საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984წ., №12-ის დანართი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 119-ე მუხლის პირველი ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „სატრანსპორტო საშუალება ან“.

2. 122-ე მუხლში სიტყვების „სამართავად გადაცემა“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „აგრეთვე, თუ სატრანსპორტო საშუალება რეგისტრირებული არ არის დადგენილი წესით”.

3. 134-ე მუხლის მე-2 ნაწილში სიტყვების „პირობების დარღვევა“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „პლაკატების, ტრანსპარანტების, აფიშების, სარეკლამო ფირნიშებისა და არასტანდარტული საგზაო ნიშნების უნებართვოდ განთავსება“.

4. 249-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების მძღოლს საქმეზე დადგენილების გამოტანამდე ჩამოერთმევა მძღოლის მოწმობა და მიეცემა სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვა, რის შესახებაც კეთდება ჩანაწერი სამართალდარღვევის ოქმში. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევის შესახებ დადგენილების გამოტანის შემთხვევაში მძღოლს მოწმობა არ დაუბრუნდება, ხოლო ამ დადგენილების გასაჩივრების (გაპროტესტების) შემთხვევაში მართვის დროებითი ნებართვის მოქმედება გაგრძელდება საჩივარზე (პროტესტზე) გადაწყვეტილების მიღებისათვის დადგენილი ვადით“.

5. 287-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვა „სამი“ შეიცვალოს სიტყვით „ექვსი“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1998 წლის 12 ივნისი.

№1443_IIს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“?
დიახ, სამართლებრივი აქტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია.
სად არის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).

როგორ დავიმოწმოთ

სამართლებრივი აქტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/28114/