,,სანავიგაციო საშუალებების საფრენოსნო შემოწმების წესის შესახებ"

მიღების თარიღი 27.04.2015
გამომცემი ორგანო სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
ნომერი №შესამოწმებელი პარამეტრის დასახელება
სარეგისტრაციო კოდი 310150000.54.066.016081
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/04/2015
matsne.gov.ge 744 სიტყვა · ~4 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (1)
საფრენოსნო შემოწმება -
წარმოადგენს კომპლექსურ აქტივობას, რომელიც მიმართულია სანავიგაციო საშუალების ჩიკაგოს კონვენციის მე-10 და მე-14 დანართებით დადგენილ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის დასადგენად და მოიცავს შემოფრენას და მიწისზედა  შემოწმებას.
მუხლი 3
დამატებითი მეტამონაცემები (4)
სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი გურამ ჯალაღონია სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
Parameter პარამეტრი
Act. ფაქტობრ. Sett. ნორმა
რიგითი ნომერი შესამოწმებელი პარამეტრის დასახელება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით შემოწმების, მათ შორის გაფრენისწინა შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 87% 03.07.2017 პარაპლანით ფრენის რეგულირების განმახორციელებელი იურიდიული პირის ზედამხედველობის, პარაპლანით ფრენის უსაფრთხოების, საფრენი ადგილისა და საფრენი ადგილის ოპერატორის სერტიფიცირების, პარაპლანის მფრინავის მოწმობის გაცემის, პარაპლანისა და მისი აღჭურვილობის ვარგისობის დადგენისა და პარაპლანის მფრინავის დაზღვევის წესის დამტკიცების შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 87% 30.08.2023 დიდი გაბარიტების და ტურბორეაქტიული ძრავების მქონე, საერთო დანიშნულების ავიაციის თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 86% 07.07.2022 კომერციული სპეციალიზებული ექსპლუატაციის (საავიაციო სამუშაოების) წესის დამტკიცების შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 86% 19.02.2024 სპეციალური ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 86% 31.03.2021

დოკუმენტის ტექსტი

,,სანავიგაციო საშუალებების საფრენოსნო შემოწმების წესის შესახებ" სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №72 2015 წლის 27 აპრილი ქ. თბილისი ,,სანავიგაციო საშუალებების საფრენოსნო შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ" ,,საქართველოს საჰაერო კოდექსის" მე-2 მუხლის მე-2 ნაწილისა და ,,საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-10 დანართის შესაბამისად, ვბრძანებ მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული ,,სანავიგაციო საშუალებების საფრენოსნო შემოწმების წესი". მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგურამ ჯალაღონია სანავიგაციო საშუალებების საფრენოსნო შემოწმების წესი მუხლი 1🔗. წესის მიზანი  წესის მიზანია საერთაშორისო აერნაოსნობის უსაფრთხო ფუნქციონირების ხელშეწყობა საქართველოს საჰაერო სივრცეში გამოყენებული სანავიგაციო საშუალებების საფრენოსნო შემოწმების და საოპერაციო სტატუსის დადგენის გზით. მუხლი 2🔗. რეგულირების სფერო  წესის მოქმედება ვრცელდება საქართველოში რეგისტრირებულ ყველა ავიასაწარმოზე, რომლებიც ფლობენ და ექსპლუატაციას უწევენ საერთაშორისო აერნაოსნობისათვის განკუთვნილ სანავიგაციო საშუალებებს.  