თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება N2/4647-15 გაკოტრების საქმის წარმოების შესახებ (შპს ”ნინოწმინდის საავადმყოფო-პოლიკლინიკური და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური 03-ის გაერთიანება”)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/4647-15 (330210315749991)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
2015წლის 31 მარტი
ქ.თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ბესიკ სისვაძე
განმცხადებელი: შპს „ნინოწმინდის საავადმყოფო-პოლიკლინიკური და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური – 03-ის გაერთიანება”
წარმომადგენელი: დირექტორი შპს „რეაბილიტაციის” წარმომადგენლობა/ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი ბიძინა ჩიკვილაძე
მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა შპს „ნინოწმინდის საავადმყოფო – პოლიკლინიკური და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური 03-ის გაერთიანების” (ს/კ 236690103) დირექტორის შპს „რეაბილიტაციის” (ს/კ 206096419) წარმომადგენელმა ბიძინა ჩიკვილაძემ და ითხოვა შპს „ნინოწმინდის საავადმყოფო – პოლიკლინიკური და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური – 03”-ის გაერთიანების” (ს/კ 236690103) მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.
განმცხადებელი განმარტავს, რომ შპს „ნინოწმინდის საავადმყოფო 31 მარტი, პოლიკლინიკური და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური – 03-ის გაერთიანება” (ს/კ 236690103) წარმოადგენს 100% სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოს, რომელიც წარმოადგენს შპს „ნინოწმინდის საავადმყოფო – პოლიკლინიკური გაერთიანების” (ს/კ 236685636), შპს „ნინოწმინდის სასწრაფო სამედიცინო დამხარების სამსახური – 03”-ის (ს/კ 236688401), შპს „მოსახლეობის სამედიცინო– პროფილაქტიკური განათლების ეროვნული ცენტრის” (ს/კ 202887288), შპს „მტკვარი 2005”-ის (ს/კ 223104138), შპს „ა.მაკარიძის სახელობის წინწკილის ფსიქონერვოლოგიური საავადმყოფოს” (ს/კ 231991146), შპს „მესტიის რაიონული საავადმყოფოს” (ს/კ 235891102) და შპს „მკურნალის” (ს/კ 238726312) სამართალმემკვიდრეს (მითითებული საწარმოების შერწყმის შედეგად ჩამოყალიბებულ საწარმოს). დღეის მდგომარეობით შპს „ნინოწმინდის საავადმყოფო – პოლიკლინიკური და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური – 03-ის გაერთიანებას” (ს/კ 236690103) შეწყვეტილი აქვს ყოველგვარი სამეწარმეო საქმიანობა, მას არ აქვს ვადამოსული ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა. არც ბალანსზე, არც საკუთრებაში უძრავ-მოძრავი ქონება არ ერიცხება. რაც შეეხება კრედიტორებს, საწარმოს არაუზრუნველყოფილი კრედიტორი არ ჰყავს, ხოლო უზრუნველყოფილი კრედიტორი კი არის სახელმწიფო ბიუჯეტი, რომლის მიმართაც დავალიანება შეადგენს 276 906.99 (ორას სამოცდათექვსმეტი ათას ცხრაას ექვსი მთელი ოთხმოცდაცხრამეტი მეასედი) ლარს.
ამ გარემოებებზე მითითებით განმცხადებელი ითხოვს შპს „ნინოწმინდის საავადმყოფო – პოლიკლინიკური და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური – 03-ის გაერთიანების” (ს/კ 236690103) მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 17 მარტის განჩინებით შპს „ნინოწმინდის საავადმყოფო – პოლიკლინიკური და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური – 03-ის გაერთიანების” (ს/კ 236690103) განცხადებას დაუდგინდა ხარვეზი. კერძოდ, განმცხადებელს დაევალა წარმოედგინა ცნობა, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ის არ ფლობს წილს სხვა რაიმე სამეწარმეო საზოგადოებაში.
2015 წლის 26 მარტს სასამართლოს განცხადებით მომართა შპს „ნინოწმინდის საავადმყოფო – პოლიკლინიკური და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური – 03-ის გაერთიანების” (ს/კ 236690103) წარმომადგენელმა ბიძინა ჩიკვილაძემ და წარმოადგინა ცნობა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომლითაც ირკვევა, რომ შპს „ნინოწმინდის საავადმყოფო-პოლიკლინიკური და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური – 03-ის გაერთიანება” (ს/კ 236690103) არ არის რეგისტრირებული სხვა რაიმე სამეწარმეო საზოგადოების წილობრივ მონაწილედ ან პარტნიორად.
სასამართლო გაეცნო განცხადებას, მასზე თანდართულ დოკუმენტებს და მიიჩნევს, რომ შპს „ნინოწმინდის საავადმყოფო – პოლიკლინიკური და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური – 03-ის გაერთიანების” (ს/კ 236690103) უარი უნდა ეთქვას განცხადების სასამართლო წარმოებაში მიღებაზე შემდეგი სახის საფუძველთა არსებობის გამო:
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ხსენებული განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის თაობაზე და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორი იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანს სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას. იმავე კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სასამართლო მოვალის კრედიტორის ინფორმირებისათვის ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული განჩინების გამოტანიდან არაუგვიანეს მე-3 დღისა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” აქვეყნებს განჩინებას, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მოვალის კრედიტორს შეუძლია მიმართოს სასამართლოს იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის დანაწესის თანახმად კი, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებს, რაც გახდება მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი.
შპს „ნინოწმინდის საავადმყოფო – პოლიკლინიკური და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური – 03-ის გაერთიანების” (ს/კ 236690103) კუთვნილი ქონების სიმცირის და აქტივის დაბალი ღირებულების სამტკიცებლად სასამართლოსათვის წარმოდგენილი აქვს მთელი რიგი მტკიცებულებები. კერძოდ, წარმოდგენილია ცნობა შემოსავლების სამსახურიდან, სადაც აღნიშნულია, რომ 2015 წლის 11 მარტის მდგომარეობით საწარმოს ანგარიშსწორების ანგარიში გახსნილი აქვს სს „ლიბერთი ბანკში”. სს „ლიბერთი ბანკის” მიერ 2015 წლის 11 მარტს გაცემული ცნობის თანახმად კი 2015 წლის 11 მარტის მდგომარეობით საწარმოს ანგარიშებზე ნაშთი შეადგენს 36.48 ლარს (იხ. ს/ფ 11). განმცხადებლის მიერ ასევე წარმოდგენილია სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა, რომ შპს „ნინოწმინდის საავადმყოფო – პოლიკლინიკური და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური – 03-ის გაერთიანების” (ს/კ 236690103) სახელზე რაიმე მექანიკური სატრანსპორტო საშუალება არ არის რეგისტრირებული (ს/ფ 7). სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობის თანახმად, შპს „ნინოწმინდის საავადმყოფო – პოლიკლინიკური და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური – 03-ის გაერთიანება” (ს/კ 236690103) საჯარო რეესტრში არსებული განცხადებებისა და უფლებების რეგისტრაციის ელექტრონული წიგნის მონაცემებით უძრავი ნივთის მესაკუთრედ არ არის რეგისტრირებული. ის ასევე არ ფლობს წილს სხვა სამეწარმეო საზოგადოებაში (იხ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 23 მარტის წერილი).
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე განჩინებით ინიშნება მეურვე. აღნიშნული კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით მეურვის უფლებამოსილების განხორციელება დაკისრებული აქვს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველოს სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს. იმავე კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მეურვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასურის ოდენობა განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. მომსახურების საფასური ანაზღაურდება სამეურვეო ქონებიდან. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანებით დამტკიცდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესი. ამ ნორმატიული აქტის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა”, ”ა.ა” ქვეპუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას მეურვის ფუნქციის განხორციელებისთვის, თუ მოვალე საწარმოს მიმართ გაიხსნება გაკოტრების საქმის წარმოება, მომსახურების გაწევის საფასური განისაზღვრება შემდეგნაირად: თუ სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულება არ აღემატება 100 000 ლარს – გაკოტრების მმართველის მიერ გასანაწილებელი, მათ შორის ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხის 7%, მაგრამ არანაკლებ 5000 ლარისა. მითითებული ნორმის თანახმად, გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების დაწყების შემთხვევაში წინასწარ განჭვრეტადი ხარჯის ოდენობა მინიმუმ 5000 ლარია.
განსახილველ შემთხვევაში მოვალე შპს „ნინოწმინდის საავადმყოფო შპს „ნინოწმინდის საავადმყოფო – პოლიკლინიკური და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური – 03-ის გაერთიანება” პოლიკლინიკური და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური – 03-ის გაერთიანებას” (ს/კ 236690103) აქტივები არ გააჩნია. გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების დაწყების შემთხვევაში წინასწარ განჭვრეტადი ხარჯის ოდენობა არის მინიმუმ 5000 ლარი. ასეთ პირობებში ცხადი ხდება, რომ გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების დაწყება არათუ ასეთი წარმოების მიზნის – მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრასა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რელიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების მიღწევის შესაძლებლობას უზრუნველყოფს, არამედ გაკოტრების წარმოებისათვის აუცილებელი ხარჯის დაფარვაც კი შეუძლებელია. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ის საფუძველი, რომელიც გამორიცხავს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების შესაძლებლობას.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, მე-20 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ნინოწმინდის საავადმყოფო – პოლიკლინიკური და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური – 03-ის გაერთიანებას” (ს/კ 236690103) უარი ეთქვას მის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე.
2. განემარტოთ კრედიტორებს, რომ თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორთაგან რომელიმე შპს „ნინოწმინდის საავადმყოფო – პოლიკლინიკური და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური – 03-ის გაერთიანების” (ს/კ 236690103) მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, შპს „ნინოწმინდის საავადმყოფო – პოლიკლინიკური და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური – 03-ის გაერთიანება” (ს/კ 236690103) გამოცხადდება გაკოტრებულად, რაც თავის მხრივ განაპირობებს მისი რეგისტრაციის გაუქმებას.
3. კრედიტორთა ინფორმირების მიზნით განჩინება განმცხადებლისათვის მისი ასლის გადაცემიდან გონივრულ ვადაში გამოქვეყნდეს ёსაქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”. განჩინების გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ხარჯების გადახდა უნდა უზრუნველყოს შპს „ნინოწმინდის საავადმყოფო – პოლიკლინიკური და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური – 03-ის გაერთიანებამ” (ს/კ 236690103); ამასთან, განმცხადებელსვე დაევალოს განჩინების გამოქვეყნების დამადასტურებელი მტკიცებულების სასამართლოსათვის წარმოდგენა.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში კერძო საჩივრის შეტანის გზით განჩინების გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში.
მოსამართლე ბესიკ სისვაძე