„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 დეკემბრის №341 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №174 |
|
2015 წლის 20 აპრილი ქ.თბილისი |
1. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:
„ე1) სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტი;“.
2. მე-15 მუხლის „ა.ზ“ და „ა.თ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.
3. მე-15 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 151 მუხლი:
„მუხლი 151. სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტი
სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) ჰარმონიზაციის ცენტრის კომპეტენციას მიკუთვნებული უფლება-მოვალეობებისა და დაკისრებული ამოცანების განხორციელების ხელშეწყობა;
ბ) შიდა აუდიტისა და ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და ჰარმონიზაციის ცენტრისათვის წარდგენა;
გ) შიდა აუდიტისა და ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემაში დასაქმებულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა;
დ) ხარვეზების ანალიზისა და განვითარების დონის შეფასების შედეგად სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება/განახლება, შესაბამისი წლიური გეგმის მომზადება და ჰარმონიზაციის ცენტრისათვის წარდგენა;
ე) შიდა აუდიტისა და ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემების ფუნქციონირების ხარისხის შეფასება, მათი განვითარების მონიტორინგი და სათანადო შედეგების ჰარმონიზაციის ცენტრისათვის წარდგენა;
ვ) სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის განვითარების ხელშეწყობის მიზნით საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დონორებთან ურთიერთობა, დონორების კოორდინაცია;
ზ) „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის“ ასოცირების შესახებ შეთანხმებით სახელმწიფო შიდა ფინანსურ კონტროლთან დაკავშირებული ვალდებულებებისა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულება და შედეგების ჰარმონიზაციის ცენტრისათვის წარდგენა;
თ) სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის განვითარების შესახებ კონსოლიდირებული წლიური ანგარიშის შედგენა და ჰარმონიზაციის ცენტრისათვის წარდგენა;
ი) სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის რეფორმის შედეგების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად ინფორმაციის სათანადო ვებგვერდის მეშვეობით გავრცელება.“.
|