სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.04.2015
ძალის დაკარგვა 12.03.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
ნომერი №33
სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.038.016448
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/04/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,152 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.04.2015 მიღება
12.03.2020 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება №33 2015 წლის 29 აპრილი ქ. თბილისი სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ პატიმრობის კოდექსის მე-2 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის ინსტრუქცია N1 დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის ფორმა N2 დანართის და მსჯავრდებულის რისკისა და საჭიროების შეფასების ფორმა N3 დანართის შესაბამისად. მუხლი 3🔗 1. სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვა ხორციელდება პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის შემდეგ დაწესებულებებში: ა) N5 ქალთა პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; ბ) N6 პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; გ) N16 დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება. 2. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში, გარდა ამ მუხლის პირველ პუქტში მითითებული პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებისა, სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვა განხორციელდეს ეტაპობრივად 2017 წლის 31 დეკემბრამდე. მუხლი 4🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიგიორგი მღებრიშვილი დანართი N1 სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის  ინსტრუქცია მუხლი 1🔗 სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის ინსტრუქცია განსაზღვრავს მსჯავრდებულებთან მუშაობის პროცესს სასჯელის მოხდის პერიოდში, რომლის მიზანია დანაშაულის განმეორებით ჩადენასთან დაკავშირებული ინდივიდუალური რისკისა და საჭიროების შეფასება, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში (შემდგომში - დაწესებულება) ინდივიდისთვის საჭირო ჯანსაღი გარემოს შექმნა და შესაბამის სარეაბილიტაციო პროგრამებში ჩართვა, მომავალში დანაშაულის ჩადენის ალბათობის შესამცირებლად სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის (შემდგომში - ინდივიდუალური გეგმა) (დანართი N1)  შედგენა და მისი განხორციელება. მუხლი 2🔗 ამ ბრძანების მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) მსჯავრდებული - სრულწლოვანი მსჯავრდებული; ბ) მსჯავრდებულის რისკისა და საჭიროების შეფასების ფორმა - ინსტრუმენტი, რომელში ასახული ინფორმაციის გაანალიზების საფუძველზეც ხორციელდება მსჯავრდებულის რისკისა და საჭიროების შეფასება; გ)  ინდივიდუალური გეგმა - შეთანხმება დაწესებულებასა და მსჯავრდებულს შორის, რომელზე ხელის მოწერითაც მსჯავრდებული აცხადებს თანხმობას მონაწილეობა მიიღოს დაწესებულების მიერ შეთავაზებულ რესოციალიზაცია/რეაბილიტაციის აქტივობებსა და საჭირო რეაგირების განხორციელებაში; დ) სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის საქმე - ინდივიდუალური დაგეგმვის პროცესში და ინდივიდუალური გეგმის განხორციელებისას შექმნილი და დამუშავებული ინფორმაცია. მუხლი 3🔗 1. სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის მიზნით დაწესებულების დირექტორის (შემდგომში - დირექტორი) ბრძანებით დაწესებულებაში იქმნება მულტიდისციპლინური ჯგუფი (შემდგომში - ჯგუფი). 2. ჯგუფის შემადგენლობაში შედის დაწესებულების: სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მოსამსახურე და ექიმი. 3. საჭიროების შემთხვევაში, ჯგუფში სამუშაოდ შეიძლება მოწვეულ იქნენ დაწესებულების სხვა მოსამსახურეები. 4. ჯგუფის საქმიანობას ხელმძღვანელობს სოციალური მუშაკი - ინდივიდუალური გეგმის კოორდინატორი (შემდგომში - კოორდინატორი), რომელიც: ა) აგროვებს პირველად ინფორმაციას მსჯავრდებულის შესახებ მსჯავრდებულთა პირადი საქმიდან, მსჯავრდებულის რისკისა და საჭიროების შეფასების ფორმის (შემდგომში - შეფასების ფორმა) (დანართი N2) პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების შესავსებად; ბ) უზრუნველყოფს ჯგუფის შეკრებას; გ) აგროვებს ინფორმაციას ჯგუფის ყველა წევრისგან; დ) კოორდინირებას უწევს ჯგუფის წევრებს შორის, მათ მიერ მსჯავრდებულის შესახებ შეგროვებული, ინფორმაციის გაზიარებას; ე) ადგენს შეხვედრების ოქმებს; ვ) ანაწილებს დავალებებს ჯგუფის წევრებს შორის; ზ) მსჯავრდებულს აცნობს ინდივიდუალურ გეგმას; თ) ზედამხედველობს და კოორდინირებას უწევს ინდივიდუალური გეგმის  შესრულებას. მუხლი 4🔗 1. მსჯავრდებულის მოსაცდელი საკნიდან გამოსვლიდან არაუგვიანეს 1 თვისა, კოორდინატორი აგროვებს პირველად ინფორმაციას მსჯავრდებულთა პირადი საქმიდან შეფასების ფორმის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების შესავსებად, ეცნობა მსჯავრდებულთა პირადი საქმის მასალას და აწყობს ჯგუფის პირველ შეხვედრას. 2. ჯგუფის პირველი შეხვედრიდან არაუგვიანეს 1 კვირისა, მსჯავრდებულთან პირველ შეხვედრას ატარებს კოორდინატორი, რა დროსაც მსჯავრდებულს განემარტება ინდივიდუალური გეგმის არსი და საჭიროებები. 3. მსჯავრდებულის რისკისა და საჭიროების შეფასებისას ჯგუფის თითოეული წევრის მიერ  მსჯავრდებულთან გასაუბრება უნდა მოხდეს სულ მცირე ერთხელ მაინც. 4. საჭიროების შემთხვევაში ჯგუფის წევრებმა შეძლებისდაგვარად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში უნდა გამოიყენონ სხვა წყაროები ინფორმაციის შესაგროვებლად/გადასამოწმებლად (ოჯახი, მეგობრები და სხვა.). 5. ინფორმაციის შეგროვების შემდეგ ჯგუფის წევრები ავსებენ შეფასების ფორმებს. შეფასების ფორმის ყველა ნაწილი უნდა იყოს შევსებული. იმ შემთხვევაში კი, როცა არ არსებობს მონაცემი შესაბამის გრაფაში უნდა გაკეთდეს აღნიშვნა მონაცემის არ არსებობის შესახებ. 6. ჯგუფის წევრები ვალდებული არიან ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით განსაზღვრული წესით შეგროვებული ინფორმაცია დაიცვან კანონმდებლობით დადგენილი წესით და გამოიყენონ მხოლოდ სამსახურებრივი საქმიანობისთვის. 7. შეფასების ფორმების სრულად შევსების შემდეგ დგება ჯგუფის მომდევნო შეხვედრა, რა დროსაც ხდება მოპოვებული ინფორმაციისა და სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვისათვის საჭირო რეკომენდაციების გაზიარება ჯგუფის წევრებისათვის. 8. ინდივიდუალური გეგმა დგება მსჯავრებულის რისკისა და საჭიროების შეფასების საფუძველზე პირველი შეხვედრიდან არაუგვიანეს 1 თვისა. 9. მოთხოვნის შემთხვევაში მსჯავრდებულს უფლება აქვს გაეცნოს სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის საქმეს.  მუხლი 5🔗 1. ინდივიდუალური გეგმის განხორციელების ვადა შეადგენს არაუმეტეს 12 თვეს. 2. ინდივიდუალურ გეგმაში მითითებული აქტივობები უნდა გამომდინარეობდეს შეფასების ფორმაში გაკეთებული რეკომენდაციებიდან. 3. ინდივიდუალური გეგმა უნდა შეიცავდეს რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის  ერთ ან მეტ საჭირო რეაგირებას/აქტივობას. პარალელურად შესაძლებელია საჭირო რეაგირების/აქტივობის ერთდროულად განხორციელება. 4. აქტივობების შერჩევისას პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს იმ აქტივობას, რომელიც მიმართულია დანაშაულის განმეორებით ჩადენის ალბათობის რისკის შემცირებისაკენ და ინდივიდისთვის  ჯანსაღი გარემოს შექმნაზე. 5. ინდივიდუალური გეგმის შედგენისას ჯგუფი: ა) განიხილავს წარმოდგენილ რეკომენდაციებს; ბ) ადგენს სავარაუდო საჭირო რეაგირების/აქტივობის ნუსხას; გ) სავარაუდო საჭირო რეაგირების/აქტივობის ნუსხას აცნობს მსჯავრდებულს და ისმენს მის მოსაზრებებს აღნიშნულთან დაკავშირებთ; დ) უფლებამოსილია მიიღოს ინდივიდუალური გეგმის პროექტი, თუ ჯგუფის შეხვედრას ესწრება ჯგუფის ყველა წევრი. 6. ჯგუფი ინდივიდუალური გეგმის პროექტს იღებს კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით. ხმათა რაოდენობის თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კოორდინატორის ხმა. 7. ინდივიდუალურ გეგმის პროექტს მსჯავრდებულს აცნობს კოორდინატორი და მსჯავრდებულის თანხმობის შემთხვევაში მასზე ხელს აწერენ მსჯავრდებული და კოორდინატორი. იმ შემთხვევაში თუ მსჯავრდებული არ ეთანხმება ინდივიდუალურ გეგმას, ამის შესახებ აღინიშნება ოქმში და ეცნობება დირექტორს. 8. მსჯავრდებულს, რომელიც არ ეთანხმება ინდივიდუალურ გეგმას, შესაძლებელია შესთავაზონ ახალი ინდივიდუალური გეგმა უარის თქმიდან არაუგვიანეს 3 თვისა. 9. მსჯავრდებულისა და კოორდინატორის ხელმოწერილ ინდივიდუალური გეგმის პროექტს კოორდინატორი წარუდგენს დირექტორს, რომელიც ამტკიცებს მას ან შესაბამისი შენიშვნებით უბრუნებს ჯგუფს. 10. თუ დირექტორი დააბრუნებს ინდივიდუალური გეგმის პროექტს, ჯგუფი ამ მუხლით დადგენილი წესით, არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში დირექტორს წარუდგენს მსჯავრდებულის მიერ ხელმოწერილ ახალი ინდივიდუალური გეგმის პროექტს. 11. აქტივობების მიმდინარეობის განსახილველად კოორდინატორი მსჯავრდებულს ხვდება არანაკლებ 3 თვეში ერთხელ. შეხვედრაზე დგება ოქმი, რომელშიც აისახება ინფორმაცია აქტივობების მიმდინარეობების შესახებ, რაც შეიძლება გახდეს რისკისა და საჭიროების რიგგარეშე გადაფასების საფუძველი. ოქმს ხელს აწერს მსჯავრდებული და კოორდინატორი.  მუხლი 6🔗 1. ინდივიდუალური გეგმის განხორციელება ჩერდება, იმ შემთხვევაში თუ: ა) მსჯავრდებული გაყვანილია მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში; ბ) მსჯავრდებული გადაყვანილია საკნის ტიპის საცხოვრებელში, მოთავსებულია სამარტოო საკანში  ან  შეფარდებული აქვს ადმინისტრაციული პატიმრობა; გ) არსებობს ინფექციური დაავადების გავრცელების საშიშროება; დ) არსებობს ექიმის რეკომენდაცია; ე) დაწესებულებაში შემოღებულია განსაკუთრებული პირობები; ვ) მსჯავრდებული გადაყვანილია იმ დაწესებულებაში, სადაც შეუძლებელია ინდივიდუალურ გეგმაში მითითებული აქტივობების განხორციელება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებების აღმოფხვრის შემდეგ ინდივიდუალური გეგმის განხორციელება უნდა განახლდეს. მუხლი 7🔗 1. ინდივიდუალური გეგმის დასრულებამდე 1 თვით ადრე ხდება ინდივიდუალური გეგმის შეფასება, რისკისა და საჭიროების  გადაფასება და ახალი ინივიდუალური გეგმის შედგენა. 2. ჯგუფის ყველა წევრი უფლებამოსილია, რისკისა და საჭიროების გადაფასების დაწყებამდე შეისწავლოს ინდივიდუალურ გეგმასთან დაკავშირებული ოქმები. 3. რისკისა და საჭიროების გადაფასება ჯგუფის წევრების მიერ ხდება შეკრებიდან 1 თვის განმავლობაში, მსჯავრდებულთან სულ მცირე ერთხელ მაინც გასაუბრების საფუძველზე. 4. რისკისა და საჭიროების გადაფასება უნდა მოხდეს წინა შეფასების ფორმაზე და მიმდინარე ინდივიდუალურ გეგმაზე დაყრდნობით. 5. რისკისა და საჭიროების გადაფასებისას უნდა მოხდეს შეფასების ფორმაში ინფორმაციის განახლება და ახალი ინდივიდუალური გეგმის შედგენა. 6. რისკისა და საჭიროების გადაფასება ხორციელდება ამ ბრძანების მე-5 მუხლში განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად. 7. კოორდინატორის გადაწყვეტილებით საჭიროების შემთხვევაში შეიძლება განხორციელდეს  რისკისა და საჭიროების რიგგარეშე გადაფასება. მუხლი 8🔗 1. მსჯავრდებულის სხვა დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაში ინდივიდუალური დაგეგმვის საქმე მიჰყვება თან პირად საქმესთან ერთად. 2. ინდივიდუალური გეგმის განხორციელება წყდება, იმ შემთხვევაში თუ მსჯავრდებული გათავისუფლდა სასჯელის მოხდისგან, გადაევადა სასჯელი ან გარდაიცვალა. 3. ინდივიდუალური გეგმის შეწყვეტიდან არაუგვიანეს 1 კვირის ვადაში დგება ინდივიდუალური გეგმის შემაჯამებელი ანგარიში. 4. კოორდინატორი უზრუნველყოფს, როგორც მიმდინარე, ასევე დასრულებული ინდივიდუალური გეგმის ან/და ჯგუფის მიერ წარმოებული ნებისმიერი პროცესის შესახებ ინფორმაციის შენახვას/დაარქივებას, როგორც ელექტრონული, ასევე მატერიალური სახით. 5. ინდივიდუალური გეგმის შეწყვეტიდან 1 კვირის ვადაში დაწესებულების სოციალური მუშაკი საქმეს გადასცემს დაწესებულების სპეციალური აღრიცხვის განყოფილებას მსჯავრდებულის პირად საქმეში ჩასაკრავად.