„შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 დეკემბრის №2602 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №667
2015 წლის 30 მარტი
ქ. თბილისი
„შპს„საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 დეკემბრის №2602 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 დეკემბრის №2602 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“, 2015 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ზოგიერთი ოფისისა და ობიექტის დაცვის მომსახურების უზრუნველსაყოფად, საკუთარი სახსრებით, 2 262 150 (ორი მილიონ ორასსამოცდაორი ათას ასორმოცდაათი) ლარის ფარგლებში, განახორციელოს შსს-ს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დაცვის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.“.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი