გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 24.04.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №178
სარეგისტრაციო კოდი 010080000.10.003.018563
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/04/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,379 სიტყვა · ~7 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (11)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
გიორგი დიდიძე         ეკა კაველიძე -         -
მაია გუნცაძე -
კობა ხარაძე -
ვაჟა კიკნაძე -
დიმიტრი მახათაძე -
გიორგი პეტრიაშვილი -
ვახტანგ მაღრაძე -
მარიკა ოძელი -
თეა ტეტელოშვილი -
ვიქტორია ბაიკოვა -
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 95% 22.06.2017 საქართველოს მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 95% 22.09.2020 ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუნიციპალური ქონების მართვის, ბუნებრივი რესურსების და აგრარულ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 22.11.2017 სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ეკონომიკური საკითხების კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 25.10.2022 ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუნიციპალური ქონების მართვის, ბუნებრივი რესურსების და აგრარულ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 24.11.2017

დოკუმენტის ტექსტი

გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №178 2015 წლის 24 აპრილი ქ. თბილისი გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე: 1. დამტკიცდეს გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით,  გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის შემადგენლობა (დანართი №1). 2. დამტკიცდეს გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით,  გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის დებულება (დანართი №2). მუხლი 2🔗 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2016 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა ელექტრონული ფორმით რეგისტრაციისა და აღრიცხვის საკითხის საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრის მიზნით სათანადო წინადადებების შემუშავება.  მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი დანართი №1 გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით,  გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის შემადგენლობა თენგიზ შერგელაშვილი გიორგი წაქაძე მამუკა აბულაძე - - - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე; საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თვითმმართველობის განვითარებისა და რეგიონული პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თვითმმართველობის განვითარებისა და რეგიონული პოლიტიკის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, კომისიის მდივანი; გიორგი დიდიძე ეკა კაველიძე - - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ევროინტეგრაციის, რეფორმებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კომისიის წევრი; საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სამართალშემოქმედების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, კომისიის წევრი; მაია გუნცაძე - საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, კომისიის წევრი; კობა ხარაძე - საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის, ფიზიკური გეოგრაფიის განყოფილების გამგე/მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, კომისიის წევრი; ვაჟა კიკნაძე - საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი/შუა საუკუნეების ისტორიისა და წყაროთმცოდნეობის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, კომისიის წევრი; დიმიტრი მახათაძე - საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამისამართო სამსახურის უფროსი, კომისიის წევრი; გიორგი პეტრიაშვილი - საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის, სივრცითი ინფორმაციისა და კადასტრის უზრუნველყოფის დეპარტამენტის სივრცითი ინფორმაციის სამსახურის უფროსი, კომისიის წევრი; ვახტანგ მაღრაძე - საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ქართული მეტყველების კულტურის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, კომისიის წევრი; მარიკა ოძელი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის ქართული ენის სამმართველოს უფროსი, კომისიის წევრი; თეა ტეტელოშვილი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის ქართული ენის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, კომისიის წევრი; ვიქტორია ბაიკოვა - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის გაეროს სამმართველოს მრჩეველი, კომისიის წევრი. დანართი №2 გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით,  გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით,  გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის (შემდგომში – კომისია) დებულება (შემდგომში - დებულება) განსაზღვრავს კომისიის სამართლებრივ სტატუსს, ფუნქციებს, უფლებამოსილებებსა და მუშაობის წესს. 2. კომისია არის საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანო. 3. კომისია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტებით, ამ დებულებითა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. მუხლი 2🔗. კომისიის ფუნქციები კომისიის ფუნქციებია: ა) გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში ერთიანი პოლიტიკის განსახორციელებლად შესაბამისი წინადადებების შემუშავება და მათი რეალიზაციის მიზნით, ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ) გეოგრაფიული ობიექტების სახელდებასთან დაკავშირებული სამუშაოთა დაგეგმვა და მისი განხორციელების უზრუნველყოფა; გ) გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა ლექსიკონებისა და ცნობარების მომზადებისა და გამოცემის პროცესის კოორდინაცია; დ) საქართველოს ტერიტორიაზე გეოგრაფიული ობიექტების სახელდება, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებების დაცვისა და მართებულად გამოყენების კონტროლი; ე) გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისას, საქართველოს მთავრობის შესაბამისი უფლებამოსილებების განხორციელებისათვის ხელის შეწყობა და ამ მიზნით, სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება; ვ) გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დასადგენად, არსებულ სახელწოდებათა გამოვლენა, სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და სახელდებული გეოგრაფიული ობიექტებისათვის სახელწოდებების გადარქმევისას სახელმწიფოებრივი ინტერესების, აგრეთვე, გეოგრაფიული, ისტორიული, ეთნოგრაფიული, ადგილობრივი პირობებისა და მოსახლეობის აზრის გათვალისწინებით, საკითხის შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება; ზ) გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა ნორმალიზების მიხედვით, გეოგრაფიული ობიექტების ფართოდ გავრცელებული სახელწოდებების შერჩევა, მათი გამოყენების წესების განსაზღვრა და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა კორექტირება ეროვნული ტრადიციების მიხედვით; თ) გეოგრაფიული ობიექტების არსებული სახელწოდებების დადგენა და მათი ტრანსლიტერაციის წესის განსაზღვრა; ი) გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა რეგისტრაცია და აღრიცხვა, მათ შორის, კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში და წესით - ელექტრონული ფორმით; კ) გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დაცვისა და მართებულად გამოყენების კონტროლის მიზნით, შესაბამის ღონისძიებათა დაგეგმვა-განხორციელება; ლ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება. მუხლი 3🔗. კომისიის უფლებამოსილებანი კომისია თავისი ფუნქციების შესრულების მიზნით, უფლებამოსილია: ა) შეიმუშაოს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგინოს ნორმატიული აქტების პროექტები, რომლებიც გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში ადგენენ ერთიან მოთხოვნებს, ნორმებსა და წესებს; ბ) განიხილოს აღმასრულებელი ხელისუფლების, მუნიციპალიტეტების შესაბამის ორგანოთა, საზოგადოებრივ ორგანიზაციათა, ფიზიკურ და იურიდიულ პირთა წინადადებები გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ; გ) გასცეს დასკვნა გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა ენობრივი გამართულობისა და შინაარსობრივი მიზანშეწონილობის თაობაზე, შეიმუშაოს შესაბამისი რეკომენდაციები ამ სფეროში; დ) გასცეს დასკვნა სახელმწიფო დაწესებულებების მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში გასაგზავნი საქართველოს გეოგრაფიული ობიექტების ტრანსლიტერირებულ სახელწოდებათა გეოგრაფიული ობიექტების ტრანსლიტერაციის წესთან შესაბამისობის შესახებ; ე) ითანამშრომლოს შესაბამის ადგილობრივ და საერთაშორისო        ორგანიზაციებთან; ვ) მოიწვიოს სპეციალისტი და შექმნას სამუშაო ჯგუფები კომისიის კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესწავლისა და სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავების მიზნით; ზ) მიიღოს გადაწყვეტილება გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა ცნობარისა და ლექსიკონის გამოცემის თაობაზე; თ) განახორციელოს გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა რეგისტრაცია და აღრიცხვა, მათ შორის, კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში და წესით - ელექტრონული ფორმით; ი) თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით,  მოითხოვოს და მიიღოს ყველა სახის საჭირო ინფორმაცია შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოებისაგან; კ) მოამზადოს წინადადებები კომისიის შემადგენლობაში ცვლილების შეტანის შესახებ; ლ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით  გათვალისწინებული    სხვა უფლებამოსილებანი. მუხლი 4🔗. კომისიის შემადგენლობა 1. კომისია შედგება კომისიის თავმჯდომარის, კომისიის თავმჯდომარის მოადგილის, კომისიის მდივნისა და კომისიის წევრებისაგან. 2. კომისიის თავმჯდომარე: ა) ხელმძღვანელობს კომისიის საქმიანობას; ბ) ამტკიცებს კომისიის დღის წესრიგს; გ) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომებს; დ) იმ შემთხვევაში, თუ კომისიის რომელიმე წევრი არასაპატიო მიზეზით არ დაესწრება კომისიის არანაკლებ ორ სხდომას, უფლებამოსილია დასვას საკითხი კომისიის შემადგენლობიდან მისი გაყვანის თაობაზე; ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. კომისიის თავმჯდომარის მოადგილე: ა) სარგებლობს კომისიის წევრთა უფლებამოსილებებით; ბ) მონაწილეობს კომისიის საქმიანობაში; გ) კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას; დ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. კომისიის წევრი უფლებამოსილია: ა) მონაწილეობა მიიღოს კომისიის მუშაობაში; ბ) კომისიის სხდომაზე წარადგინოს საკუთარი წინადადებები და მოსაზრებები, მონაწილეობა მიიღოს დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხების განხილვასა და დასკვნების/რეკომენდაციების/წინადადებების/ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში; გ) წინასწარ გაეცნოს განსახილველი საკითხების მასალებს; დ) მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია განსახილველი საკითხების შესახებ, გამოთქვას აზრი და მიაწოდოს კომისიას საკუთარი წინადადებები; ე) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები. მუხლი 5🔗. კომისიის საქმიანობის ზოგადი წესი და კომისიის სხდომის ჩატარების წესი 1. კომისია საქმიანობას ახორციელებს სხდომების მეშვეობით. კომისია იკრიბება წელიწადში ოთხჯერ მაინც. მორიგი სხდომის მოწყობის თარიღს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. 2. რიგგარეშე სხდომას იწვევს კომისიის თავმჯდომარე, მისივე გადაწყვეტილებით, ან კომისიის წევრთა ერთი მესამედის მოთხოვნით. 3. კომისიის სხდომა იმართება დამტკიცებული დღის წესრიგის მიხედვით. 4. კომისიის მდივანი ვალდებულია,  სხდომაზე განსახილველი საკითხები, სათანადო მასალებთან ერთად, არანაკლებ სამი დღით ადრე  მიაწოდოს კომისიის ყველა წევრს, მოწვეულ სპეციალისტსა და სხვა დაინტერესებულ პირს. 5. კომისიის სხდომას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – თავმჯდომარის მოადგილე. 6. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა. 7. კომისიის სხდომები ღიაა, გარდა კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა. 8. კომისიის გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის დამსწრე წევრთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ კომისიის წევრთა სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა. გადაწყვეტილების მიღება ხდება კენჭისყრით. 9. კენჭისყრა, როგორც წესი, ღიაა. კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში,  კომისიამ, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება კენჭისყრის ფარულად გამართვის შესახებ. 10. საჭიროების შემთხვევაში, კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით,  სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება მოწვეულ იქნენ სხვა პირები, რომლებიც არ შედიან კომისიის შემადგენლობაში. 11. კომისიის სხდომაზე დგება სხდომის ოქმი, რომელსაც ხელს აწერს კომისიის მდივანი. 12. კომისიის გადაწყვეტილება აისახება სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი. კომისიის სხდომის ოქმში უნდა აისახოს ინფორმაცია კომისიის ნებისმიერი წევრის მიერ კენჭისყრაში მონაწილეობაზე თავის შეკავების, უარის თქმის შესახებ ან სხდომაზე გამოთქმული ნებისმიერი განსხვავებული აზრი. 13. კომისიის მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიღებული საორგანიზაციო და სხვა სახის გადაწყვეტილებები სავალდებულოა შესასრულებლად კომისიაში გაერთიანებულ დაწესებულებათა წარმომადგენლებისათვის. 14. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ, საფინანსო და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. მუხლი 6🔗. კომისიის ანგარიშვალდებულება კომისია ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე. კომისია საქართველოს მთავრობას წელიწადში ერთხელ წარუდგენს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ, ხოლო საქართველოს პარლამენტს აწვდის ინფორმაციას „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების თაობაზე.