1. პროგრამის მე-19 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდება ხორციელდება არამატერიალიზებული ვაუჩერის საშუალებით.

2. პროგრამის მე-19 მუხლის „ბ“ პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მედიკამენტების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის  შესაბამისად (გამარტივებული ელექტრონული ტენდერი).

3. პროგრამის მე-19 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის ,,გ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურეობა ხორციელდება სააგენტოს მიერ.

4. პროგრამის მე-19 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის ,,გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად (გამარტივებული შესყიდვა).

5. პროგრამის  მე-19 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მედიკამენტების გაცემა ვაუჩერის მფლობელზე ხორციელდება მე-19 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების  მიმწოდებლის მიერ.

6. იმ კომპონენტისთვის, რომლის ფარგლებშიც  მომსახურების/საქონლის შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პროგრამის ადმინისტრირებისას, გამოიყენება ამ დადგენილებითა და შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა დამატებითი პირობები (ასეთის არსებობის შემთხვევაში