ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს შუალედური არჩევნების პროცესში საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრის განსაზღვრის წესის შესახებ
მიღების თარიღი 17.04.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №25/2015
სარეგისტრაციო კოდი 010240060.15.008.016189
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/04/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.04.2015 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია კომისიის მდივანი გიორგი ჯავახიშვილი | კომისიის თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს შუალედური არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენისა და რეგისტრაციის პროცედურების აღმწერი ინსტრუქცია საქართველოს საარჩევნო კოდექსი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისათვის საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისათვის პარტიული სიების წარდგენის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს შუალედური არჩევნების პროცესში საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრის განსაზღვრის წესის შესახებ
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
დადგენილება №25/2015
2015 წლის 17 აპრილი
ქ. თბილისი
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს შუალედური არჩევნების პროცესში საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრის განსაზღვრის წესის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, 30-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1🔗
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს მორიგი არჩევნების დროს რეგისტრირებულ პარტიას/საარჩევნო ბლოკს, მიუხედავად იმისა, ეს სუბიექტი იღებს თუ არა მონაწილეობას საკრებულოს შუალედურ არჩევნებში, საქართველოს პარლამენტის მომდევნო საერთო არჩევნებამდე შეუნარჩუნდება ის რიგითი ნომერი, რომელიც მას მიენიჭა ბოლო თვითმმართველობის ორგანოების საერთო არჩევნების დროს.
მუხლი 2🔗
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილე პარტიას/საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს უარი განაცხადოს იმ რიგით ნომერზე, რომლითაც იგი მონაწილეობდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ბოლო საერთო არჩევნებში, რისთვისაც განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს საკრებულოს შუალედური არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 30-ე დღისა და ასეთი საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი განისაზღვრება ამავე ვადაში, წილისყრაში მონაწილეობის გზით, იმ პირობით, რომ წილისყრაში არ გათამაშდება ის რიგითი ნომერი, რომლის გამოყენებაზეც საარჩევნო სუბიექტმა უარი განაცხადა.
მუხლი 3🔗
პარტია/საარჩევნო ბლოკი, რომელიც მონაწილეობს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს შუალედურ არჩევნებში და არ აქვს მინიჭებული რიგითი ნომერი, ამ ნომრის მისაღებად მონაწილეობას მიიღებს წილისყრაში საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 145-ე მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში, იმის გათვალისწინებით, რომ წილისყრაში არ მონაწილეობენ მხოლოდ ის რიგითი ნომრები, რომლებიც უკვე მინიჭებული აქვთ საარჩევნო სუბიექტებს.
მუხლი 4🔗
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებულ, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატებს რიგითი ნომრები მიენიჭებათ, კენჭისყრამდე არაუგვიანეს 30-ე დღისა. წილი ეყრება ცესკოს მიერ პარტიებისა და საარჩევნო ბლოკებისათვის მინიჭებული ბოლო რიგითი ნომრის მომდევნო იმდენ ნომერს, რამდენი მაჟორიტარი კანდიდატიც არის წარდგენილი საინიციატივო ჯგუფების მიერ. საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატები წილისყრაში მონაწილეობას მიიღებენ საოლქო საარჩევნო კომისიებში რეგისტრაციის რიგითობის შესაბამისად.
მუხლი 5🔗
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 6🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანიაკომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი