„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 დეკემბრის №62 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№22
სარეგისტრაციო კოდი
010320000.35.104.016234
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/04/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №22

2015 წლის 20 აპრილი

ქ. წალენჯიხა

 

„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 დეკემბრის №62 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და 25-ე მუხლის 1 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 601 მუხლის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 დეკემბრის №62 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 05/12/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010320000.35.104.016208) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
  ამ დადგენილების გამოქვეყნებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 დეკემბრის №62 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 28 იანვრის №6 დადგენილება.
მუხლი 3
ამ დადგენილების გამოქვეყნებისთანავე ბათილად იქნეს ცნობილი „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 დეკემბრის №62 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2015 წლის 28 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 მარტის №15 დადგენილება.
მუხლი 4
1. ეს დადგენილება, გარდა ამ დადგენილების 1-ლი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. დადგენილების 1-ლი მუხლი ამოქმედდეს 2015 წლის 1 ივლისიდან.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთემურ ღვინჯილია



დანართი1
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რაგნირებები და თანამდებობრივი სარგოების ოდენობები

თანამდებობათა დასახელება

თანამდებობათა სარგოები

(ლარებში)

1

საკრებულოს თავმჯდომარე

2650

2

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

1700

3

საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე

1350

4

საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე

1350

 

წამყვანი საჯარო თანამდებობა

 

5

 აპარატის უფროსი

1300

 

უფროსი საჯარო თანამდებობა

6

 განყოფილების უფროსი

1060

7

თანაშემწე

1000

8

მთავარი სპეციალისტი

800

 

უმცროსი საჯარო თანამდებობა

9

წამყვანი სპეციალისტი

750