„ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სოციალური დაცვის პროგრამის დამტკიცების შესახებ “ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 დეკემბრის N62 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №20 |
|
2015 წლის 8 აპრილი ქ. ამბროლაური |
ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოციალური დაცვის პროგრამა და მისი გაცემის წესი“;
ბ) დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოციალური დაცვის პროგრამა და მისი გაცემის წესი“;
გ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1 შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
|
2. პროგრამის მიზნებია ეკონომიკურად შეჭირვებულ მოქალაქეთა სოციალური დაცვა; ახალშობილთა, მრავალშვილიანი, მარჩენალდაკარგული ოჯახების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების, ვეტერანთა და მათთან გათანაბრებულ პირთა, ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების, მზრუნველობამოკლებული, მიუსაფარი ბავშვების ფინანსური დახმარება; უკიდურესად გაჭირვებული, უსახლკარო ოჯახების და მოსახლეობის ყოფითი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით საკომპენსაციო თანხით უზრუნველყოფა, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საშეშე მერქნით დახმარება.
ა) სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვება;
ბ) ახალშობილთა ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება;
გ) მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება;
დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ფინანსური დახმარება;
ე) ხანძრის შედეგად (საცხოვრებელ სახლზე) დაზარალებული ოჯახების ფინანსური დახმარება;
ვ) მრავალშვილიანი ოჯახების ფინანსური დახმარება;
ზ) მარჩენალდაკარგული ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება;
თ) უსახლკარო, სოციალურად დაუცველი ოჯახების საცხოვრებელი ბინის ყოველთვიური ქირით უზრუნველყოფა;
ი) მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მიტოვების ფულადი პრევენცია;
კ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ერთჯერადი ფულადი დახმარება;
ლ) სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საშეშე მერქნით დახმარება;
მ) ქალაქ ამბროლაურში მცხოვრები მოსახლეობის ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურება.
|
1. ყოველდღიური ერთჯერადი უფასო კვების მომსახურება გაეწევა: ა) ქალაქ ამბროლაურში რეგისტრირებულ მოქალაქეს, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა მონაცემების ერთიან ბაზაში არ აღემატება 70 000-ს; ბ) მარჩენალდაკარგულ ბავშვებს; გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, რომელიც საჭიროებს მომვლელს. 2. ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვების მომსახურებით დაინტერესებულმა პირმა (მოსარგებლემ) მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოსარგებლეებზე: ა.ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ა.ბ) პირადობის მოწმობის ასლი; ა.გ) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულის შესახებ; ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოსარგებლეებზე: ბ.ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ.ბ) პირადობის მოწმობის ასლი; ბ.გ) მარჩენალდაკარგულის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ.დ) მარჩენალდაკარგულის დაბადების მოწმობის ასლი; ბ.ე) მარჩენალის გარდაცვალების მოწმობის ასლი; გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოსარგებლეებზე: გ.ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; გ.ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ.გ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის (სსე აქტის ამონაწერი) ასლი, სადაც მითითებული იქნება, რომ მოსარგებლე ,,საჭიროებს მომვლელს“. 3. მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდობის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური (შემდგომში - სამსახური) ამოწმებს მერიაში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. შემოწმების შემდგომ სრულყოფილ მასალებს სამსახური დასკვნასთან ერთად გადასცემს შემდგომი განხილვისათვის მერის ბრძანების საფუძველზე შექმნილ კომისიას. 4. კომისია მიღებულ გადაწყვეტილებას (რომელიც ფორმდება კომისიის სხდომის ოქმით) წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს. 5. კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე მუნიციპალიტეტის მერი გამოსცემს ბრძანებას მოსარგებლეთა უფასო კვების ობიექტში ჩარიცხვის შესახებ. 6. ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვება ხორციელდება ქალაქის მუნიციპალიტეტის უფასო სასადილოში (მისამართი: ქ. ამბროლაური, ვ. კობახიძის ქ. №4) ყოველდღიურად, კვირისა და სადღესასწაულო დღეების გარდა. 7. კვება ხორციელდება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ქალაქის მერსა და კვების მომსახურების მიმწოდებელ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობებით.