მუხლი 3🔗. ტერმინთა განმარტება    წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) სანავიგაციო საშუალება - მიწის ზედაპირზე განლაგებული რადიოსიხშირული და ვიზუალური სანავიგაციო ტექნიკური მოწყობილობა, რომელსაც იყენებს საჰაერო ხომალდი აერნაოსნობისათვის. ბ) საფრენოსნო შემოწმება - წარმოადგენს კომპლექსურ აქტივობას, რომელიც მიმართულია სანავიგაციო საშუალების ჩიკაგოს კონვენციის მე-10 და მე-14 დანართებით დადგენილ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის დასადგენად და მოიცავს შემოფრენას და მიწისზედა  შემოწმებას. გ) შემოფრენა  - სანავიგაციო საშუალების საფრენოსნო შემოწმების ნაწილი, რომლის დროსაც მოწმდება სანავიგაციო საშუალების მიერ გასხივებული სიგნალის მაჩვენებლის სიზუსტე ჰაერში და ვიზუალურობა მიწის ზედაპირზე კვალიფიციური ეკიპაჟის მიერ სპეციალურად ამ მიზნისათვის განკუთვნილი სხ-ით. დ) მიწისზედა შემოწმება - სანავიგაციო საშუალების საფრენოსნო შემოწმების ნაწილი, რომელიც სრულდება სანავიგაციო საშუალების დამონტაჟების ადგილას, შესაბამისი კვალიფიკაციის საინჟინრო-ტექნიკური პერსონალის მიერ და რომლის დროსაც იზომება სანავიგაციო საშუალების ტექნიკური მაჩვენებლები. მუხლი 4🔗. საფრენოსნო შემოწმების ობიექტი პერიოდულ საფრენოსნო შემოწმებას ექვემდებარება საერთაშორისო  აერნაოსნობისათვის  გამოყენებული შემდეგი სანავიგაციო საშუალებები: ა)  სახელსაწყო დაფრენის სისტემა; ბ) მიკროტალღოვანი დაფრენის სისტემა; გ) მიუმართავი რადიოშუქურა; დ) მანძილსაზომი მოწყობილობა; ე) ულტრამოკლე ტალღოვანი წრიული რადიოშუქურა; ვ) დასაფრენად ვიზუალური შესვლისათვის ტრაექტორიის მაჩვენებელი; ზ) დასაფრენად ზუსტი შესვლისათვის ტრაექტორიის მაჩვენებელი; თ) ადზ-სთან მიახლოების შუქები. მუხლი 5🔗. ავიასაწარმოს ვალდებულება  1. ავიასაწარმო, რომლის მფლობელობაშიც არის სანავიგაციო საშუალება, უზრუნველყოფს საფრენოსნო შემოწმებების ჩატარებას და ამ საშუალებების ტექნიკური მახასიათებლების ჩიკაგოს კონვენციის მე-10 დანართის მე-3 ნაწილის სტანდარტებთან შესაბამისობას. 2. სანავიგაციო საშუალებების ტექნიკური მახასიათებლების ჩიკაგოს კონვენციის მე-10 დანართის მე-3 ნაწილის სტანდარტებთან განსხვავების შემთხვევაში, ავიასაწარმო უზრუნველყოფს ამ განსხვავებების გამოქვეყნებას საქართველოს ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებულში. 3. საფრენოსნო შემოწმების ჩატარების უფლება აქვს ავიასაწარმოს, რომელიც ფლობს „საქართველოს ტერიტორიაზე საავიაციო სამუშაოთა წარმოებისა და/ან არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე‘’ საქართველოს მთავრობის №196 დადგენილების შესაბამისად გაცემულ საავიაციო სამუშაოების წარმოების ნებართვას. 4. ავიასაწარმომ უნდა განსაზღვროს სანავიგაციო საშუალების საფრენოსნო შემოწმების ტიპი, პერიოდულობა, პრიორიტეტულობა (გეგმიური ან/და არაგეგმიური) და სანავიგაციო საშუალების საოპერაციო სტატუსი. 5. ავიასაწარმო ვალდებულია თითოეული სანავიგაციო საშუალების საფრენოსნო შემოწმების უზრუნველსაყოფად შეიმუშაოს და დანერგოს საფრენოსნო შემოწმების ჩატარების პროცესი და შესაბამისი პროცედურა. შემოწმების პროცედურა, როგორც მინიმუმ უნდა განსაზღვრავდეს: ა) სანავიგაციო საშუალების შემოწმების პერიოდულობას; ბ) შესამოწმებელი პარამეტრების სიას საფრენოსნო შემოწმების ყველა ტიპისთვის; გ) საოპერაციო სტატუსის დადგენის საფეხურებს; დ) ქმედებებს პარამეტრების ნორმიდან გადაცდომის ან გაუარესების შემთხვევაში.  