ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 07.04.2015
ძალის დაკარგვა 12.10.2016
გამომცემი ორგანო ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №21
სარეგისტრაციო კოდი 330130000.35.170.016101
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/04/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია | ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №21
2015 წლის 7 აპრილი
ქ. ზუგდიდი
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე
მდებარე გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციის წესი.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემერაბ ქვარაია
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპა
ლიტეტის ტერიტორიაზე მდებარე გეოგრაფიული
ობიექტების
ქუჩების ნუმერაციის წესი
მუხლი 1🔗
1. „ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციის წესი“ (შემდგომში - წესი) განსაზღვრავს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე გეოგრაფიული ობიექტების (მოედნის, პროსპექტის, გამზირის, ქუჩის, შესახვევის, ჩიხის, გასასვლელის, ბულვარის, ხეივნის, სკვერის, ბაღის, პარკის, სასაფლაოს, პანთეონის, შენობა-ნაგებობის და ა.შ.) ნუმერაციის დადგენის პირობებს.
2. წესის მიღების მიზანია ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ამ წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციის მოწესრიგება.
3. წესი შემუსავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“.
მუხლი 2🔗
1. ობიექტების
ნუმერაციასთან დაკავშირებით ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
წერილობითი განცხადებით შეიძლება მიმართოს უძრავი ქონების მესაკუთრე დაინტერესებულმა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა.
2. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს განმცხადებლის აზრით, თუ რომელი ობიექტის
რომელ ნომერს (ნომრის არარსებობისას – რომელ ობიექტს) რა ნომერი უნდა მიენიჭოს. განცხადება უნდა შეიცავდეს დეტალურ დასაბუთებას ნომრის მინიჭების ან შეცვლის თაობაზე. განცხადება უნდა პასუხობდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ, ადმინისტრაციული განცხადებისათვის საჭირო მოთხოვნებს.
3. განცხადებას უნდა დაერთოს:
ა) სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ამონაწერი (განცხადების წარდგენის დროს ძალაში არსებული) ობიექტის
იმ ნომრით რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრის შესახებ, რომელსაც განმცხადებლის აზრით უნდა შეეცვალოს ნომერი;
ბ) სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული საინფორმაციო ცნობა იმის შესახებ, რომ ობიექტის
იმ ნომერზე, რომლის მინიჭებაც სურს განმცხადებელს, არ არის რეგისტრირებული სხვა უძრავი ქონება;
გ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
4. ობიექტის
ნუმერაციის საფუძველი შეიძლება იყოს ობიექტის
არსებული ნომრის შეცვლა, ობიექტზე
წარმოქმნილი ახალი უძრავი ობიექტისათვის ნომრის მინიჭება ან ქუჩაზე არსებული უნომრო უძრავი ობიექტისათვის (ასეთის არსებობისას) ნომრის მინიჭება.
მუხლი 3🔗
1. ობიექტების
ნუმერაციასთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირს წერილობითი განცხადება და თანდართული დოკუმენტები შეაქვს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო
ში.
2. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი
ვალდებულია უზრუნველყოს ობიექტების
ნუმერაციის თაობაზე შეტანილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების დადგენილი წესით საკრებულოს ეკონომიკის, ურბანული განვითარების და ქონების მართვის საკითხთა
კომისიის (შემდგომში-კომისია) თავმჯდომარისათვის
გადაცემა მისი რეგისტრაციისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების დადგენილი წესით მასზე გადაცემიდან 3
დღის ვადაში შეამოწმოს განცხადება შეესაბამება თუ არა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებს, აგრეთვე თანდართული დოკუმენტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლთან.
3. თუ განცხადება და თანდართული დოკუმენტები არ შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს ან/და არასრულყოფილადაა წარმო
დგენილი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლით დადგენილი წესით კომისიის თავმჯდომარე ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის
წერილის მეშვეობით განმცხადებელს განუსაზღვრავს დამატებითი ინფორმაციის (დოკუმენტების) წარმოდგენის ვადას, რომელიც არ უნდა იყოს 5 დღეზე ნაკლები და არ აღემატებოდეს 15 დღეს.
თუ ხარვეზის აღმოფხვრისათვის განსაზღვრულ
ვადაში განმცხადებელი არ წარმოადგენს შესაბამის ინფორმაციას (
დოკუმენტებს)
, კომისია იღებს
გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ, რომელსაც ისევ კომისიის თავმჯდომარე ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის
წერილის მეშვეობით, ატყობინებს განმცხადებელს.
მუხლი 4🔗
1. თუ კომისიისათვის გადაცემული განცხადება და თანდართული დოკუმენტები სწორი და სრულყოფილია, კომისია სრულ დოკუმენტაციას უგზავნის ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის
მერია
ს შემდგომი რეაგირებისათვის და შესაბამისი დასკვნის მომზადებისთვის. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის
მერია ვალდებულია განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების მასზე გადაცემიდან 10
კალენდარული დღის ვადაში განიხილოს საკითხი და მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება კონკრეტულ ქუჩაზე მდებარე უძრავი ობიექტისათვის ნომრის მინიჭების (არსებულის შეცვლა ან ახლის მინიჭება) შესაძლებლობისა და მიზანშეწონილობის თაობაზე. გამონაკლის შემთხვევაში აღნიშნული ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს 5 კალენდარული დღით.
2. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დადებული დასკვნის შესაბამისად
კომისია ვალდებულია სხვა საკითხებთან ერთად განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებისა (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, საჯარო რეესტრის მიერ გაცემული შესაბამისი საინფორმაციო ცნობა) და კომისიის მიერ მოძიებული, შესაბამისი დოკუმენტური მასალების მიხედვით შეისწავლოს საკითხი იმის შესახებ, თუ ობიექტების
ის ნომერი, რომლის მინიჭებასაც ითხოვს განმცხადებელი ხომ არა აქვს უკვე მინიჭებული ამ ობიექტზე
მდებარე სხვა უძრავ ობიექტს.
3. კომისიის გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული. გადაწყვეტილებაში ცალკე აბზაცის სახით უნდა გამოიყოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საკითხის კომისიის მიერ შესწავლის შედეგი. კომისიის გადაწყვეტილებას ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე, და კომისიის ყველა ის წევრი, რომელმაც კომისიის ამ გადაწყვეტილებას დაუჭირა მხარი.
მუხლი 5🔗
1. განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, კომისიის უარყოფითი გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 5 დღის ვადაში ეგზავნება დაინტერესებულ პირს.
2. კომისიის დადებითი გადაწყვეტილება დასამტკიცებლად ეგზავნება საკრებულოს, სადაც სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით მიიღება გადაწყვეტილება.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საკრებულოს განკარგულება (დამოწმებული ასლი) დაინტერესებულ პირს და ობიექტების ნუმერაციის რეგისტრაციაზე უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს ეგზავნება წერილობით.
4. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის წერილობითი მიმართვა და საკრებულოს განკარგულების დამოწმებული ასლი წარმოადგენს ობიექტების ნუმერაციის რეგისტრაციაზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსათვის სამართლებრივ საფუძველს შესაბამისი სარეგისტრაციო წარმოების განხორციელებისა და მის საფუძველზე შესაბამისი რეგისტრაციის განხორციელებისათვის.
მუხლი 6🔗
1. ობიექტის
ნუმერაციის შესახებ საკრებულოს განკარგულებაში
იდენტიფიკაციის მიზნით შეიძლება მიეთითოს მოცემულ ობიექტზე
მდებარე იმ უძრავი ობიექტის მესაკუთრის ვინაობა (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საიდენტიფიკაციო ნომერი
), რომელსაც შეეცვალა ან ახლად მიენიჭა შესაბამისი ნომერი. კომისიის გადაწყვეტილებაში იდენტიფიკაციის მიზნით შეიძლება მითითებულ იქნეს სხვა მონაცემები.
2. განმცხადებელი ვალდებულია ობიექტების
ნუმერაციის საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, გადაწყვეტილების ოფიციალურად გაცნობიდან (გადაცემიდან) 1 თვის ვადაში უზრუნველყოს ობიექტების
მდებარე უძრავი ქონებისათვის შესაბამისი ნომრის აღმნიშვნელი ნიშნის (მაჩვენებლის) განთავსება და სათანადო დოკუმენტაციის საკრებულოს განკარგულებასთან
შესაბამისობაში მოყვანა.
მუხლი 7🔗
1. ობიექტის
ნუმერაცია უნდა განხორციელდეს ისე, რომ მან არ გამოიწვიოს ერთი ობიექტების
სხვადასხვა ნომერს შორის აღრევა, გაუგებრობა ან/და მესამე პირების შეცდომაში შეყვანა.
2. ობიექტების
ნუმერაცია უნდა განხორციელდეს არაბული ციფრებით, უწყვეტობის პრინციპის დაცვით. ობიექტის
ახალი უძრავი ობიექტების დამატების შემთხვევაში ნუმერაცია გრძელდება უწყვეტად. ობიექტის
დასაწყისში ან დასაწყისიდან დასასრულამდე მანძილზე ახალი უძრავი ობიექტების დამატების შემთხვევაში ობიექტის
ნუმერაციის უწყვეტობის შენარჩუნების მიზნით ახალ ობიექტს ენიჭება უახლოესი უძრავი ობიექტის ნომერი დამატების აღნიშვნით. დამატება აღინიშნება ანბანური წყობის მიხედვით (მაგ.: 65-ა, 65-ბ და ა.შ.).
3. ობიექტების
ნუმერაცია ხორციელდება კენტი და ლუწი ნომრების (რიცხვების) ურთიერთსაპირისპირო წყობით. ერთ მხარეს ენიჭება კენტი ნომერი, ხოლო მეორე საპირისპირო მხარეს – ლუწი ნომერი.
4. ობიექტების
სახელწოდების შეცვლის შემთხვევაში მოქმედი ნუმერაცია რჩება უცვლელად.
მუხლი 8🔗
1. განსაკუთრებულ შემთხვევაში ობიექტების
ნუმერაციის უწყვეტობის შენარჩუნებისა და ამ საკითხში წესრიგის დამყარების მიზნით, სათანადო დასაბუთების საფუძველზე, კომისიის გადაწყვეტილებით შეიძლება განხორციელდეს კონკრეტული ობიექტის
სრული ხელახალი ნუმერაცია.
2. ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული საკითხი კომისიის წინაშე შეიძლება დასვას საკრებულოს წევრმა, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის
მერმა, მოცემულ ობიექტზე
მცხოვრებთა (ამ ობიექტების
მდებარე უძრავი ობიექტების მესაკუთრეთა) არანაკლებ ერთმა მესამედმა.
მუხლი 9🔗
1. კომისიის მიერ ობიექტების ნუმერაციის საკითხი განიხილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.
2. ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საკრებულოს დადგენილებით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.