კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტისათვის კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს “გენერალური დირექტორის
ბრძანება № 2/7 4
2015 წლის 23 აპრილი
ქ. თბილისი
კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტისათვის კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე
საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე, 52-ე, 53-ე მუხლების, ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული 2014 წლის 8 აპრილის #1 ადმინისტრაციული ხელშეკრულების 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ :
1. მიენიჭოს კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი ამ ბრძანების დანართში მითითებულ ობიექტს - ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმში დაცულ ექსპონატს - პაბლო პიკასო „ნიკო ფიროსმანაშვილის პორტრეტი“.
2. დაევალოს სააგენტოს იურიდიულ სამსახურს ამ ბრძანების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში ბრძანების დანართში მითითებული ობიექტის მონაცემების კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვის მიზნით შესაბამისი ღონისძიების განხორციელება .
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში (მისამართი: ქ. თბილისი, სანაპირის ქუჩა N4).
გენერალური დირექტორის
მოვალეობის შემსრულებელი დ. ლომიტაშვილი
დანართი
კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის/ძეგლის სააღრიცხვო ბარათი
№ სხ -2956
1
მოძრავი ობიექტის / ძეგლის სახეობა
სახვითი ხელოვნება
2
ავტორი / სკოლა
პაბლო პიკასო
3
დასახელება
ნიკო ფიროსმანაშვილის პორტრეტი
4
შექმნის დრო და ადგილი
1972 წელი, ქ. პარიზი
5
ამჟამინდელი ადგილსამყოფელი
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი, სოფელი მირზაანი,ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმი, საინვენტარო #2648
6
მასალა , ზომა
ოფორტი. 16,5 X 10 სმ
7
ფიზიკური მდგომარეობა
დაზიანების გარეშე