„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 ოქტომბრის №824 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№111
სარეგისტრაციო კოდი
010240030.22.033.016750
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/04/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №111

2015 წლის 23 აპრილი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 ოქტომბრის №824 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 ოქტომბრის №824 ბრძანებით (სსმ III ნაწილი, 4.11.2008, №159, მუხლი 1595) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. დავების განხილვის სამსახურის,  პარლამენტთან ურთიერთობის სამსახურის, ინფორმაციული უსაფრთხოების სამსახურის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის, ფისკალური პროგნოზირების დეპარტამენტის, ანალიტიკური დეპარტამენტის, სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის, სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოსამსახურეები და ის საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც არ შედიან არც ერთი სტრუქტურული ერთეულის შემადგენლობაში

1. დავების განხილვის სამსახურის, პარლამენტთან ურთიერთობის სამსახურის, ინფორმაციული უსაფრთხოების სამსახურის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის, ფისკალური პროგნოზირების დეპარტამენტის, ანალიტიკური დეპარტამენტის,  სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტისა და სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოსამსახურეებს, აგრეთვე იმ საჯარო მოსამსახურეებს, რომლებიც არ შედიან არც ერთი სტრუქტურული ერთეულის შემადგენლობაში (კონსულტანტი, თანაშემწე და სხვა) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. დავების განხილვის სამსახურის, პარლამენტთან ურთიერთობის სამსახურის, ინფორმაციული უსაფრთხოების სამსახურის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის, ფისკალური პროგნოზირების დეპარტამენტის, ანალიტიკური დეპარტამენტის,  სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტისა და სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოსამსახურეები ანგარიშვალდებულნი არიან, შესაბამისად, დავების განხილვის სამსახურის უფროსის, პარლამენტთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ინფორმაციული უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ფისკალური პროგნოზირების დეპარტამენტის უფროსის, ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის, სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის უფროსისა და სტრუქტურული ერთეულის უფროსის წინაშე.

3. ის საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც არ შედიან არცერთი სტრუქტურული ერთეულის შემადგენლობაში, ანგარიშვალდებულნი არიან შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის წინაშე და ასრულებენ მათ მითითებებსა და დავალებებს და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

4. დავების განხილვის სამსახურის, პარლამენტთან ურთიერთობის სამსახურის, ინფორმაციული უსაფრთხოების სამსახურის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის, ფისკალური პროგნოზირების დეპარტამენტის, ანალიტიკური დეპარტამენტის,  სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტისა და სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურეები ასრულებენ, შესაბამისად, დავების განხილვის სამსახურის უფროსის, პარლამენტთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ინფორმაციული უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ფისკალური პროგნოზირების დეპარტამენტის უფროსის, ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის, სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის უფროსის, სტრუქტურული ერთეულის უფროსის და/ან კურატორი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოადგილის და/ან სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მითითებებსა და დავალებებს და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.“.

2. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ქ“ ქვეპუნქტი:

„ქ) სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტი;“.

 

3. მე-10 მუხლის მე-16 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

 

4. 76-ე და 77-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„მუხლი 76. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელების უფლებამოსილება

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ძირითად ამოცანებსა და ფუნქციებს, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსთან ერთად, ახორციელებს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილე (მოადგილეები) მისი (მათი) არსებობის შემთხვევაში და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის საჯარო მოსამსახურეები.

 

მუხლი 77. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ამოცანები და ფუნქციებია:

ა) სამინისტროს მიზნებისა და ამოცანების გადაწყვეტისათვის აუცილებელი სოციოლოგიური და მარკეტინგული კვლევების დაგეგმვისა და ჩატარების ორგანიზება;

ბ) შესაბამისი კვლევის შედეგად მიზნობრივი ჯგუფების შერჩევა და მათთან მუშაობა, ასევე მათი  შეხვედრის მომზადება ხელმძღვანელობასთან;

გ) სამინისტროს საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, საზოგადოებისათვის ყველაზე აქტუალური პრობლემების კვლევა და მათი განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით სამინისტროს და საზოგადოებას შორის დიალოგის გამართვისათვის შეხვედრების ორგანიზების განხორციელება;

დ) გეგმების შემუშავება მინისტრის, სამინისტროს ხელმძღვანელობის დადებითი იმიჯის ჩამოყალიბებისათვის;

ე) მინისტრის, სამინისტროს რეიტინგის კვლევა;

ვ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, კრიზისული სიტუაციების მართვის პროცესში მონაწილეობის მიღება;

თ) მინისტრის საჯარო გამოსვლების უზრუნველყოფა;

