საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის დაფუძნების შესახებ
მიღების თარიღი 08.04.2015
ძალის დაკარგვა 31.12.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №156
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.018541
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/04/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის დაფუძნების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №156
2015 წლის 8 აპრილი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის დაფუძნების შესახებ
მუხლი 1🔗
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2013 წლის 6 სექტემბრის №1016-Iს საქართველოს კანონის (www.matsne.gov.ge, 23/09/2013, 040030000.05.001.017075) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 21 მარტის №216 ბრძანებულების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის ბაზაზე დაფუძნდეს და მის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს, ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრი.
მუხლი 2🔗
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაევალოს ამ დადგენილებით დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო კონტროლი, მისი დებულების (წესდების) დამტკიცება და ამ დადგენილებასთან შესაბამისობაში მოყვანა.
მუხლი 3🔗
ამ დადგენილების მიღება არ გამოიწვევს ამავე დადგენილებით დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მოქმედი დირექტორის/ თანამშრომლების უფლებამოსილების ვადის ცვლილებას, გადანიშვნას/ გათავისუფლებას.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი