საქართველოს სსრ შრომის კანონთა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
სარეგისტრაციო კოდი
270.000.000.05.001.000.007
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 5, 28/05/1982

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება

საქართველოს სსრ შრომის კანონთა კოდექს შ ი ცვლილებების შეტანის შესახებ

„სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების შრომის კანონმდებლობის საფუძვლებში ცვლილებების შეტანის შესახებ“  სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 5 მაისის ბრძანებულებისა და „საქართველოს სსრ მრეწველობის სამუშაოთა უსაფრთხოდ წარმოების ზედამხედველობისა და სამთო ზედამხედველობის კომიტეტის საქართველოს სსრ მრეწველობის სამუშოთა უსაფრთხოდ წარმოების ზედამხედველობისა და სამთო ზედამხედველობის საკავშირო-რესპუბლიკურ სახელმწიფო კომიტეტად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1981 წლის 5 ნოემბრის ბრძანებულების შესაბამისად, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:

შეტანილ იქნეს საქართველოს სსრ შრომის კანონთა კოდექს შ ი შემდეგი ცვლილებები:

1. მე-7, მე-8, მე-11-14, 24-ე, 37-ე, 43-ე, 45-ე, 52-ე, 54-ე, 57-ე, მე-60, 62-ე, 66-ე, 72-ე, 78-ე, 81-ე, 82-ე, 85-ე, 102-ე, 108-ე, 117-ე, 130-ე, 132-ე, 141-142-ე,144-ე, 145-ე, 154-ე, 163-ე, 165-ე, 167-ე, 173-ე, 194-ე,  195-ე, 197-ე, 198-ე, მე-200 – 203-ე, 207-ე, 210-ე – 212-ე, 215-ე, 216-ე, 220-ე, 222-ე – 224-ე, 226-228-ე და 241-ე მუხლებში სახელწოდება „პროფესიული კავშირის საფაბრიკო, საქარხნო, ადგილობრივი კომიტეტი“ შეიცვალოს სახელწოდებით „საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტი“.

2. 238-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „სამთო ზედამხედველობის კომიტეტი“ შეიცვალოს სიტყვებით „სამთო ზედამხედველობის სახელმწიფო კომიტეტი“.

 

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე პ. გილაშვილი.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი თ. ლაშქარაშვილი.

თბილისი, 1982წლის 28 მაისი.