⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.01.2018)
გაუქმებულია:

საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 20.04.2015
ძალის დაკარგვა 01.01.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
ნომერი №04
სარეგისტრაციო კოდი 290160000.60.072.016012
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/04/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 426 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.04.2015 მიღება
01.01.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი იოსებ გოგოლაშვილი სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება №04 2015 წლის 20 აპრილი ქ. თბილისი საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა და 2013 წლის 02 მაისის საქართველოს მთავრობის დადგენილება N102–ის თანახმად დამტკიცებული სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე–3 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის და ამავე დებულების მე–4 მუხლის მე–3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ 1. დამტკიცდეს „საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე კაპიტალის   მინიმალური ოდენობის განსაზღვრის წესი“ . 2. ამ ბრძანების ამოქმედებამდე ლიცენზირებულმა სადაზღვევო კომპანიებმა დააკმაყოფილონ „საქართველოს  ტერიტორიაზე სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის წესი“–ს  მე-2 მუხლის 1-ლი და მე-4 პუნქტის მოთხოვნები არაუგვიანეს 2016 წლის 31 დეკემბრისა. 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე  კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის წესი მუხლი 1🔗 ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე  კაპიტალის მინიმალურ ოდენობას. მუხლი 2🔗 1. საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო საქმიანობის განხორციელებისათვის ლიცენზიის მაძიებელი კომპანიებისათვის წერილობითი განცხადების წარდგენის მომენტში შევსებული კაპიტალის, ხოლო მზღვეველისათვის სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე საკუთარი კაპიტალის მინიმალური ოდენობა განისაზღვროს შემდეგი ოდენობით: ა) სიცოცხლის დაზღვევა - 2 200 000  ლარი; ბ) დაზღვევა (არა სიცოცხლის) -  2 000 000 ლარი; გ) გადაზღვევა - 2 200 000 ლარი. 2. მზღვეველის საკუთარი კაპიტალის დაანგარიშება ხორციელდება საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ მზღვეველისათვის დადგენილი ფინანსური ანგარიშგების მოთხოვნების შესაბამისად. 3. ლიცენზიის მაძიებელი კომპანია წერილობითი განცხადების წარდგენისას  ვალდებულია წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტი საქართველოში ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან (დაწესებულებებიდან) საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ განსაზღვრული მინიმალური კაპიტალის დამფუძნებლების მიერ ფულადი ფორმით სრულად შევსების თაობაზე. 4. ლიცენზიის მაძიებელ კომპანიას წერილობითი განცხადების წარდგენის მომენტიდან და მზღვეველს  სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე უნდა გააჩნდეს ფულადი სახსრები საქართველოში ლიცენზირებულ საბანკო დაწესებულებაში (დაწესებულებებში) გახსნილ ანგარიშებზე მინიმალური კაპიტალის 100%-ის ოდენობით. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნის შესასრულებლად არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს საქართველოს ლიცენზირებულ საბანკო დაწესებულებაში (დაწესებულებებში) გახსნილ ანგარიშებზე განთავსებული  ფულადი სახსრები, რომლის მიმართაც გამოყენებულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უზრუნველყოფის საშუალებები და ღონისძიებები. 6. ლიცენზიის მაძიებელი კომპანია განცხადების წარდგენისას ვალდებულია წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტი საქართველოში ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან (დაწესებულებებიდან) ამ წესით განსაზღვრული მინიმალური ფულადი სახსრების საბანკო ანგარიშზე (ანგარიშებზე) განთავსების თაობაზე. 7. მზღვეველი ვალდებულია, საანგარიშო წლის ყოველი თვის დასრულებიდან არაუგვიანეს მომდევნო თვის 20 რიცხვისა  საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს წარუდგინოს საქართველოში ლიცენზირებული იმ საბანკო დაწესებულების (დაწესებულებების) მიერ გაცემული ცნობა, სადაც გახსნილი აქვს ანგარიში (ანგარიშები). ცნობა წარმოდგენილი უნდა იქნეს საბანკო დაწესებულების ბლანკზე და მიეთითოს საანგარიშო თვის განმავლობაში ანგარიშებზე არსებული ნაშთების ოდენობა, ამ წესის დანართი N1-ის მიხედვით.  მუხლი 3🔗 ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის მზღვეველს დაეკისრება კანონმდებლობით განსაზღვრული სანქციები. სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსიიოსებ გოგოლაშვილი