⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (02.07.2017)
გაუქმებულია:

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 08.04.2015
ძალის დაკარგვა 02.07.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №158
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.018543
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/04/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,067 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
08.04.2015 მიღება
02.07.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №158 2015 წლის 8 აპრილი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2015 წლის 20 მარტიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო  სააგენტოს დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საქართველოს ეროვნული საინვესტიციო  სააგენტო (შემდგომში - სააგენტო) არის  „საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის ძირითადი მიზნებია, საქართველოში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობა და ინვესტიციების მხარდაჭერა. 2. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით. 3.  სააგენტო ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის  წინაშე და  წარუდგენს მას ანგარიშს ყოველი 6 თვის გაწეული საქმიანობის შესახებ. ანგარიში საჯაროა და სააგენტო უზრუნველყოფს მის გამოქვეყნებას კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. სააგენტო, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით დადგენილი მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად, საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, გამოდის მესამე პირებთან ურთიერთობაში და უფლებამოსილია გამოვიდეს სასამართლოში  მხარედ. 5. სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და სახელწოდებით, ლოგო, ბლანკი და იურიდიული პირის სხვა ატრიბუტები. 6.   სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ბამბის რიგი №7. მუხლი 2🔗. სააგენტოს ფუნქციები სააგენტოს ფუნქციებია: ა) საქართველოში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების მიერ სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე  წარმოებული კვლევების  შესახებ ინფორმაციის შეგროვება და კვლევების განხორციელების შესახებ, ამ ორგანოთა ინფორმირების უზრუნველყოფა, ბიზნესისა და საინვესტიციო საკითხებზე კვლევების წარმოება და შესაბამისი საინფორმაციო ბანკის შექმნა;  ბ) საქართველოში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისა და ინვესტიციების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობისა და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა ორგანოებისთვის რეკომენდაციების წარდგენა; გ) საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით დაინტერესებული პირების უზრუნველყოფა სათანადო ინფორმაციით, საკონსულტაციო-სარეკომენდაციო მომსახურებით; დ) საერთაშორისო მასშტაბით საქართველოს საინვესტიციო გარემოს ცნობადობის ამაღლების ხელშეწყობა; ე) საქართველოში ინვესტიციების, მათ შორის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა; ვ) ინვესტორის წარმომადგენლობითი  უფლებამოსილების განხორციელება, ადმინისტრაციულ ორგანოებთან და სხვა პირებთან ურთიერთობაში; ზ) საქართველოს ტერიტორიაზე საინვესტიციო საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, მონიტორინგის გაწევა ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებული საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საქმიანობისათვის, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებული საქმის მასალების ან/და ინფორმაციის გამოთხოვითა და მიღებული მასალის ან/და ინფორმაციის შესწავლით. მონიტორინგის შედეგების საფუძველზე, სააგენტო საქართველოს მთავრობას ან/და ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს წარუდგენს რეკომენდაციას განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ; თ) საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება. მუხლი 3🔗. სააგენტოს მართვა 1. სააგენტოს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც  თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-­მინისტრი. 2.  სააგენტოს დირექტორს  ჰყავს ორი  მოადგილე, მათ შორის, ერთი პირველი. დირექტორის  მოადგილე, იმავდროულად, არის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი. 3. სააგენტოს დირექტორი: ა) ხელმძღვანელობს სააგენტოს, წარმოადგენს სააგენტოს სხვა ორგანოებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობაში და მოქმედებს სააგენტოს სახელით; ბ) უფლებამოსილია სააგენტოს წარმომადგენლობის უფლება მიანიჭოს სააგენტოს სხვა თანამშრომელს; გ) თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს, განსაზღვრავს სააგენტოს თანამშრომელთა უფლებამოსილებებს; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოსცემს  ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს (ბრძანებას); ე) ამტკიცებს საგენტოს სტრუქტურული  ქვედანაყოფების დებულებებს; ვ) განკარგავს საააგენტოს სახსრებსა და ქონებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ზ) უფლებამოსილია შექმნას სათათბირო ორგანოები და განსაზღვროს მათი უფლებამოსილება; თ) დამოუკიდებლად წყვეტს სააგენტოს ამოცანებით, ფუნქციებითა და უფლებამოსილებებით განსაზღვრულ საკითხებს; ი) უფლებამოსილია არასამუშაო საათებში, ღამის ცვლაში, განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვისათვის, სადღესასწაულო და დასვენების დღეებში მუშაობისათვის და სხვა შემთხვევებში, სააგენტოს თანამშრომლებისთვის განსაზღვროს დამატებითი საზღაური (დანამატი); კ) ახორციელებს  კანონმდებლობით სააგენტოს გამგებლობას მიკუთვნებულ სხვა ფუნქციებს. 4. სააგენტოს დირექტორის მოადგილეებს უფლება აქვთ მიიღონ გადაწყვეტილება სააგენტოს დირექტორის მიერ განსაზღვრული ფუნქციების ფარგლებში. სააგენტოს  დირექტორის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ასრულებს პირველი მოადგილე, ხოლო პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში - მოადგილე. მუხლი 4🔗. სააგენტოს სტრუქტურა 1. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტი; ბ) საინვესტიციო  და კვლევების დეპარტამენტი; გ) საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ღონისძიებების  დეპარტამენტი. 2.  ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია: ა)   სააგენტოს საკანცელარიო და საარქივო საქმისწარმოება; ბ)  სამართლებრივი უზრუნველყოფა; გ)  ადამიანური რესურსების მართვა; დ)  სააგენტოს საინფორმაციო-ტექნოლოგიური უზრუნველყოფა; ე) სააგენტოს საქმიანობის ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგება და ფინანსური მენეჯმენტი; ვ) სააგენტოს საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა; ზ) სააგენტოს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების უზრუნველყოფა. 3. საინვესტიციო და კვლევების  დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია: ა) საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების მიერ წარმოებული კვლევების  შესახებ, ინფორმაციის შეგროვება და კვლევების განხორციელების შესახებ, ამ ორგანოთა ინფორმირების უზრუნველყოფა, ბიზნესისა და საინვესტიციო საკითხებზე კვლევების წარმოება და შესაბამისი საინფორმაციო ბანკის შექმნა;  ბ) საქართველოში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისა და ინვესტიციების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობისა და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა ორგანოებისთვის რეკომენდაციების წარდგენა; გ) საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით დაინტერესებული  პირების უზრუნველყოფა სათანადო ინფორმაციით, საკონსულტაციო-სარეკომენდაციო მომსახურებით; დ) საერთაშორისო მასშტაბით საქართველოს საინვესტიციო გარემოს ცნობადობის ამაღლების ხელშეწყობა; ე) საქართველოში ინვესტიციების, მათ შორის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა; ვ) ინვესტორის წარმომადგენლობითი  უფლებამოსილების განხორციელება ადმინისტრაციულ ორგანოებთან და სხვა პირებთან ურთიერთობაში; ზ) საქართველოს ტერიტორიაზე საინვესტიციო საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, მონიტორინგის გაწევა ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებული საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საქმიანობისათვის, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებული საქმის მასალების ან/და ინფორმაციის გამოთხოვითა და მიღებული მასალის ან/და ინფორმაციის შესწავლით. მონიტორინგის შედეგების საფუძველზე, სააგენტო საქართველოს მთავრობას ან/და ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს წარუდგენს რეკომენდაციას განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ; თ) პოტენციური ინვესტორების გამოვლენის მიზნით, კვლევების ჩატარება; ი) ქვეყნის შეფარდებითი უპირატესობების განსაზღვრა საინვესტიციო პოტენციალის ჭრილში; კ) პოტენციური ინვესტორების კონსულტირება და მათთვის საინტერესო საინვესტიციო პროექტების იდენტიფიცირება; ლ) არსებული ინვესტორების ბაზის ფორმირება და მუდმივი განახლება; მ) ინვესტორთა დახმარება  საინვესტიციო საქმიანობისთვის საჭირო ყველა ლიცენზიის ან/და ნებართვის აღებაში; ნ) ინვესტორთა მიერ სახელმწიფო მომსახურებების მიღების მხარდასაჭერად სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 4. საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ღონისძიებების დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია: ა)  საზოგადოებასთან ურთიერთობის  წარმართვა და კოორდინაცია; ბ) უცხო ქვეყნის ოფიციალური დელეგაციების ვიზიტისას შესაბამისი ღონისძიებების გატარება და საინვესტიციო საკითხებზე საერთაშორისო ვიზიტების დაგეგმვა/ორგანიზების უზრუნველყოფა; გ) საინვესტიციო  ფორუმების, პრეზენტაციებისა და სხვა ღონისძიების ორგანიზება; დ) მედიასთან  თანამშრომლობა და საჯარო ინფორმაციის გავრცელების უზრუნველყოფა, სააგენტოს ვებ-გვერდის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა. 5. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის კომპეტენცია, უფლება-მოვალეობები და სტრუქტურა განისაზღვრება სტრუქტურული ერთეულის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს სააგენტოს დირექტორი. მუხლი 5🔗. სააგენტოს ქონება და ფინანსები 1. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად, სააგენტოს, დადგენილი წესით, გადაეცემა ქონება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია: ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი; ბ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი; გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. მუხლი 6🔗.  საქმიანობები, რომლებიც საჭიროებს თანხმობას 1. სააგენტომ, საქართველოს მთავრობის თანხმობით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა; ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა; ვ)  სხვა გადაწყვეტილებები სააგენტოს ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 2. სააგენტომ, მხოლოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობით, შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) სესხის აღება; ბ) თავდებობა. მუხლი 7🔗. სააგენტოს  რეორგანიზაციის და ლიკვიდაციის წესი სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 8🔗. დებულებაში ცვლილების შეტანის წესი ამ დებულებაში ცვლილების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.