დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 24.04.2015
ძალის დაკარგვა 27.11.2017
გამომცემი ორგანო დუშეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №12
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.152.016219
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/04/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 348 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.04.2015 მიღება
27.11.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ლაფანაშვილი დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №12 2015 წლის 24 აპრილი ქ. დუშეთი დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე   საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს: მუხლი 1🔗 1. დამტკიცდეს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის დებულება დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ლაფანაშვილი დანართი №1 დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. მუნიციპალური შესყიდვების სამსახური 1. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური შესყიდვების სამსახური (ტექსტში შემდგომ „სამსახური“) წარმოადგენს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალური შესყიდვების დაგეგმვას და განხორციელებას;  2. სამსახურს აქვს შტამპი, ბეჭედი, ბლანკი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით და სხვა საჭირო რეკვიზიტები. მუხლი 2🔗. სამსახურის ფუნქციები 1. სამსახური კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალური შესყიდვების გეგმის მომზადებას; ბ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულების და გამგებლის წარმომადგენლების მიერ მოწოდებულ წინადადებებთან წლიური შესყიდვების გეგმის შეჯერებას, მისი დამტკიცების უზრუნველყოფას და შემდგომ კორექტირებას; გ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს შესყიდვის საშუალების შერჩევას და შერჩეული საშუალების შესაბამისი პროცედურების დაგეგმვას; დ)  შესყიდვის პროცედურების მომზადებას და განხორციელების უზრუნველყოფას; ე) სატენდერო კომისიის აპარატის ფუნქციების შესრულებას და სატენდერო პროცედურების ჩატარებას; ვ) სატენდერო კომისიის ოქმების და სხვა დოკუმენტების წარმოებას; ზ) ელექტრონული ტენდერის შესახებ განცხადების მომზადებასა და გამოქვეყნებას; თ) მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების და მოქმედი ნორმატიული აქტების შესაბამისად ხელშეკრულების შემუშავებას; ი) მუნიციპალიტეტის მიერ დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების რეგისტრაცია, აღრიცხვა, შენახვა და დაცვა; კ) უზრუნველყოფს მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების დაცვაზე კონტროლის განხორციელებას; ლ) სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ანგარიშების მომზადებას; მ) სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მიზნით, დუშეთის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული შემსყიდველი ორგანიზაციებისათვის (სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირებისათვის) კონსულტაციების გაწევას; ნ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას; მუხლი 3🔗. სამსახურის მოხელეები 1. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს გამგებელი, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად.   2. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე;   3. სამსახურის უფროსის და სამსახურის სხვა მოხელეთა უფლებამოსილებები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით, სამსახურის დებულებით, გამგეობის შინაგანაწესით, შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობითა და სხვა ნორმატიული აქტებით.