საქართველოს მთავრობასა და ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთათვის ვიზის მიღების ვალდებულებისგან ნაწილობრივი გათავისუფლების შესახებ“ წერილების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება
მიღების თარიღი 11.03.2015
ძალაში შესვლა 10.04.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №189
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016320
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/04/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ნეპალის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ფიჯის რესპუბლიკის მთავრობას შორის
დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სერბეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტს შორის ვიზის მიღების ვალდებულებისგან ორმხრივად გათავისუფლების შესახებ შეთანხმება შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სლოვენიის რესპუბლიკის მთავრობას შორის ხანმოკლე ვიზის აღების ვალდებულებისგან სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა გათავისუფლების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობასა და ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთათვის ვიზის მიღების ვალდებულებისგან ნაწილობრივი გათავისუფლების შესახებ“ წერილების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა და ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთათვის ვიზის მიღების ვალდებულებისგან ნაწილობრივი გათავისუფლების შესახებ“ წერილების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება
თქვენი აღმატებულების 2015 წლის 7 იანვრის DAI/DIM/DE II/02/PAIN CVIS GEOR ნოტის პასუხად, რომელიც ეხება ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული კავშირების განმტკიცებასა და ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე მოქალაქეთა ურთიერთმიმოსვლის ხელშეწყობის აუცილებლობას, მაქვს პატივი გაცნობოთ, რომ საქართველოს მთავრობა გამოთქვამს მზადყოფნას, ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე, მიიღოს შემდეგი ზომები:
1. ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის ორდინალური პასპორტების მფლობელი მოქალაქეები, პირველადი შესვლის დღიდან არაუმეტეს 90 (ოთხმოცდაათი) დღისა 180 (ას ოთხმოცი) დღიანი პერიოდის მანძილზე, ტურისტული და საქმიანი მიზნებისთვის, თავისუფლდებიან საქართველოს ტერიტორიაზე შესვლის, მისი დატოვების, ტრანზიტით გავლისა და დარჩენისთვის აუცილებელი ვიზის მიღების ვალდებულებისაგან.
2. პირველ პუნქტში მითითებული საქმიანი მიზნები გულისხმობს საქმიან შეხვედრებზე დასწრებას, ხელშეკრულებების დადების მიზნით მოლაპარაკებების წარმოებას, პროექტების განხილვას და სხვა საქმიანობებს, რომელიც არ გულისხმობს საქართველოს ტერიტორიაზე ანაზღაურებად სამუშაოს ან დასაქმებას.
3. ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ მოქმედ ორდინალურ პასპორტებს, ვალდებულნი არიან საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიიღონ სათანადო ვიზა, თუ მათ განზრახული აქვთ საქართველოს ტერიტორიაზე დარჩენა იმ პერიოდით, რომელიც 90 (ოთხმოცდაათი) დღეს აღემატება, ან თუ მათ საქართველოს ტერიტორიაზე განზრახული აქვთ რაიმე საქმიანობის ან ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულება.
4. ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქეებს შეუძლიათ შევიდნენ, ტრანზიტით გაიარონ, დარჩნენ და დატოვონ საქართველოს ტერიტორია მგზავრთა საერთაშორისო მიმოსვლისათვის ნებადართული ყველა სასაზღვრო გამტარი პუნქტის გავლით.
5. ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქეებმა, მათი საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის განმავლობაში, უნდა დაიცვან საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი კანონები და კანონქვემდებარე აქტები.
6. საქართველოს მთავრობამ, წინამდებარე ნოტაში შემავალი ღონისძიებების ძალაში შესვლის თარიღიდან არაუგვიანეს 30 დღისა, დიპლომატიური არხების მეშვეობით, ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის კომპეტენტურ ორგანოებს უნდა მიაწოდოს თავისი კანონები და კანონქვემდებარე აქტები, რომელიც ეხება უცხოელთა შესვლას, ტრანზიტს, დარჩენასა და გასვლას, ისევე როგორც დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას ნებისმიერი ცვლილებების შემოღების შესახებ.
7. ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობამ საკუთარ მოქალაქეთა რეადმისია თავის ტერიტორიაზე უნდა განახორციელოს ყოველგვარი დამატებითი ფორმალობებისა და ხარჯების გარეშე.
8. წინამდებარე ურთიერთგაგება არ ზღუდავს საქართველოს მთავრობის უფლებას უარი უთხრას თავის ტერიტორიაზე შესვლაზე ან შეუმციროს ყოფნის ვადა ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომელთა ყოფნა მის ტერიტორიაზე შეიძლება მიჩნეულ იქნეს არასასურველად.
9. წინამდებარე ნოტაში აღწერილი ზომების ძალაში შესვლის თარიღიდან არაუგვიანეს ოცდაათი (30) დღისა, საქართველოს მთავრობამ, დიპლომატიური არხების მეშვეობით, ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას უნდა მიაწოდოს თავისი მოქმედი პასპორტების ნიმუშები.
10. ახალი პასპორტების გამოშვების ან არსებული პასპორტების შეცვლის შემთხვევაში, მათ გამოყენებამდე არაუგვიანეს ოცდაათი (30) დღისა, საქართველოს მთავრობამ, დიპლომატიური არხების მეშვეობით, ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას უნდა მიაწოდოს ამ პასპორტების ნიმუშები, რომელსაც თან უნდა ახლდეს დეტალური ინფორმაცია მათი მახასიათებლებისა და გამოყენების შესახებ.
11. უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგის ან მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობას შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩეროს წინამდებარე ნოტაში დადგენილი ზომების გამოყენება. შეჩერების და ამ შეჩერების შემდგომი გაუქმების შესახებ ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას, დიპლომატიური არხების მეშვეობით, შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადაში უნდა ეცნობოს.
12. წინამდებარე ურთიერთგაგება არ ახდენს გავლენას საქართველოში მოქმედ კანონებსა და კანონქვემდებარე აქტებზე, რომლებიც არეგულირებს უცხოელთა საქართველოში შესვლას, ტრანზიტს, დარჩენასა და გასვლას, თუ წინამდებარე ნოტაში დადგენილი ზომები აუარესებს ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქეების საქართველოს ტერიტორიაზე შესვლისა და ყოფნის პირობებს.
13. ნებისმიერი დავა, რომელიც წინამდებარე ურთიერთგაგებასთან დაკავშირებით წარმოიშობა საქართველოს მთავრობასა და ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის, უნდა გადაწყდეს ორი ქვეყნის მიერ დიპლომატიური არხების მეშვეობით.
14. წინამდებარე ურთიერთგაგება ძალაში შედის წინამდებარე ნოტის მიღებიდან ოცდაათ (30) დღეში.
15. წინამდებარე ურთიერთგაგებაში, საქართველოს მთავრობისა და ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის ერთობლივი თანხმობით, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომელიც ფორმდება ცალკე ოქმების სახით და წარმოადგენს ამ ურთიერთგაგების განუყოფელ ნაწილს. აღნიშნული ოქმები ძალაში შედის წინამდებარე ნოტის მე-14 პუნქტის შესაბამისად.
16. წინამდებარე ნოტაში აღწერილი ზომები დადგენილია განუსაზღვრელი პერიოდით, თუ
საქართველოს მთავრობა წერილობით არ შეატყობინებს ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას, თავისი განზრახვის შესახებ, შეწყვიტოს მათი მოქმედება. ასეთ შემთხვევაში, დადგენილი ზომები წყდება ამგვარი შეტყობინებიდან 90 (ოთხმოცდაათი) დღის შემდეგ.
17. მაქვს პატივი დავადასტურო, რომ წინამდებარე ნოტა და თქვენ მიერ ხელმოწერილი 2015 წლის 7 იანვრის ნოტა ჩაითვალოს ორივე ქვეყნის მოქალაქეთათვის ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ ორმხრივ ურთიერთგაგებად.
18. წინამდებარე ნოტა თქვენს აღმატებულებას წარედგინება ქართულ და ინგლისურ ენებზე,
თითოეული ტექსტი თანაბრად აუთენტურია. წინამდებარე ნოტის განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ინგლისურენოვან ვერსიას. გთხოვთ, თქვენო აღმატებულებავ, მიიღოთ ჩემი ღრმა პატივისცემა.