შენიშვნა: სანავიგაციო საშუალების საფრენოსნო შემოწმების პროცედურის შესაქმნელად, გამოიყენება ICAO-ს ოფიციალური გამოცემის Doc. 8071 ტომი I, III-ს და Doc 1937-ის, მე-8 ნაწილის მოთხოვნები და საერთაშორისოდ აღიარებული ხარისხის მართვის მოდელი ISO  მუხლი 6🔗. სანავიგაციო საშუალების სტატუსის შეცვლა სანავიგაციო საშუალების საოპერაციო სტატუსის შეცვლის ან საშუალების არასტაბილური ფუნქციონირების შემთხვევაში ავიასაწარმო დაუყოვნებლივ გამოსცემს შესაბამის NOTAM-ს. მუხლი 7🔗. საფრენოსნო შემოწმების ორგანიზება 1.ავიასაწარმომ საფრენოსნო შემოწმების ჩატარებაზე უნდა შეადგინოს წლიური გეგმა, რომელიც ყოველი  წლის დაწყებამდე არაუგვიანეს ხუთი კალენდარული დღისა, წერილობით უნდა წარუდგინოს სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (შემდგომ-სააგენტო). 2.გეგმაში ნებისმიერი ცვლილების შეტანის შემთხვევაში, ავიასაწარმო ვალდებულია წერილობით შეატყობინოს სააგენტოს ცვლილების განხორციელებამდე ათი კალენდარული დღით ადრე. 3.ავიასაწარმომ უნდა შეიმუშაოს სანავიგაციო საშუალების შემოფრენის ჩატარებასთან დაკავშირებული ტექნიკური პერსონალისათვის საჭირო კომპეტენციის განსაზღვრის მეთოდები. ტექნიკურ პერსონალს, რომელიც ახორციელებს საფრენოსნო შემოწმებას, სანავიგაციო საშუალების ტექნიკურ მომსახურებას ან/და მონტაჟს, უნდა გააჩნდეს შესაბამისი კვალიფიკაცია და სწავლება.   მუხლი 8🔗. საფრენოსნო შემოწმების შედეგები 1. საფრენოსნო შემოწმების შედეგებით უნდა განისაზღვროს სანავიგაციო საშუალების საოპერაციო სტატუსი: ა) შეუზღუდავი - სანავიგაციო საშუალება ფუნქციონირებს უსაფრთხოდ, ზუსტად და შეესაბამება დადგენილ სტანდარტს. ბ) შეზღუდული - სანავიგაციო საშუალება ნაწილობრივ შეესაბამება დადგენილ სტანდარტს, მაგრამ უსაფრთხოა, საწარმოს მიერ ამ სანავიგაციო საშუალებისათვის დადგენილი გამოყენების ფარგლებში. შენიშვნა: საშუალება, რომელიც არ არის უსაფრთხო არ შეიძლება კვალიფიცირდეს, როგორც  ”შეზღუდული”. გ) დაუშვებელია  საექსპლუატაციოდ - ასხივებს  შეცდომით სიგნალებს ან გასხივებული სიგნალის ხარისხის დადგენა შეუძლებელია.  2. საფრენოსნო შემოწმების შედეგები უნდა აისახოს ამ წესის დანართის შესაბამისად შედგენილ საფრენოსნო შემოწმების ოქმში და წარედგინოს სააგენტოს.    მუხლი 9🔗. პასუხისმგებლობა ამ წესის მოთხოვნების შეუსრულებლობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით" დადგენილი წესით. დანართი საფრენოსნო შემოწმების ოქმი ადგილმდებარეობა: სანავიგაციო საშუალების ტიპი, დასახელება: იდენტიფიკატორი: საფრენოსნო შემოწმების ტიპი: სანავიგაციო საშუალების სტატუსი: № Parameter პარამეტრი Tolerance დასაშვები გადაცდომის ნორმა Radial რადიალი Transmitter 1 გადამცემი 1 Transmitter 2 გადამცემი 2 Act. ფაქტობრ. Sett. ნორმა Act. ფაქტობრ. Sett. ნორმა რიგითი ნომერი შესამოწმებელი პარამეტრის დასახელება დასაშვები გადაცდომის ნორმა დოკ 8071 მიხედვით რადიალი საჭიროების შემთხვევაში გაზომვის შედეგად მიღებული მონაცემი დაშვებული ნორმა გაზომვის შედეგად მიღებული მონაცემი დაშვებული ნორმა დასკვნა: პასუხისმგებელ პირთა ხელმოწერა და თარიღი ______________________________.