⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (08.11.2021)
გაუქმებულია:

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 25.05.2015
ძალის დაკარგვა 08.11.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №17
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.026.016315
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/05/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 321 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.05.2015 მიღება
08.11.2021 ძალის დაკარგვა
📜 ცვლილებების ისტორია (3)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ ლოლაძე მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №17 2015  წლის 25 მაისი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ ,,საჯარო სამსახურის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები‘‘.  მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიბესიკ ლოლაძე საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები 1. უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის აკადემიური ხარისხი). 2. სამუშაო გამოცდილება: ა) შესაბამის სფეროში, არანაკლებ 5 წელი; ბ) ხელმძღვანელ თანამდებობაზე, არანაკლებ 3 წელი. 3. სამართლებრივ აქტებთან მუშაობის გამოცდილება. 4. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს შრომის კოდექსი; გ) საქართველოს კანონი „საქართველოს თავდაცვის შესახებ‘‘; დ) საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“; ე) საქართველოს კანონი „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ‘‘; ვ) საქართველოს კანონი „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“; ზ) საქართველოს კანონი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“; თ) საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ‘‘; ი) ,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე‘‘ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულება; კ) „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ზოგიერთი ნორმატიული აქტის დამტკიცების თაობაზე‘‘ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აპრილის №305 დადგენილება; ლ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილება; მ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კიბერუსაფრთხოების ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 14 იანვრის  №1 ბრძანება; ნ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 4 ნოემბრის №MOD 7 14 0000 1575 ბრძანებით დამტკიცებული „კიბერუსაფრთხოების პოლიტიკა“; ო) ეროვნულ უსაფრთხოებასა და თავდაცვის საკითხებთან დაკავშირებული სტრატეგიული და კონცეპტუალური დოკუმენტების (საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, საქართველოს ეროვნული სამხედრო სტრატეგია, თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა, თავდაცვის მინისტრის ხედვა) ცოდნა. 5. ერთ-ერთი უცხო ენის ცოდნა (სასურველია ინგლისური); 6. კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა.