იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის 500 000 000 (ხუთასი მილიონი) იაპონური იენის ოდენობის არასაპროექტო გრანტის შესახებ ნოტების გაცვლის გზით გაფორმებული შეთანხმებით გათვალისწინებული გრანტის მიმღები ორგანოს განსაზღვრის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№675
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.018965
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/04/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №675

2015 წლის 1 აპრილი

ქ. თბილისი

იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის 500 000 000 (ხუთასი მილიონი) იაპონური იენის ოდენობის არასაპროექტო გრანტის შესახებ ნოტების გაცვლის გზით გაფორმებული შეთანხმებით გათვალისწინებული  გრანტის მიმღები ორგანოს განსაზღვრის თაობაზე

„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის 500 000 000 (ხუთასი მილიონი)  იაპონური იენის ოდენობის არასაპროექტო გრანტის შესახებ“ ნოტების გაცვლის გზით 2015 წლის 10 მარტს გაფორმებული შეთანხმებით გათვალისწინებული იაპონიის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისთვის გამოყოფილი არასაპროექტო გრანტის მიმღებ ორგანოდ განისაზღვროს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

 

პრემიერ-მინისტრი                                                              ირაკლი ღარიბაშვილი