|
|
1. ახალშობილთა ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაეწევა ქალაქ ამბროლაურში რეგისტრირებულ ოჯახს, რომელთა ახალშობილიც დარეგისტრირდა ქალაქის მაცხოვრებლად. 2. პირველ ახალშობილზე გაიცემა ერთჯერადი ფინანსური დახმარება 350 (სამას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, ხოლო მეორე და ყოველ მომდევნო ახალშობილზე 50 ლარით მეტი. 3. ტყუპი ახალშობილების შემთხვევაში 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით. 4. თუ ბენეფიციარს დახმარების მიღების უფლება წარმოეშვება ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარებების ერთზე მეტი საფუძვლით, დახმარება მიეცემა მხოლოდ ერთი საფუძვლით - მაქსიმალური თანხის უპირატესობის პრინციპით. 5. დახმარების მიმღებმა პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები: ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) ახალშობილის და მისი და-ძმების დაბადების მოწმობის ასლები; გ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; დ) ახალშობილის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში; ვ) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
|
|
1. ადგილობრივი ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი სახის სარიტუალო მომსახურება: ა) მუნიციპალიტეტში დროებით რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება; ბ) ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება. 2. მერიაში წარმოსადგენი შესაბამისი დოკუმენტაციაა: ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი; დ) იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობის ასლი; ე) ინფორმაცია მერის წარმომადგენლისგან გარდაცვლილის უპატრონობის შესახებ; ვ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში; ზ) ნოტარიულად დადასტურებული მოწმეთა ჩვენება დაინტერესებული პირის (განმცხადებლის) მიერ გარდაცვლილი მოქალაქის უკვდავყოფის (დაკრძალვის) ხარჯების გაწევის/გასაწევის თაობაზე.
|
|
1. ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვების ფინანსური დახმარება შეადგენს 300(სამასი) ლარს და გაიცემა ერთჯერადად შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენისას: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) ბავშვის დაბადების ან პირადობის მოწმობის ასლი; ე) ბავშვის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი; ვ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში. 2. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
|
|
1. ქალაქ ამბროლაურში რეგისტრირებულ, ხანძრის შედეგად საცხოვრებელ სახლზე მიყენებული ზარალისათვის უსახლკაროდ დარჩენილ, დაზარალებულ ოჯახებს, რომლებსაც ამავე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არ გააჩნიათ სხვა საცხოვრებელი სახლი, მიეცეთ ერთჯერადი ფულადი დახმარება დამდგარი ზიანის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს 10 000 (ათი ათასი) ლარისა. 2. მოქლაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე ზიანის დადგომიდან ათი დღის ვადაში; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები; დ) აქტი რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს ქალაქ ამბროლაურის სახანძრო-სამაშველო განყოფილებიდან; ე) საცხოვრებელი სახლის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი ან ინფორმაცია მერის წარმომადგენლისგან, რომელშიც მითითებული იქნება ხანძრის შედეგად დაზარარებული სახლის ფაქტობრივი მფლობელი, რაც დადასტურდება 2 მოწმის ნოტარიულად დამოწმებული ჩვენებით. 3. სადავო საცხოვრებელ სახლზე მიყენებული ზარალისათვის დამატებით უნდა წარმოადგინოს საცხოვრებელი სახლის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი. 4. სამსახური ამოწმებს მერიაში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. შემოწმების შემდგომ სრულყოფილ მასალებს სამსახური დასკვნასთან ერთად გადასცემს შემდგომი განხილვისათვის მერის ბრძანების საფუძველზე შექმნილ კომისიას. 5. დახმარების თანხა გაიცემა კომისიის დასკვნის საფუძველზე გამოცემული მერის ბრძანებით. 6. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. 7. ზიანის ოდენობას განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის ეკონომიკის და ქონების მართვის სამსახური, რომელიც ხელმძღვანელობს საქონლის მოქმედი საბაზრო ფასებით.
|
|
1. ერთჯერად ფინანსურ დახმარებას მიიღებენ ქალაქ ამბროლაურში რეგისტრირებული ოჯახები, რომელთაც ჰყავთ სამი და მეტი შვილი 0-დან 18 წლის ჩათვლით. ა) სამშვილიანი ოჯახები 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით; ბ) ოთხი და მეტშვილიანი ოჯახები 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით; 2. სოციალურად დაუცველი ის მრავალშვილიანი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000 და ნაკლებია, ერთჯერად ფულად დახმარებასთან ერთად ყოველთვიურად მიიღებენ თითოეულ ბავშვზე 20 ლარს. 3. ყოველთვიური დახმარება არ გაიცემა იმ ბავშვზე, რომელიც უკვე სარგებლობს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 მარტის №262 დადგენილებით (დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა) განსაზღვრული ფულადი დახმარებით. 4. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) მშობლების/მშობლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) შვილების დაბადების მოწმობების ასლები; დ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები; ე) სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის - ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან ოჯახის სარეიტინგო ქულის შესახებ; ვ) გარდაცვალების მოწმობა (იმ შემთხვევაში, თუ მშობელი გარდაცვლილია). 5. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
|
|
1. ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მარჩენალდაკარგულთა ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაიცემა 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით: ა) ერთ-ერთი მშობლის გარდაცვალების შემთხვევაში - ოჯახზე; ბ) ორივე მშობლის გარდაცვალების შემთხვევაში - ბავშვებზე; 2. დახმარების მიმღებმა პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები: ა) დახმარების მოთხოვნის განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) მშობლის/მშობლების გარდაცვალების მოწმობის ასლი/ასლები; დ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან ბავშვის მეურვის/მზრუნველის ვინაობის შესახებ (დედ-მამით ობოლი ბავშვის შემთხვევაში); ე) ბავშვის/ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები; ვ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
|
|
1. თანხა გაიცემა ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ იმ უსახლკარო ოჯახებზე, რომელთაც არ გააჩნიათ სხვა საცხოვრებელი, არიან სოციალურად დაუცველები და მათი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს. საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით გაიცემა ქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინის ქირის ფულადი კომპენსაცია არაუმეტეს თვეში 250 (ორას ორმოცდაათი) ლარისა. 2. ბინის ქირის საკომპენსაციო თანხის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) პირადობის დოკუმენტის ასლი; გ) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულის შესახებ; დ) საცხოვრებელი ფართობის არქონის დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან); ე) ქირავნობის ხელშეკრულება.
|
|
1. ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მზრუნველობამოკლებულ, სოციალურად დაუცველ, მიუსაფარ ბავშვთა უფლებების დაცვის მიზნით საჭიროა განხორციელდეს ბავშვთა მიტოვების პრევენციული ღონისძიებები, რათა ბავშვი აღიზარდოს ოჯახურ გარემოში. პროგრამის აქტუალობა მდგომარეობს იმაში, რომ დღეისათვის ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობის შედეგად, კვლავ ბევრი ბავშვი ხვდება ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებებში, რითაც მათ ერთმევათ შესაძლებლობა, აღიზარდონ ოჯახურ გარემოში, რაც გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-5 მუხლის თანახმად წარმოადგენს იმ უპირატეს გარემოს, სადაც უნდა აღიზარდოს ბავშვი და განავითაროს თავისი მზარდი შესაძლებლობები. 2. ქვეპროგრამის ღონისძიებებია სააღმზრდელო დაწესებულებებში მოხვედრის რისკის აცილების ხელშეწყობა და ბავშვთა მიტოვების პრევენციის მიზნით ფულადი სოციალური დახმარების გაწევა. 3. მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მიტოვების ფულადი პრევენციის ქვეპროგრამა განხორციელდება მერიის შესაბამისი სამსახურისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს ამბროლაურის რაიონულ განყოფილების ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე. 4. ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მზრუნველობამოკლებულ, მიუსაფარ ბავშვზე გაიცეს ფულადი დახმარება: ა) ჯანმრთელ ბავშვზე 90 (ოთხმოცდაათი) ლარი; ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვზე 110 (ას ათი) ლარი; 5. დახმარების მიმღებმა ოჯახმა მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები : ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე ; ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ; გ) ბავშვის / ბავშვების დაბადების მოწმობის / მოწმობების ასლები ; დ) სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაცია ოჯახის შესახებ, სადაც მითითებული იქნება ფულადი პრევენციის საჭიროებაც ; ე) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან ოჯახის სარეიტინგო ქულის შესახებ.
|
|
1. ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაიცემა 200 (ორასი) ლარის ოდენობით. 2. დახმარების მიმღებმა პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ვეტერანის მოწმობა; დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში; 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. |
|
1. ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საშეშე მერქნით დახმარების ქვეპროგრამა განსაზღვრავს ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობისათვის საშეშე მერქნის გაცემის წესს. 2. საშეშე მერქანი გაიცემა ქ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ოჯახებზე, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 90 000-ს და ოჯახში არ ცხოვრობს შრომისუნარიანი მამაკაცი. 3. საშეშე მერქანი თითოეულ ოჯახზე გაიცემა არა უმეტეს 5 მ3 -სა. 4. დაინტერესებულმა პირმა საშეშე მერქნის მისაღებად უნდა მიმართოს ქ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიას განცხადებით. 5. საშეშე მერქნის გაცემისას უპირატესობა მიენიჭება მარტოხელა, მრავალშვილიან ოჯახებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, მარჩენალდაკარგულ ოჯახებსა და ასევე ოჯახს, სადაც ცხოვრობენ დედ-მამით ობოლი ან/და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები. 6. ქვეპროგრამის ფინანსური უზრუნველყოფა ხორციელდება ქ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში. 7. ქვეპროგრამის ადმინისტრირებას და კონტროლს თავიანთი კომპენტენციის ფარგლებში ანხორციელებენ ქ. ამბროლაურის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდობის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ასევე ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურები. 8. საშეშე მერქნით დახმარების მიღების თაობაზე ქ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში ადმინისტრაციული წარმოება დაიწყება დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე. მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდობის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური ამოწმებს მერიაში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. შემოწმების შემდგომ სრულყოფილ მასალებს სამსახური გადასცემს შემდგომი განხილვისათვის მერის ბრძანების საფუძველზე შექმნილ კომისიას, რომლის ფუნქციებიც განსაზღვრული იქნება მერის ბრძანებით. 9. ოჯახებს საშეშე მერქანი მიეწოდება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ქალაქის მერსა და მომსახურების მიმწოდებელ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობებით. |
ა) თანხა აუნაზღაურდებათ მხოლოდ ინდივიდუალური მრიცხველის მქონე აბონენტებს;
ბ) ქალაქ ამბროლაურში მცხოვრებ ოჯახებს (აბონენტებს) დახარჯული ელექტროენერგიის ღირებულება აუნაზღაურდებათ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ფაქტობრივი დანახარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს თვეში 5 ლარისა;
გ) პროგრამით გათვალისწინებული დახარჯული ელექტროენერგიის ღირებულებას მუნიციპალიტეტი ჩაურიცხავს სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“, ოჯახების (აბონენტების) მიერ ელექტროენერგიის ხარჯის გაწევის თვის მომდევნო თვეში, ქალაქ ამბროლაურის მერიასა და სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ შორის ყოველთვიური ორმხრივად გაფორმებული შედარების აქტის საფუძველზე;
დ) ამ მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობაზე უარის თქმის შემთხვევაში ოჯახი (აბონენტი) მიმართავს შესაბამისი განცხადებით ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერს.
2. პროგრამის ადმინისტრირებას ახორციელებს ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია.
3. გადაწყვეტილება მიიღება მერის მიერ გამოცემული ბრძანების საფუძველზე, გარდა მე-15 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.
4. პროგრამის შესრულების მიმდინარეობაზე კონტროლს ახორციელებს ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო.