საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 16.04.2015
ძალაში შესვლა 15.04.2015
ძალის დაკარგვა 01.03.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
ნომერი №18/ნ
სარეგისტრაციო კოდი 010240010.22.037.016064
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/04/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 900 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.04.2015 მიღება
15.04.2015 ძალაში შესვლა
01.03.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ბრძანება №18/ნ 2015 წლის 16 აპრილი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 8 აპრილის №156 დადგენილების საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 15 აპრილიდან. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრი (შემდგომში - ცენტრი) იქმნება მმართველობის სისტემის დეცენტრალიზაციისა და დეკონცენტრაციის, აგრეთვე, ქვეყნის რეგიონული და მუნიციპალური განვითარების ხელშეწყობის მიზნით. 2. ცენტრი არის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი. 3. ცენტრი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. იგი საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების და შეთანხმებების, საქართველოს საკანონმდებლო აქტების, ამ დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე. 4. ცენტრი თავისი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, გამოდის სასამართლოში და მესამე პირებთან ურთიერთობაში. 5. ცენტრს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ბეჭედი და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. 6. ცენტრის მისამართია: საქართველო, ქ. თბილისი, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი №12. მუხლი 2🔗. ცენტრის მიზნები ცენტრის მიზნებია: ა) მმართველობის სისტემის დეცენტრალიზაციისა და დეკონცენტრაციის ხელშეწყობა; ბ) რეგიონული და მუნიციპალური განვითარების პროცესის მხარდაჭერა. მუხლი 3🔗. ცენტრის ფუნქციები და საქმიანობის საგანი ცენტრის ფუნქციებია: ა) რეგიონული და მუნიციპალური განვითარების, მმართველობის სისტემის დეცენტრალიზაციისა და დეკონცენტრაციის სფეროში სამინისტროს საქმიანობის ხელშეწყობა; ბ) რეგიონული და მუნიციპალური განვითარების, მმართველობის სისტემის დეცენტრალიზაციისა და დეკონცენტრაციის ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი რეკომენდაციების, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება და სამინისტროსთვის წარდგენა; გ) რეგიონული და მუნიციპალური განვითარების პროცესის ტექნიკური, საინფორმაციო და საექსპერტო მხარდაჭერა; დ) მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, რეკომენდაციების შემუშავება; ე) კომპეტენციის შესაბამისად, რეგიონული და მუნიციპალური განვითარებისათვის დამატებითი ფინანსური რესურსების მოძიება და დონორ ორგანიზაციებთან დადებული შეთანხმებების შესაბამისად, მათი განკარგვა; ვ) რეგიონული და მუნიციპალური განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საჯარო მოსამსახურეთა სწავლების ღონისძიებების განხორციელება; ზ) კომპეტენციის ფარგლებში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან, მედიასთან, სხვა დაინტერესებულ პირებთან, აგრეთვე, საერთაშორისო, მათ შორის, დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება, შესაბამის პროგრამებში და პროექტებში მონაწილეობა; თ) რეგიონული და მუნიციპალური განვითარების ხელშეწყობის მიზნით, კონფერენციების, სემინარებისა და სხვა ღონისძიებების ორგანიზება; ი) რეგიონული და მუნიციპალური განვითარების, მმართველობის სისტემის დეცენტრალიზაციისა და დეკონცენტრაციის შესახებ საზოგადოების ინფორმირება; კ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება. მუხლი 4🔗. ცენტრის მართვა 1. ცენტრს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი (შემდგომში - მინისტრი). 2. ცენტრის დირექტორი: ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხელმძღვანელობს და წარმართავს ცენტრის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს ცენტრს მესამე პირებთან ურთიერთობაში; გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის თანამშრომლებს, დებს შრომით ხელშეკრულებებს ცენტრის თანამშრომლებთან და მოწვეულ სპეციალისტებთან; დ) ამტკიცებს ცენტრის შრომის შინაგანაწესს; ე) ანაწილებს ფუნქციებს ცენტრის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს, აკონტროლებს ცენტრის თანამშრომლეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, კანონმდებლობით დადგენილი წესით, იღებს გადაწყვეტილებებს მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის და წახალისების ღონისძიების გამოყენების თაობაზე; ვ) კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცემს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს - ბრძანებას; ზ) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ამტკიცებს ცენტრის საშტატო ნუსხას და სახელფასო ფონდს, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით; თ) გასცემს წარმომადგენლობის დამადასტურებელ დოკუმენტს; ი) შეიმუშავებს და მინისტრის თანხმობით ამტკიცებს ცენტრის წლიურ სამოქმედო გეგმას და ბიუჯეტს; კ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ და სამინისტროს მიერ დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. ცენტრის დირექტორი, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, პასუხისმგებელია ცენტრის საქმიანობის კანონიერებასა და მიზნობრიობაზე, ფინანსური რესურსების მართლზომიერად განკარგვაზე. 4. ცენტრის დირექტორი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე. 5. ცენტრის დირექტორი უფლებამოსილია შექმნას ცენტრის სათათბირო ორგანო. 6. ცენტრის დირექტორს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის დირექტორი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 7. ცენტრის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს ცენტრის დირექტორის მოადგილე, ხოლო ცენტრის დირექტორისა და ცენტრის დირექტორის მოადგილის ერთდროულად არყოფნის შემთხვევაში, ცენტრის დირექტორის მიერ განსაზღვრული ერთ-ერთი თანამშრომელი. 8. ცენტრის დირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები საჩივრდება სასამართლოში. მუხლი 5🔗. ცენტრის ქონება 1. დასახული მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად ცენტრს აქვს ქონება, რომლის ფორმირების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 2. ცენტრის ქონება აისახება მის ბალანსზე. მუხლი 6🔗. ცენტრის საფინანსო საქმიანობის საფუძვლები 1. ცენტრის დაფინანსების წყაროებია: ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) მიზნობრივი კრედიტები და გრანტები; გ) საჩუქრისა და შემოწირულობების სახით მიღებული შემოსავლები; დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემოსავლები და სახსრები მთლიანად ხმარდება ცენტრის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში - სამინისტროს სისტემის განვითარებას. სახსრების სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია. 3. ცენტრი ვალდებულია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და წარუდგინოს სამინისტროს. 4. ცენტრის წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი. მუხლი 7🔗. ცენტრის სახელმწიფო კონტროლი 1. ცენტრი ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. 2. ცენტრის სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოა სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარდგენა. 3. სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს ცენტრის არამართლზომიერი გადაწყვეტილება კანონით დადგენილი საფუძვლებითა და წესით. მუხლი 8🔗. ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია 1. ცენტრის რეორგანიზაცია/ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. ცენტრის ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში. მუხლი 9🔗. ცენტრის დებულებაში ცვლილების შეტანის წესი ცენტრის დებულებაში ცვლილების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.