ი) სამინისტროს საინფორმაციო ბიულეტენის, საინფორმაციო ფურცლების, პრესრელიზისა და სხვა ინფორმაციული მასალების მომზადების ორგანიზება;

კ) სამინისტროს ვებგვერდზე ინფორმაციის განთავსების უზრუნველყოფა;

ლ) საზოგადოებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ოპერატიულად ინფორმირება სამინისტროში მიმდინარე პროცესების შესახებ;

მ) პრესისა და საინფორმაციო სატელევიზიო გამოშვებების ანალიზის მიხედვით უახლოეს პერიოდში გასატარებელი და გრძელვადიანი ღონისძიებების შემუშავება;

ნ) სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობის კოორდინაცია;

ო) მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციების შეგროვება, მათი გადარჩევა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გასავრცელებლად მომზადება;

პ) სატელევიზიო სპეცპროგრამების მომზადების ორგანიზება;

ჟ) პრესის მიმოხილვის და ანალიზის მომზადება.“.

 

5. დაემატოს შემდეგი შინაარსის XXV თავი და 78-ე და 79-ე მუხლები:

 

„თავი XXV. სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტი

 

მუხლი 78. სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელების უფლებამოსილება

სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის ძირითად ამოცანებსა და ფუნქციებს, დეპარტამენტის უფროსთან ერთად, ახორციელებს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის  უფროსის მოადგილე (მოადგილეები) მისი (მათი) არსებობის შემთხვევაში და სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეები.

 

მუხლი 79. სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტი

სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია:

ა) საქართველოს მთავრობასთან შექმნილი შიდა კონტროლთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი საბჭოს (შემდგომში - ჰარმონიზაციის ცენტრი) კომპეტენციას მიკუთვნებული უფლება-მოვალეობებისა და დაკისრებული ამოცანების განხორციელების ხელშეწყობა;

ბ) ჰარმონიზაციის ცენტრის საქმიანობის ხელშეწყობა შიდა აუდიტისა და ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვისა და განვითარების  კოორდინაციის კუთხით;

გ) შიდა აუდიტის სუბიექტებისა და შიდა აუდიტორთა რეესტრის წარმოება;

დ) ხარვეზების ანალიზის ან/და საჭიროებათა ანალიზის შედეგად შიდა აუდიტისა და ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის განვითარების   სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავება/განახლება, წლიური გეგმის მომზადება და ჰარმონიზაციის ცენტრისათვის წარდგენა;

ე) შიდა აუდიტის სუბიექტების მიერ ჰარმონიზაციის ცენტრისათვის წარდგენილი  სტრატეგიული და წლიური გეგმების, წლიური ანგარიშების, დებულებების მონიტორინგი და ანალიზი;

ვ) შიდა აუდიტისა და ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემაში დასაქმებულ პირთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი სტრატეგიის შემუშავება, ტრენინგების დაგეგმვა, ორგანიზება და შედეგების შეფასება;

ზ) შიდა აუდიტისა და ფინანსური მართვისა და კონტროლის საკითხებზე სამუშაო შეხვედრების, სემინარებისა და დისკუსიების ორგანიზება;

თ) შიდა აუდიტის ხარისხის შეფასების მეთოდების შემუშავების და სრულყოფის უზრუნველყოფა;

ი) შიდა აუდიტისა და ფინანსური მართვისა და კონტროლის  მარეგულირებელი კანონმდებლობის, სტანდარტების, მეთოდოლოგიისა და სხვა სახელმძღვანელო ინსტრუქციების შესრულების მდგომარეობის ანალიზი და შედეგების ჰარმონიზაციის ცენტრისათვის წარდგენა;

კ) შიდა აუდიტისა და ფინანსური მართვისა და კონტროლის სფეროში საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სხვა სახელმწიფოთა  შესაბამის ორგანოებთან და შიდა აუდიტის სუბიექტებთან თანამშრომლობა;

ლ) შიდა აუდიტისა და ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის განვითარების შესახებ კონსოლიდირებული წლიური ანგარიშის მომზადება და ჰარმონიზაციის ცენტრისათვის წარდგენა;

მ) შიდა აუდიტისა და ფინანსური მართვისა და კონტროლის კუთხით განხორციელებული ღონისძიებების, სიახლეების, მასალების და ინფორმაციის განთავსება ვებგვერდზე;

ნ) შიდა აუდიტისა და ფინანსური მართვისა და კონტროლის სფეროს მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და ჰარმონიზაციის ცენტრისათვის წარდგენა;

ო) „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ დაწესებულებებში ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის მდგომარეობის ანალიზი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 24 აპრილიდან.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური