„პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2014 წლის 11 დეკემბრის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№3
სარეგისტრაციო კოდი
010100000.62.074.016005
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/04/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის

ბრძანება №3

2015 წლის 17 აპრილი

ქ. თბილისი

 

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2014 წლის 11 დეკემბრის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2014 წლის 11 დეკემბრის №2 ბრძანებით (სსმ ვებგვერდი, 11/12/2014; სარეგისტრაციო კოდი 010100000.62.074.016002) დამტკიცებულ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი განათლება იურიდიული, ინფორმაციული ტექნოლოგიების, ბიზნესის მართვის ან საჯარო ადმინისტრირების მიმართულებით, მაგისტრის ხარისხი;

ბ) სასურველია ინფორმაციული უსაფრთხოების სტანდარტის ISO 27001 და გარე აუდიტის მეთოდოლოგიის  ცოდნა;

გ) სპეციალობით მუშაობის 5 წლიანი, მათ შორის მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;

დ) პროფესიული უნარები: გუნდის მართვისა და გუნდური მუშაობის, სამუშაოს დაგეგმვისა და პროცესის მართვის, შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის, გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების, ეფექტური კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და აკადემიური წერის უნარები; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დროის ეფექტური მართვა;

ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook);

ვ) უცხო ენის (ინგლისური, ფრანგული ან გერმანული) სრულყოფილად ცოდნა.“

2. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება, მაგისტრის ხარისხი;

ბ) სპეციალობით მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება, სასურველია კვლევითი გამოცდილება სისხლის სამართლის პროცესის მიმართულებით;

გ) პროფესიული უნარები: გუნდის მართვისა და გუნდური მუშაობის, სამუშაოს დაგეგმვისა და პროცესის მართვის, შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის უნარები და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

დ) ინგლისური ენის ცოდნა.“

3. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი განათლება ბიზნესის მართვის, საჯარო ადმინისტრირების ან სამართლის სფეროში, მაგისტრის ხარისხი;

ბ) სპეციალობით მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება;

გ)  სასურველია გარე აუდიტის მეთოდოლოგიის ცოდნა;

დ) სასურველია პრეზენტაციებისა და ტრენინგების ჩატარების გამოცდილება;

ე) პროფესიული უნარები: გუნდის მართვისა და გუნდური მუშაობის, სამუშაოს დაგეგმვისა და პროცესის მართვის, შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის უნარები და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

ვ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook);

ზ) ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა.“

4. მე-16 მუხლის პირველი და მეორე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მონაცემთა უსაფრთხოების ანალიტიკოსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი განათლება იურიდიული, საერთაშორისო სამართლის, საჯარო ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;

ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება; სასურველია პროექტის მართვის და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;

გ) პროფესიული უნარები: გუნდური მუშაობის, სამუშაოს დაგეგმვისა და პროცესის მართვის, შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის, ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის, ქართულ და უცხო ენაზე აკადემიური წერისა და ანალიტიკური აზროვნების უნარები, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook);

ე) ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა.

2.  საკონკურსო თემატიკა:

საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“; საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; „პერსონალურ მონაცემთა ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ“ ევროპის საბჭოს 1981 წლის 28 იანვრის 108 კონვენცია და კონვენციის დამატებითი ოქმი; საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 ივლისის 180 დადგენილება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საქმიანობისა და მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“.“

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორითამარ ქალდანი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2014 წლის 11 დეკემბრის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 17.04.2015.
როდის იქნა მიღებული „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2014 წლის 11 დეკემბრის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2014 წლის 11 დეკემბრის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 17.04.2015. მიმღები ორგანო — პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი. დოკუმენტის ნომერი — №3. სარეგისტრაციო კოდი — 010100000.62.074.016005.
რამდენი მუხლისგან შედგება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2014 წლის 11 დეკემბრის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2014 წლის 11 დეკემბრის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2014 წლის 11 დეკემბრის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.04.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ბრძანება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2014 წლის 11 დეკემბრის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №3, 17.04.2015, სარეგისტრაციო კოდი 010100000.62.074.016005 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.04.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2812444/