„სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 2 თებერვლის №19 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№32
სარეგისტრაციო კოდი
100110000.22.038.016447
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/04/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №32

2015 წლის 29 აპრილი

ქ. თბილისი

„სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 2 თებერვლის №19 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 2 თებერვლის №19 ბრძანებაში (სსმ,100110000.22.038.016095, 10/02/2012) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:

1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„არასრულწლოვან მსჯავრდებულთა მიერ სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“.

2. ბრძანების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. დამტკიცდეს არასრულწლოვან მსჯავრდებულთა მიერ სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის ინსტრუქცია“.

3. ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

არასრულწლოვან მსჯავრდებულთა მიერ სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის ინსტრუქცია“;

ბ) პირველი მუხლის:

ბ.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. არასრულწლოვან მსჯავრდებულთა მიერ სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვა“;

ბ.ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. არასრულწლოვან მსჯავრდებულთა მიერ სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმა (შემდგომში – ინდივიდუალური გეგმა) (დანართი №1) წარმოადგენს რესოციალიზაციის მიზნით კონკრეტული არასრულწლოვანი მსჯავრდებულისათვის (შემდგომში – მსჯავრდებული) ინდივიდუალურად შედგენილ ღონისძიებათა ერთობლიობას, რომლის ხანგრძლივობა შეადგენს 6 თვეს, რომელიც შესაძლებელია გაგრძელდეს კიდევ 6 თვით და ხორციელდება მსჯავრდებულის არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში (შემდგომში – დაწესებულება) განთავსების პერიოდში.“;

ბ.გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მსჯავრდებულის დაწესებულებაში მიღებისთანავე დაწესებულების დირექტორის მიერ დაწესებულების სოციალური განყოფილების უფროსის წარდგინების საფუძველზე ინიშნება ინდივიდუალური გეგმის კოორდინატორი (შემდგომში –კოორდინატორი).“;

ბ.დ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ინდივიდუალური გეგმების შესამუშავებლად, მსჯავრდებულის დაწესებულებაში მიღებიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა დაწესებულების დირექტორის მიერ იქმნება მულტიდისციპლინური საბჭო.“;

გ) მე-5 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. კოორდინატორი პასუხისმგებელია საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ - არასაპატიმრო სასჯელათა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოსთან (შემდგომში - პრობაციის ეროვნული სააგენტო) თანამშრომლობაზე.“;

დ) მე-7 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. რისკების შესაფასებლად საშეღავათო ვადის (პ.ვ.გ.) მოხდამდე სამი თვით ადრე დაწესებულება უკავშირდება პრობაციის ეროვნულ სააგენტოს შესაბამის ბიუროს, რათა მოხდეს ინფორმაციის გაცვლა. მიღებული ინფორმაციის განახლება უნდა მოხდეს სამ თვეში ერთხელ. აღნიშნული ინფორმაცია გადაეცემა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შესაბამის ადგილობრივ საბჭოს.“;

ე) №1  დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.  

ვ) №5 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიგიორგი მღებრიშვილი
📎 დანართები (2)
danarti-1.doc DOC

დანართი #1

„ვამტკიცებ“

არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო

დაწესებულების დირექტორი

„_____“ „_________________“ 201 წ.

სამოქმედო გეგმა

სახელი გვარი: _____________________________

კოორდინატორი: ____________________________

შედგენის თარიღი: _________________________

სფეროთა ჩამონათვალი:

1. განათლება (ამჟამად და დაწესებულებაში მოხვედრამდე)

2. პროფესიული განათლება/სამუშაო გამოცდილება (ამჟამად და დაწესებულებაში მოხვედრამდე)

3. არასრულწლოვანის ფიზიკური განვითარება და ჯანმრთელობის მდგომარეობა

4. თავისუფალი დრო

5. სპორტი და რეკრეაციული აქტივობები

6. ქცევითი თავისებურებანი

7. კოგნიტური და შემეცნებითი განვითარება

8. გრძნობები და განცდები

9. ღირებულებები და ტრადიციები

10. არასრულწლოვანის წარმოდგენა საკუთარ თავზე

11. ოჯახი

12. დანაშაული და შედეგები

13. სოციალური გარემო

14. სუსტი და ძლიერი მხარეები

15. ყოველდღიური საქმიანობა დაწესებულებაში

სფერო: ______________________________________თარიღი: _______________________

რა მოხდა აქამდე?

