%.
4. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:
ა) გამგეობის მიერ გაცემული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვის ფურცლის ქსეროასლი;
ბ) ამხანაგობის მიერ შერჩეული, საპროექტო ორგანიზაციის ან მომსახურე ორგანიზაციის მიერ მომზადებული დეფექტური აქტი, პროექტი და ხარჯთაღრიცხვის დედანი.
მუხლი 11🔗
1. გამგეობა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად აღრიცხავს და განიხილავს ამხანაგობის მიერ შემოტანილი განაცხადის (პროექტის ) შესაბამისობას ამ წესით დადგენილ პირობებთან.
2 მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური ვალდებულია ერთი თვის ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების ან უარის თქმის შესახებ. განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში განაცხადის დაკმაყოფილების თაობაზე ადმინისტრაციული აქტის პროექტს (ბრძანება) სამსახური წარუდგენს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელს, რომელიც გამოსცემს ბრძანებას განაცხადის დასაფინანსებლად საჭირო თანხების გამოყოფის შესახებ.
3. განაცხადი (პროექტი) არ დაკმაყოფილდება, თუ:
ა) წარმოდეგენილი დეფექტური აქტი, პროექტი და ხარჯთაღრიცხვა შედგენილია კანონდარღვევით;
ბ) ჩასატარებელი სამუშაოების ღირებულებიდან გამომდინარე მისი დაფინანსება მიზანშეუწონელია;
გ) ამოიწურა გასაცემი თანხის ლიმიტი;
დ) წინამდებარე წესის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოები განხორციელებულია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ ბოლო სამი წლის განმავლობაში.
4. სამუშაოების დაფინანსებისას უპირატესობა მიენიჭება ამხანაგობას, გამგეობის განაცხადის (პროექტის) აღრიცხვის რიგითობის მიხედვით, ხოლო ერთი და იმავე ტიპის პრობლემის მოგვარების თაობაზე წარდგენილი განცხადებების განხილვისა და გადაწყვეტის დროს უპირატესობა მიენიჭება იმ მრავალბინიან სახლს, სადაც პრობლემის მოგვარებით სარგებელს უფრო მეტი ადამიანი მიიღებს.
მუხლი 12🔗
1. ამხანაგობა ვალდებულია გამგეობასა და შემსრულებელს შორის ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს სამუშაოთა ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი პირი.
2. ამხანაგობა ვალდებულია გამგეობას წარუდგინოს მისი წილის შესაბამისი თანხის ავანსის სახით გადახდის დამადასტურებელი საბანკო ქვითარი, გამგეობასა და შემსრულებელს შორის ხელშეკრულების გაფორმებამდე.
3. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტების დარღვევა გამოიწვევს განაცხადის დაკმაყოფილების შესახებ ადმინისტრაციული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადებას.
მუხლი 13🔗
1. გამგეობა ვალდებულია შესასრულებელ სამუშაოების დროულად და ხარისხიანად შესრულებისათვის ობიექტზე მიავლინოს ტექნიკური ზედამხედველი.
2. გამგეობა სამუშაოს დაწყებისათვის აფინანსებს ავანსის სახით გადასარიცხი თანხის არაუმეტეს 20%-ს მხოლოდ შესაბამისი საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემდგომ.
3. სამუშაოთა მიმდინარეობაზე გამგეობას ამხანაგობის წარმომადგენელი და ტექნიკური ზედამხედველი ეტაპობრივად წარმოუდგენს წერილობით ინფორმაციას მიმდინარე სამუშაოთა შესახებ.
4. წარმოდგენილი განაცხადის (პროექტის) დაფინანსების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის გამგეობა იტოვებს უფლებას არ დააკმაყოფილოს ამხანაგობის განაცხადი იმავე პრობლემის მოსაგვარებლად.
მუხლი 14🔗
წინამდებარე წესში ცვილილებებისა და დამატების შეტანა შეიძლება კანონმდებლობით დადგენილი წესით.