⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (14.03.2016)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

მიღების თარიღი 23.04.2015
ძალის დაკარგვა 14.03.2016
გამომცემი ორგანო ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №24
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.171.016073
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/04/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 689 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.04.2015 მიღება
14.03.2016 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (9)
1 ქალაქის ცენტრალური
2 ქალაქის შუალედური
3 ქალაქის პერიფერიული
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
ზონა
I (ცენტრალური) ზონა ქუჩების მიხედვით ლოკალური ტერიტორიულ ინდექსი ITL
II (შუალედური) ზონა                              ქუჩების მიხედვით ლოკალური ტერიტორიულ ინდექსი ITL
III (პერიფერიული) ზონა                       ქუჩების მიხედვით ლოკალური ტერიტორიულ ინდექსი ITL
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შუალედური ზონის კონტურის ფარგლებს გარეთა ტერიტორია 0,7
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №24 2015 წლის 23 აპრილი ქ. ოზურგეთი ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის’’ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე.გ’’ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, ,,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დადგინდეს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე ნორმატიული ფასი (დანართი №1). მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ზონირება (დანართი 2). მუხლი 3🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ’’ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 თებერვლის №13 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 11/02/2015 სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.171.016062). მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა კობალაძე დანართი №1 ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი მუხლი 1🔗 1. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დიფერენცირებულია ტერიტორიის ზონირების საფუძველზე (დანართი №2). 2. მიწის ნორმატიული ფასი 1კვ.მ მიწის ფართობისათვის იანგარიშება შემდეგი ფორმულით:            CN=IMG x ITL x C x K სადაც: ა) CN – არის I მ2 არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი ბ) IMG - არის ოზურგეთს მაკრომდებარეობის ინდექსი და მისი მნიშვნელობა უდრის 0.52 ლარს. გ) ITL - არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი; გ.ა) ქალაქის ცენტრალურ ზონაში-1.2; გ.ბ) ქალაქი შუალედურ ზონაში-1.0; გ.გ) ქალაქის პერიფერიულ ზონაში-0.7; დ) C- არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1მ​2-ზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0.24 ლარს; ე) K- არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის; ე.ა) ქალაქის ცენტრალურ ზონაში 50-ს. ე.ბ) ქალაქის შუალედური  ზონისათვის 30-ს. ე.გ) ქალაქის პეროფერიული ზონისთვის 25-ს. მუხლი 2🔗 ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს  შემდეგი სახით: № ზონა IMG ITL C K CN (ლარი) 1 ქალაქის ცენტრალური 0.52 1.2 0.24 50 7.4880 2 ქალაქის შუალედური 0.52 1.0 0.24 30 3.744 3 ქალაქის პერიფერიული 0.52 0.7 0.24 25 2.1840 დანართი №2 ქალაქ ოზურგეთს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ზონირება I (ცენტრალური) ზონა ქუჩების მიხედვით ლოკალური ტერიტორიულ ინდექსი ITL გურამიშვილის ქუჩის ორთავემ მხარე რკინიგზის ხაზამდე. რკინიგზის ხაზის მარცხენა მხარე ლალიონის ქუჩამდე. ლალიონის ქუჩა კოსტავას ქუჩის გადაკვეთამდე. კოსტავას ქუჩა (12 სართულიანი სახლის ჩათვლით) აკაკის ქუჩის დასაწყისამდე. აკაკის ქუჩა თ. სახოკიას ქუჩის გადაკვეთამდე. თ. სახოკიას ქუჩა გურიის ქუჩამდე. გურიის ქუჩა გრიბოედოვის ქუჩის გადაკვეთამდე. გრიბოედოვის ქუჩა სანაპიროს ქუჩამდე. სანაპიროს ქუჩა მდ. ბჟუჟამდე ს. მაკვანეთისკენ მიმავალ ხიდამდე. ს. ქობულაძის ქუჩა თაყაიშვილის ქუჩამდე. თაყაიშვილის ქუჩის მონაკვეთი მდ. ბჟუჟის ხიდიდან ნ. ნაკაშიძის ქუჩამდე. ნ. ნაკაშიძის ქუჩა. ნინოშვილის ქუჩა (შედის #1 საჯარო სკოლა, II საავშვო ბაღი, საავადმყოფო ,,ავერსი’’, ყოფილი ინტერნატის ეზოს ჩათვლით) გმირთა მოედანი, დავით აღნაშენებლის ქუჩა გურამიშვილის ქუჩის გადაკვეთამდე. -ცენტრალურ ზონას განეკუთვნება შესაბამისი კონტურის ფარგლებში მოქცეული ტერიტორია. 1,2                          II (შუალედური) ზონა                              ქუჩების მიხედვით ლოკალური ტერიტორიულ ინდექსი ITL მდ. ბჟუჟის ხიდიდან ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩა უნივერსიტეტის ქუჩის დასაწყისამდე, შ.პ.ს გზამშენი-18-ის, მანქანათმშენებელი და ყოფილი პურის ქარხნების მიმდებარე ტერიტორიის ჩათვლით. ს. ჟორჟოლიანის ქუჩიდან ესაძის ქუჩის გადაკვეთამდე. ესაძის ქუჩა მალაზონიის ქუჩამდე. მალაზონიას ქუჩა დ. ბაქრაძის ქუჩამდე. დ. ბაქრაძის ქუჩა თავისულფების ქუჩამდე. თავისუფლების ქუჩა დავით აღმაშენებლის ქუჩამდე. დავით აღმაშენებლის ქუჩიდან ა. ნემიროვიჩ-დანჩენკოს ქუჩამდე. ა. ნემიროვიჩ-დანჩენკოს ქუჩა რკინიგზის ხაზის გადაკვეთამდე. რკინიგზის ხაზის გასწვრივ ჯავახიშვილის ქუჩის კვეთამდე. ჯავახიშვილის ქუჩიდან კ. ლესელიძის ქუჩის დასაწყისამდე კ. ლესელიძის ქუჩა ნ. დუმბაძის ქუჩის კვეთამდე. ნ. დუმბაძის ქუჩა მ. კოსტავას, ზ. დამენიას ქუჩების კვეთამდე. ზ. დამენიას ქუჩა ნ. ბარათაშვილის ქუჩამდე. ნ. ბარათაშვილის ქუჩა ა. ჯორჯიაშვილის ქუჩის კვეთამდე. ა. ჯორჯიაშვილის ქუჩა ა. ჯორჯიაშვილის ქუჩის I შესახვევამდე. ა. ჯორჯიაშვილის ქუჩის I შესახვევიდან მეუნარგიას ქუჩის ჩათვლით. სანაპიროს ქუჩამდე. სანაპიროს ქუჩა ა. გრიბოედოვის ქუჩის კვეთამდე. -შუალედურ ზონას განეკუთვნება ცენტრალური ზონის კონტურს გარედ და შუალედური ზონის კონტურს შორის მიმდებარე ტერიტორია                                                                                  1,0                III (პერიფერიული) ზონა                       ქუჩების მიხედვით ლოკალური ტერიტორიულ ინდექსი ITL ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შუალედური ზონის კონტურის ფარგლებს გარეთა ტერიტორია 0,7