......................................................................................................................................................................

რეკომენდაცია (სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი, პედაგოგი, ექიმი)[1]:

უახლოეს მომავალში ვგეგმავ:

ჩემი გეგმები:

1. ..................................................................................................................................................................

......................................................................................................................................................................

2. ..................................................................................................................................................................

......................................................................................................................................................................

3. ..................................................................................................................................................................

......................................................................................................................................................................

4. ..................................................................................................................................................................

......................................................................................................................................................................

5. ..................................................................................................................................................................

......................................................................................................................................................................

6. ..................................................................................................................................................................

......................................................................................................................................................................

7. ..................................................................................................................................................................

......................................................................................................................................................................

8. ..................................................................................................................................................................

......................................................................................................................................................................

9. ..................................................................................................................................................................

......................................................................................................................................................................

10. ................................................................................................................................................................

......................................................................................................................................................................

11. ................................................................................................................................................................

......................................................................................................................................................................

12. ................................................................................................................................................................

......................................................................................................................................................................

13. ................................................................................................................................................................

......................................................................................................................................................................

14. ................................................................................................................................................................

ჩემი კომენტარი:

..................................................................................................................................................................................

....................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................

........................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................

კოორდინატორის კომენტარი:

ჩემი ხელმოწერა: ________________________________________________

კოორდინატორის ხელმოწერა: ___________________________________

-----------------------

[1] ხაზი გაუსვით რეკომენდაციის წარმდგენ პროფესიონალს

danarti-5.doc DOC

დანართი #5

დ ა ხ ა ს ი ა თ ე ბ ა

(შუალედური რისკების შეფასება)

|მსჯავრდებულის ანკეტური მონაცემები: |

| |

|სასამართლო გადაწყვეტილება: |

|დანაშაულის ხასიათი: |

|სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის დასჯა/წახალისების შესახებ: |

| |

|მსჯავრდებულის დაწესებულების თანამშრომლებთან და სხვა მსჯავრდებულებთან ურთიერთობის შესახებ: |

|მსჯავრდებულის კრიმინალური სუბკულტურის შესახებ : |

| |

|მსჯავრდებულის სასჯელის ინდივიდუალურ დადეგმვაში ჩართულობის შესახებ: |

| |

|მსჯავრდებულის ოჯახის შესახებ: |

|განათლების შესახებ: |

| |

|მსჯავრდებულის ურთიერთობა კოორდინატორთან და სხვა მსჯავრდებულებთან: |

|მსჯავრდებულის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის შესახებ: |

|მსჯავრდებულის შემოქმედებითი უნარი, სარეაბილიტაციო, სპორტულ და რეკრეაციულ აქტივობებში ჩართულობა: |

|მსჯავრდებულის წარსულში ჩადენილ დანაშაულთან დამოკიდებულების შესახებ: |

|მსჯავრდებულის მოტივაციის შესახებ შიცვალოს ცხოვრების წესი: |

სოციალური განყოფილების უფროსი: ხელმოწერა: ------------------------

სამართლებრივის რეჟიმის განყოფილების

უფროსი ინსპექტორი: ხელმოწერა: ------------------------

უსაფრთხოების განყოფილების

უფროსი ინსპექტორი: ხელმოწერა: ------------------------

სოციალური მუშაკი:

ფსიქოლოგი:

კოორდინატორი: ხელმოწერა: ------------------------

არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო

დაწესებულების დირექტორი ხელმოწერა: ------------------------

„___“ „____________“ 201 წ.